იურიდიული კომიტეტის სხდომაზე „უცხოური გავლენის გამჭვირვალეობის“ შესახებ კანონპროექტის განხილვა მეორე მოსმენით მიმდინარეობს

📌 საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის „ევროპელი სოციალისტების“ თავმჯდომარემ ფრიდონ ინჯიამ პარალმენტის იურიდული კომიტეტის სხდომაზე მმართველ პარტიას მიმართა წინადადებით „უცხოური გავლენის გამჭვირვალეობის შესახებ“ კანონპროექის პირველ მუხლში შევიდეს ცვლილება, რომელსაც საქართველოს მომავალი სწორი განვითარებისთვის სასიცოცხლო მნიშვნელობა ექნება.

🔷იურიდიული კომიტეტის სხდომაზე „უცხოური გავლენის გამჭვირვალეობის“ შესახებ კანონპროექტის განხილვა მეორე მოსმენით მიმდინარეობს.

🔷კერძოდ, პოლიტიკური ჯგუფის თავმჯდომარე მიიჩნევს, რომ კანონპროექტის პირველი მუხლი უნდა დაიწყოს შემდეგი წინადადებით: – „სახელმწიფო დამოუკიდებლობისა და სუვერენიტეტის მიზნით ეს კანონი უზრუნველყოფს, აწესრიგებს უცხოური გავლენის გამჭვირვალეობას და შემდეგ როგორც ტექსტშია მოცემული“.

📝საპარლამენტო უმრავლესობის მიერ წარმოდგენილი კანონპროექტის პირველი მუხლი ითვალისწინებს შემდეგს: მუხლი 1. კანონის მიზანი და მოქმედების სფერო 1. ეს კანონი უცხოური გავლენის გამჭვირვალობის უზრუნველყოფის მიზნით აწესრიგებს სუბიექტის უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელ ორგანიზაციად რეგისტრაციასა და უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელი ორგანიზაციის საქმიანობის გამჭვირვალობასთან დაკავშირებულ სხვა საკითხებს.

🔷„ამერიკის შეერთებულ შტატებში, ეგრეთ წოდებული „ფარას კანონი“ მიღებული იქნა რუზველტის პრეზიდენტობის დროს (1938 წელს) და ამერიკას იმ დროიდან დღემდე უკვე ჰყავს მე-15 პრეზიდენტი, სადაც ეს კანონი ისევ მოქმედებს.

🔷აქედან გამომდინარე, ფაქტია, რომ კანონმა გაიარა სხვადასხვა საფეხური და სხვადასხვა მთავრობები, როგორც რესპუბლიკელების, ისე დემოკრატების პერიოდი.

🔷ჩვენ საქართველოში თუ ვიღებთ კანონს უცხოური გავლენის გამჭვირვალეობის შესახებ, იგი უნდა იყოს გათვლილი მომავალი მთავრობებისთვის.
თუ უცხოური დაფინანსებით საქართველოში სახელმწიფოს წინააღმდეგ მიმართული ქმედებები მზადდება, მაშინ კეთილი ინებეთ და მე მოგიწოდებთ დააყენოთ კენჭისყრაზე, რომ კანონის პირველი მუხლი დაიწყოს შემდეგი წინადადებით „სახელმწიფო დამოუკიდებლობისა და სუვერენიტეტის მიზნით ეს კანონი უზრუნველყოფს, აწესრიგებს უცხოური გავლენის გამჭვირვალეობას და შემდეგ როგორც ტექსტშია მოცემული.

🔷მე მიმაჩნია, რომ ასეთ შემთხვევაში, ეს იქნება სრულყოფილი კანონი, რომელიც მომავალ თაობებისთვის იქნება მისაღები, რასაც სასიცოცხლო მნიშვნელობა ექნება“, – მიაჩნია ფრიდონ ინჯიას.

„აქ დაისვა ასეთი შეკითხვა, – ეს კანონპროექტი გვაშორებს თუ გვაახლოებს ევროკავშირს? და მიმაჩნია, რომ ეს არის პროვოკაციული კითხვა

🟥 საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის „ევროპელი სოციალისტების“ თავმჯდომარეს ფრიდონ ინჯიას მიაჩნია, რომ თუკი ამა თუ იმ ორგანიზაციის ან პიროვნების ქმედება საშიშროების მომტანია ქვეყნის ერთიანობის, მდგრადობისა და საფრთხეს უქმნის მშვიდობას, ასეთ შემთხვევაში სახელმწიფოს მხრიდან წინასწარ უნდა იყოს მიღებული შესაბამისი ზომები.
სწორედ ამიტომ არის საჭირო „უცხოური გავლენის გამჭვირვალეობის“ შესახებ კანონის მიღება – ფრიდონ ინჯია

