იურიდიული კომიტეტის სხდომაზე „უცხოური გავლენის გამჭვირვალეობის“ შესახებ კანონპროექტის განხილვა მეორე მოსმენით მიმდინარეობს

📌 საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის „ევროპელი სოციალისტების“ თავმჯდომარემ ფრიდონ ინჯიამ პარალმენტის იურიდული კომიტეტის სხდომაზე მმართველ პარტიას მიმართა წინადადებით „უცხოური გავლენის გამჭვირვალეობის შესახებ“ კანონპროექის პირველ მუხლში შევიდეს ცვლილება, რომელსაც საქართველოს მომავალი სწორი განვითარებისთვის სასიცოცხლო მნიშვნელობა ექნება.

🔷იურიდიული კომიტეტის სხდომაზე „უცხოური გავლენის გამჭვირვალეობის“ შესახებ კანონპროექტის განხილვა მეორე მოსმენით მიმდინარეობს.

🔷კერძოდ, პოლიტიკური ჯგუფის თავმჯდომარე მიიჩნევს, რომ კანონპროექტის პირველი მუხლი უნდა დაიწყოს შემდეგი წინადადებით: – „სახელმწიფო დამოუკიდებლობისა და სუვერენიტეტის მიზნით ეს კანონი უზრუნველყოფს, აწესრიგებს უცხოური გავლენის გამჭვირვალეობას და შემდეგ როგორც ტექსტშია მოცემული“.

📝საპარლამენტო უმრავლესობის მიერ წარმოდგენილი კანონპროექტის პირველი მუხლი ითვალისწინებს შემდეგს: მუხლი 1. კანონის მიზანი და მოქმედების სფერო 1. ეს კანონი უცხოური გავლენის გამჭვირვალობის უზრუნველყოფის მიზნით აწესრიგებს სუბიექტის უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელ ორგანიზაციად რეგისტრაციასა და უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელი ორგანიზაციის საქმიანობის გამჭვირვალობასთან დაკავშირებულ სხვა საკითხებს.

🔷„ამერიკის შეერთებულ შტატებში, ეგრეთ წოდებული „ფარას კანონი“ მიღებული იქნა რუზველტის პრეზიდენტობის დროს (1938 წელს) და ამერიკას იმ დროიდან დღემდე უკვე ჰყავს მე-15 პრეზიდენტი, სადაც ეს კანონი ისევ მოქმედებს.

🔷აქედან გამომდინარე, ფაქტია, რომ კანონმა გაიარა სხვადასხვა საფეხური და სხვადასხვა მთავრობები, როგორც რესპუბლიკელების, ისე დემოკრატების პერიოდი.

🔷ჩვენ საქართველოში თუ ვიღებთ კანონს უცხოური გავლენის გამჭვირვალეობის შესახებ, იგი უნდა იყოს გათვლილი მომავალი მთავრობებისთვის.
თუ უცხოური დაფინანსებით საქართველოში სახელმწიფოს წინააღმდეგ მიმართული ქმედებები მზადდება, მაშინ კეთილი ინებეთ და მე მოგიწოდებთ დააყენოთ კენჭისყრაზე, რომ კანონის პირველი მუხლი დაიწყოს შემდეგი წინადადებით „სახელმწიფო დამოუკიდებლობისა და სუვერენიტეტის მიზნით ეს კანონი უზრუნველყოფს, აწესრიგებს უცხოური გავლენის გამჭვირვალეობას და შემდეგ როგორც ტექსტშია მოცემული.

🔷მე მიმაჩნია, რომ ასეთ შემთხვევაში, ეს იქნება სრულყოფილი კანონი, რომელიც მომავალ თაობებისთვის იქნება მისაღები, რასაც სასიცოცხლო მნიშვნელობა ექნება“, – მიაჩნია ფრიდონ ინჯიას.

发表回复

您的电子邮件地址不会被公开。

您可以使用这些<abbr title="超文本标记语言">HTML</abbr>标记和属性: <a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <s> <strike> <strong>

*