მიგვაჩნია, რომ უნდა აიკრძალოს შეკრებების ან მანიფესტაციის ჩატარება, საბავშვო ბაღების, სკოლების, საგანმანათლებლო და კულტურული დაწესებულებების, პარკების, სკვერების, საზოგადოების თავშეყრის ყველა ადგილის მიმდებარე ტერიტორიებზე – ფრიდონ ინჯია

📍 საქართველოს კონსტიტუციის 21-ე მუხლში ასახული შეკრების თავისუფლება არ წარმოადგენს იმპერატიულად შეუზღუდავ უფლებას.

📍 მიგვაჩნია, რომ უნდა აიკრძალოს შეკრებების ან მანიფესტაციების ჩატარება, საბავშვო ბაღების, სკოლების, საგანმანათლებლო და კულტურული დაწესებულებების, პარკების, სკვერების, საზოგადოების თავშეყრის ყველა ადგილის მიმდებარე ტერიტორიებზე – ფრიდონ ინჯია

🔷 ამის შესახებ საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის „ევროპელი სოციალისტების“ თავმჯდომარემ ფრიდონ ინჯიამ „პოლიტიკური დებატების“ ფორმატში პარლამენტის პლენარულ სხდომაზე ლგბტ პროპაგანდის აკრძალვის თემაზე საუბრისას განაცხადა.

🔷 „მინდა შეგახსენოთ, რომ ჩვენი პირადად მე და საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფი „ევროპელი სოციალისტები“ ჯერ კიდევ გასული წლის 3 მაისს ამ დარბაზში გამოვედით ინიციატივით ლგბტ პროპაგანდის შეზღუდვას შესახებ.

🔷 გავიდა 10 თვე და ეს საკითხი დადგა დღის წესრიგში. აქედან გამომდინარე, მივესალმებით და მხარს ვუჭერთ „ქართული ოცნების“ საკანონმდებლო ინიციატივას ლგბტ პროპაგანდის აკრძალვის შესახებ.

🔷 ხაზგასმით უნდა აღინიშნოს, რომ როგორც მე ასევე, საქართველოს მოსახლეობის 98 %-ი, იცავს ჩვენი წინაპრების მიერ დღემდე მოტანილ ადათ-წესებს და საუკუნოვან კულტურას. ლგბტ პროპაგანდა ანგრევს ქართულ სახელმწიფოს, ქართულ ოჯახს. იგი პირდაპირ ზემოქმედებას ახდენს ქვეყნის დემოგრაფიულ მდგომარეობაზე. იგი მიუღებელია ქართველი კაცის მენტალიტეტისთვის.

🔷 განსხვავებული ორიენტაციის ადამინები ყოველთვის იყვნენ მსოფლიოში, მათ შორის, საქართველოში და სხვათა შორის, ძალიან ცნობილი ადამიანები, რომელსაც ქართული საზოგადოება პატივს სცემს დღემდე. მათ ორიენტაციას არასდროს არავინ არ შეხებია, ეს ყველას პირადი საქმეა, მაგრამ ამის პროპაგანდა და აგიტაცია მიუღებელია. მით უმეტეს, საჯარო გამოხატულების ფორმით.

🔷 მიგვაჩნია, რომ ჩვენი საკანონმდებლო ინიციატივით, უნდა შევიდეს ცვლილება „დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ საქართველოს კანონში“, სადაც აიკრძალება ლგბტ პროპაგანდა.

🔷 საქართველოს კონსტიტუციის 21-ე მუხლში ასახული შეკრების თავისუფლება არ წარმოადგენს იმპერატიულად შეუზღუდავ უფლებას, შესაბამისად, ისეთი შეკრებები, რომელთა მიზანია სხვათა დაშინება, მუქარის შემცველი ღონისძიებების ან ნებისმიერი ისეთი ქმედების განხორციელება, რომელიც მიზნად ისახავს საზოგადოების მეორე ნაწილში აგრესიის გაჩენას და მოსახლეობის, და განსაკუთრებით არასრულწლოვნების დემორალიზაციას, შესაძლოა დაექვემდებაროს სახელმწიფოს მხრიდან აუცილებელ და პროპორციულ შეზღუდვებს ან აკრძალვებს, რაც არ უნდა ჩაითვალოს ადამიანის ფუნდამენტური უფლების დარღვევად.

🔷 მიგვაჩნია, რომ უნდა აიკრძალოს შეკრებების ან მანიფესტაციის ჩატარება, საბავშვო ბაღების, სკოლების, საგანმანათლებლო და კულტურული დაწესებულებების, პარკების, სკვერების, საზოგადოების თავშეყრის ყველა ადგილის მიმდებარე ტერიტორიებზე“, – განაცხადა ფრიდონ ინჯიამ.

发表回复

您的电子邮件地址不会被公开。

您可以使用这些<abbr title="超文本标记语言">HTML</abbr>标记和属性: <a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <s> <strike> <strong>

*