🔷 ამის შესახებ საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფი „ევროპელი სოციალისტების“ თავმჯდომარემ ფრიდონ ინჯიამ ბათუმში საერთო-სახალხო განხილვის ფარგლებში მოსახლეობასთან გამართულ შეხვედრაზე განაცხადა, სადაც მმართველმა პარტიამ „ოჯახურ ღირებულებათა და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ” კონსტიტუციური კანონპროექტის პრეზენტაცია მოაწყო.
საერთო-სახალხო განხილვის ფარგლებში საზოგადოების მხრიდან დასმული შეკითხვები „უცხოური გავლენის გამჭვირვალეობის“ შესახებ კანონპროექტის ირგვლივაც დაისვა.

🔷 „აქ დაისვა ასეთი შეკითხვა, – ეს კანონპროექტი გვაშორებს თუ გვაახლოებს ევროკავშირს? და მიმაჩნია, რომ ეს არის პროვოკაციული კითხვა.

🔷 ჩვენი ამოცანაა, მოსახლეობის კეთილდღეობაზე და ქვეყნის გაერთიანებაზე ზრუნვა.

🔷 კანონებს ჩვენ ვიღებთ იმისთვის, რომ ყველამ იცოდეს თავისი თამაშის წესი და რომ ყველა ქმედება იყოს ჩარჩოში მოქცეული.

🔷 თუკი, სახელმწიფომ იგრძნო, რომ ამა თუ იმ ორგანიზაციის ან პიროვნების ქმედება საშიშროების მომტანია ქვეყნის ერთიანობის, მდგრადობის და საფრთეს უქმნის მშვიდობას, წინასწარ უნდა იყოს მიღებული შესაბამისი ზომები. სწორედ ამისთვის არის საჭირო ამ კანონის მიღება, და ეს კანონი მარტო საქართველოს არ სჭირდება. ეს სჭირდება ევროპასაც და ეს კანონი ევროპას უფრო დააახლოებს საქართველოსთან“. – აღნიშნა ფრიდონ ინჯიამ.

„საქართველოს ყველა კუთხეს თავისი ტრადიცია აქვს და რადგანაც კონსტიტუცია საერთოა, კარგი იქნება კონსტიტუციაში გაკეთდეს ჩანაწერი „ქართული ღირებულებების“ შესახებ

🔴 ვფიქრობ, პლებისციტი მოგვცემს შესაძლებლობას გავიგოთ საქართველოს მოსახლეობის ძირითადი ნაწილის დამოკიდებულება ოჯახურ ღირებულებებთან მიმართებაში და მე დარწმუნებული ვარ, რომ ქვეყნის მოსახლეობის 99,9% -ი წინააღმდეგია საქართველოში მოხდეს ლგბტ პროპაგანდის დაშვება, რადგან იგი ძირეულად ეწინააღმდეგება ჩვენს სულისკვეთებას და ქართულ ღირებულებებს.

🔷 ამის შესახებ საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფი „ევროპელი სოციალისტების“ თავმჯდომარემ ფრიდონ ინჯიამ ბათუმში საერთო-სახალხო განხილვის ფარგლებში მოსახლეობასთან გამართულ შეხვედრაზე განაცხადა, სადაც მმართველმა პარტიამ „ოჯახურ ღირებულებათა და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ” კონსტიტუციური კანონპროექტის პრეზენტაცია მოაწყო.

„მე როგორც ოპოზიციური პარტიის თავმჯდომარე, მაქვს ჩემი ხედვა სხვადასხვა კანონპროექტებთან თუ საკითხებთან მიმართებაში. ბევრ შემთხვევაში ჩემი პოზიცია არის კრიტიკული, რომელსაც მე ღიად გამოვხატავ, მაგრამ თუკი ქვეყნისთვის სასიკეთო საქმე კეთდება, მე არ შემიძლია მმართველ გუნდს გვერდში არ დავუდგე, რადგან იყო ოპოზიციური პარტიის თავმჯდომარე, არ ნიშნავს იყო ხელისუფლების წინააღმდეგი და არც ჩასაფრებული პოზიცია არ არის გამართლებული.

🔷 აქედან გამომდინარე, მიმაჩნია, რომ მმართველი გუნდის მიერ დაინიცირებული კანონპროექტი არის დროული და აუცილებელი ქვეყნის მომავალი სწორი განვითარებისთვის.

