ფრიდონ ინჯია მხარდაჭერას უცხადებს “ქართული ოცნების” მიერ მომზადებულ კანონპროექტს ოჯახურ ღირებულებათა დაცვის შესახებ

📍 საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის „ევროპელი სოციალისტების“ თავმჯდომარე ფრიდონ ინჯია მხარდაჭერას უცხადებს მმართველი პარტიის მიერ მომზადებულ კანონპროექტს ოჯახურ ღირებულებათა დაცვის შესახებ, რომელიც საკანონმდებლო ორგანოში უახლოეს პერიოდში დაინიცირდება „ქართული ოცნების“ მიერ.

🔷 ამის შესახებ პოლიტიკური ჯგუფის თავმჯდომარემ საქართველოს პარლამენტში მედიის წარმომადგენელთა მხრიდან დასმული კითხვების პასუხად განაცხადა.

🔷„ეს საკითხი ჩვენთვის აქტუალურია, როგორც მართლმადიდებლური ქვეყნისთვის, რომელსაც აქვს თავისი ადათ-წესები და იდენტობა.

🔷 ჩვენი პოლიტიკური ჯგუფის მხრიდან ლგბტ+ პროპაგანდის აკრძალვის შესახებ საკითხი დღის წესრიგში ჯერ კიდევ შარშან მაისის თვეში დაისვა, მაგრამ ვერ მოხერხდა მისი ინიცირება, რადგან ამ საკითხის მხარდასაჭერად ჩვენს პოლიტიკურ ჯგუფს არ აქვს საკმარისი ხმების რაოდენობა. ამის შემდეგ შეიცვალა ვითარება. მნიშვნელოვანია ის გარემოება, რომ დღეს „ქართულმა ოცნებამ“ ეს საკითხი წამოჭრა, რაც ძალიან საინტერესო და საჭირო იქნება ჩვენი ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე“,- განაცხადა ფრიდონ ინჯიამ.

🔷 დეპუტატის თქმით, კანონპროექტის დაინიცირების შემდეგ უფრო დეტალურად შეიძლება საკითხის ირგვლივ საუბარი და „ევროპელი სოციალისტების“ პოლიტიკური ჯგუფი განხილვებში აუცილებლად მიიღებს მონაწილეობას.

🔷 „იქიდან გამომდინარე, რომ მსოფლიოს სხვადასხვა ფსევდოლიბერალურ ძალებს ლგბტ + პროპაგანდის თემა პირველ ადგილას გამოაქვთ, ამ საკითხს ჩვენს ქვეყანაში წერტილი უნდა დაესვას, და ჩვენ ამ ინიციატივას აუცილებლად დავუჭერთ მხარს“, – აღნიშნა ფრიდონ ინჯიამ.

Добавить комментарий

Ваш электронный адрес не будет опубликован.

Вы можете использовать следующие теги и атрибуты <abbr title="Язык гипертекстовой разметки">HTML: <a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <s> <strike> <strong> </abbr>

*