ფრიდონ ინჯიას მიაჩნია, რომ საპარლამენტო უმრავლესობას არ აქვს ვალდებულება ქვეყნის პრეზიდენტს ამა თუ იმ კანონპროექტის მიღების საკითხი შეუთანხმოს

📌 საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის „ევროპელი სოციალისტების“ თავმჯდომარეს ფრიდონ ინჯიას მიაჩნია, რომ საპარლამენტო უმრავლესობას არ აქვს ვალდებულება ქვეყნის პრეზიდენტს ამა თუ იმ კანონპროექტის მიღების საკითხი შეუთანხმოს.

🔷 ამის შესახებ პოლიტიკური ჯგუფის თავმჯდომარემ პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე განაცხადა, სადაც „საქართველოს საარჩევნო კოდექსში “ ცვლილების შეტანის შესახებ საქართველოს პრეზიდენტის მოტივირებული შენიშვნები განიხილეს.

🔷 აღნიშნული ცვლილებები კომიტეტის სხდომაზე საქართველოს პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანმა გიორგი მსხილაძემ წარმოადგინა.

🔷 „ბატონო გიორგი, როცა თქვენ დაგჭირდათ, მაშინ თქვით, რომ უმრავლესობამ აირჩია პრეზიდენტი. პარლამენტის დღევანდელი უმრავლესობა არჩეულია საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობის მიერ.

🔷 ეხლა რაც შეეხება საკითხს, უნდა შეუთანხმოს თუ არა უმრავლესობამ გარკვეული საკანონმდებლო ინიციატივები პრეზიდენტს, ამის აუცილებლობას მე ვერ ვხედავ.

🔷 კანონი ყველასთვის უნდა იყოს მისაღები და ათეული და მეტი წლები უნდა მოქმედებდეს. შეუძლებელია კანონი იცვლებოდეს ახალი პოლიტიკური რეალობებიდან გამომდინარე.

🔷 დღეს ის (სალომე ზურაბიშვილი) ჩემი პრეზიდენტი არ არის. მე მას მივეცი ხმა, მაგრამ შევცდი და ვფიქრობ, მე დღეს უმცირესობაში არ ვარ.

🔷 მე მგონი, თქვენ სხვა სიბრტყეში ხართ დღეს“, – მიაჩნია ფრიდონ ინჯიას.

Добавить комментарий

Ваш электронный адрес не будет опубликован.

Вы можете использовать следующие теги и атрибуты <abbr title="Язык гипертекстовой разметки">HTML: <a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <s> <strike> <strong> </abbr>

*