🔷 ვფიქრობ, ამ კანონპროექტის ძირითადი არსი იმდენად გამოდის ქართველი კაცის სულისკვეთებიდან, რომ მისი მოწინააღმდეგე ჩვენს ქვეყანაში მცირედი პროცენტი თუ იქნება. 30 წლის წინ ამ თემაზე საუბარი არა თუ გასაკვირი შეიძლება ყოფილიყო, არამედ სირცხვილიც კი იყო, მაგრამ თანამედროვე ტექნოლოგიებმა და იმ პროცესებმა, რაც დღევანდელ მსოფლიოში ხდება, შედეგად მოგვიტანა ის მოცემულობა, რაც დღეს გვაქვს.

🔷 დიდი სახელმწიფოების გარკვეული წრეები ყველაფერს აკეთებენ იმისთვის, რომ თავისუფლების ეგიდით გახრწნან ხალხი ამ სიტყვის სრული მნიშვნელობით, მოახდინონ მათზე ამ ტიპის ზემოქმედება მარტივად სამართავად. სწორედ ამ ფაქტორებმა განაპირობა ის, რომ ასეთი აქტიური დამცველები ჰყავს ლგბტ საზოგადოებას საზღვარგარეთ, ევროპაში, ამერიკაში თუ სხვა სახელმწიფოებში. ამ მხრივ გამონაკლისია აზიის ქვეყნები.

🔷 ამიტომ, აღნიშნული კანონპროექტის დაინიცირება წინდახედული ნაბიჯია და მიმაჩნია, რომ ის აუცილებლად მისაღებია ძირითადი კანონის დონეზე“. – განაცხადა ფრიდონ ინჯიამ.

🔷 მისივე თმით, დღევანდელი მოცემულობით, საქართველოში რეფერენდუმის ჩატარება დროებით შეუძლებელია. ამიტომ ეს საკითხი დღეს დღის წესრიგში ვერ დადგება, მაგრამ არის პლებისციტის ჩატარების შესაძლებლობა, რომელიც თავისუფლად შეიძლება გამოყენებული იყოს ამ კანონის მიღების პარალელურად, სადაც მოსახლების აზრი იქნებოდა დაფიქსირებული.

🔷 „ვფიქრობ, პლებისციტი მოგვცემს შესაძლებლობას გავიგოთ საქართველოს მოსახლეობის ძირითადი ნაწილის დამოკიდებულება აღნიშნულ საკითხთან მიმართებაში და მე დარწმუნებული ვარ, რომ ქვეყნის მოსახლეობის 99,9% -ი წინააღმდეგია საქართველოში მოხდეს ლგბტ პროპაგანდის დაშვება, რადგან იგი ძირეულად ეწინააღმდეგება ქართულ სულისკვეთებას და ქართულ ღირებულებებს“. – მიაჩნია ფრიდონ ინჯიას.

🔷 დეპუტატმა თავის გამოსვლაში კიდევ ერთხელ გაამახვილა ყურადღება კანონპროექტის ტერმინოლოგიასთან დაკავშირებით და აღნიშნა, რომ მისი წინადადებაა, სათაური „ოჯახური ღირებულებების“ შესახებ, შეიცვალოს ტერმინით „ქართული ღირებულებები“, რადგან „ქართულ ღირებულებებში“ შედის – ოჯახური ტრადიციები, ქალის მიმართ განსაკუთრებული პატივისცემა, მართლმადიდებლობის დაცვა, ქართული ენის მიმართ უდიდესი სიყვარული და დაფასება.

🔷 „საქართველოს ყველა კუთხეს თავისი ტრადიცია აქვს და რადგანაც კონსტიტუცია საერთოა, კარგი იქნება კონსტიტუციაში გაკეთდეს ჩანაწერი „ქართული ღირებულებების“ შესახებ.

🔷 ამასთანავე, მივესალმებოდი შეიქმნას სახელმძღვანელო სკოლებისთვის ასეთი სათაურით – „ქართული ღირებულებები“, სადაც იქნება წარმოჩენილი ქართული ღირებულებების განსაკუთრებული მახასიათებლები, რითაც ჩვენ ვართ განსხვავებულნი, რითაც ვართ ძლიერები. დარწმუნებული ვარ, ევროპაშიც შემოიღებენ სასწავლებლად „ქართულ ღირებულებებს“. – აღნიშნა დეპუტატმა.

🔷 პოლიტიკური ჯგუფის თავმჯდომარემ მოკლედ მიმოიხილა საქართველოსთვის ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მიღებამდე ქვეყანაში არსებული პოლიტიკური პერიპეტიები, რა დროსაც, დეპუტატის განცხადებით, მმართველმა პარტიამ საკმაოდ დიდი ნებისყოფა გამოიჩინა და ღირსეულად გაართვა თავი ამ პოლიტიკურ გამოწვევას.

🔷 „პირადად მე ყოველთვის ვუსვამდი ხაზს, რომ ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მინიჭება საქართველოსთვის გარდაუვალი პროცესი იყო, რადგან დღევანდელი მოცემულობიდან გამომდინარე, ევროკავშირს იმაზე მეტად სჭირდებოდა საქართველო, ვიდრე საქართველოს ევროკავშირი“. – განაცხადა ფრიდონ ინჯიამ.

🔷 დეპუტატმა სპეკულაცია უწოდა „უცხოური გავლენის გამჭვირვალეობის შესახებ“ კანონპროექტის ირგვლივ ქვეყანაში შექმნილ აჟიოტაჟს.

🔷 „მიმდინარე საპროტესტო აქციებზე დღეს წარმოდგენილია ხალხის ძალიან მცირე ოდენობა. მათ შორის არიან არასრულწლოვნები. აქედან გამომდინარე, აღნიშნული კანონპროექტის მიღება არა თუ აუცილებელია, არამედ დაგვიანებულიც კია, რაც ხელისუფლებისა და მმართველი პარტიის მინუსია.

🔷ეს კანონი არა მარტო ჩვენი ქვეყნისთვის არის საჭირო, არამედ უცხო ქვეყნებისთვისაც.

🔷 მაგალითისთვის, პირობითად, ავიღოთ ნიდერლანდები, რომლის მიერ დაფინანსებული გარკვეული ღონისძიებები ქვეყნის ხელისუფლების წინააღმდეგ არის მიმართული, და ამავდროულად იგივე ნიდერლანდების სახელმწიფო მეორე ხელით ამბობს, რომ საქართველოს მეგობარი ქვეყანაა. ამ დროს, არ არის გამორიცხული, რომ ნიდერლანდების ხელისუფლებაში სახვადასხვა მოსაზრებები არსებობდეს და უფრო მეტიც, შესაძლოა, ყველა არც იყოს საქმის კურსში, რომ ნიდერლანდების სახელმწიფოს რომელიღაც ფონდი აფინანსებდეს გარკვეულ ღონისძიებას, რომელიც მიმართულია საქართველოს ხელისუფლების წინააღმდეგ.

აქედან გამომდინარე, მმართველი პარტიის მიერ დაინიცირებული კანონპროექტის „უცხოური გავლენის გამჭვირვალეობის“ შესახებ მიღება, დაუშვებელს გახდის მსგავსი ტიპის დაფინანსებებს.

🔷 იგივე შეიძლება ითქვას, აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტო USID – ის შესახებ, სადაც ერთი ხელით აფინანსებენ ხელისუფლებისა და სახელწმიფოს წინააღმდეგ მიმართულ ქმედებებს და მეორე ხელით, იგივე პროგრამის ფარგლებში აკეთებენ სხვადასხვა ეკონომიკურ, სამედიცინო თუ სხვა ტიპის პროექტებს, მაგრამ საკითხავია რის ფასად?! … რომ სახელმწიფოში მოხდეს გადატრიალება?!

🔷 ასეთ შემთხევაში საქართველო მომენტალურად ჩაერთვება ომში და ჩვენ მაგალითად გვაქვს, თუ რა მოუტანა ომმა ისეთ დიდი ქვეყანას ევროპაში, როგორიც უკრაინაა.

🔷 ამ მხრივ საქართველოსთვის უდიდესი საფრთხე არსებობს, მით უმეტეს, თუ გავიხსენებთ, რომ საოკუპაციო ჯარი თბილისიდან 40 კილომეტრშია განთავსებული“. – აღნიშნა ფრიდონ ინჯიამ.

🔷დეპუტატმა თავის გამოსვლაში ასევე ყურადღება გაამახვილა აჭარის, როგორც განსაკუთრებული რეგიონის შესახებ, რომელიც ფრიდონ ინჯიას თქმით, „არის უცხოეთთან ურთიერთობის ერთგვარი კარიბჭე და საქართველოს სახე ქვეყნის სხვა რეგიონებთან ერთად.

🔷„აჭარა ასევე წარმოადგენს ხიდს იმ ქართველებთან, რომლებიც ისტორიული ფაქტებიდან გამომდინარე, იქეთა მხარეს აღმოჩნდნენ“. – დასძინა დეპუტატმა.