我相信,今天在格鲁吉亚生效的选举法对于许多民主国家来说是一个典范——弗里登·恩格。

📍 მიმაჩნია, რომ საარჩევნო კოდექსი, რომელიც დღეს საქართველოში მოქმედებს, ბევრი დემოკრატიული ქვეყნისთვისაც სამაგალითოა – ფრიდონ ინჯია

🔶 საქართველოში ბოლო 30 წლის განმავლობაში საარჩევნო კანონმდებლობა იმდენად დაიხვეწა, რომ დღეს მოქმედი საარჩევნო კოდექსი ბევრი დემოკრატიული სახელმწიფოსთვისაც კი სამაგალითო შეიძლება იყოს.

🔶 ამის შესახებ პარლამენტის რიგგარეშე სესიის პლენარულ სხდომაზე პოლიტიკური ჯგუფის „ევროპელი სოციალისტების“ თავმჯდომარემ ფრიდონ ინჯიამ განაცხადა.

🔶 დეპუტატებმა საარჩევნო კანონმდებლობასა და რეგლამენტში შეტანილ ცვლილებებზე პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის მიერ დადებული ვეტოს დაძლევის საჭიროება განიხილეს და პრეზიდენტის მიერ წარმოდგენილ მოტივირებულ შენიშვნებზე იმსჯელეს.

🔶 „მე მახსოვს ის საარჩევნო კოდექსი, რომელიც 90-იან წლებში საქართველოში იყო, როდესაც კომუნისტურმა პარტიამ წააგო არჩევნები და ქვეყნის სათავეში ეროვნული ხელისუფლება მოვიდა. ბევრი რამ დაიხვეწა, ბევრჯერ შეიცვალა კოდექსი ამ ბოლო 30 წლის განმავლობაში, და მოვედით დღევანდელ კოდექსამდე. ამ წლების განმავლობაში კოდექსში ისეთი რამ იყო ჩადებული და, ამავე დროს, ისეთი ნიუანსები არ იყო გათვალისწინებული, რაც სხვადასხვა პოლიტიკურ პარტიას აძლევდა საშუალებას გამოეგონებინა არჩევნების გაყალბების სხვადასხვა მექანიზმი. მე თავად ვარ ამის მომსწრე, როდესაც 1999 წელს მოვიგე არჩევნები მაჟორიტარულ ოლქში, მაგრამ დარეკეს და გადაწყვიტეს, რომ მეორე ტური გაიმართებოდა. მეორე ტურზე ოლქში ბიულეტენები არ მიიტანეს, არჩევნები ჩაიშალა და ერთი წლით გადადეს, თუმცა ერთი წლის შემდეგ დაუსწრებლად მაინც მოვიგე… ყველას გვახსოვს ჩანთებით და იარაღით როგორ დაჰქონდათ ბიულეტენები. აი, ასეთი იყო საარჩევნო სისტემა საქართველოში.

🔶 დღევანდელი საარჩევნო კოდექსი კი იმდენად დახვეწილია, რომ პრაქტიკულად, ქართველების მიერ გამოგონილი გაყალბების არც ერთი მექანიზმი არ მუშაობს. არჩევნების დღეს ყველაფერი არის გამართულად. ერთადერთი, რაც დარჩა ზოგ პარტიას არის ის, რომ არჩევნებამდე პერიოდში სხვადასხვა გზით ჯერ კიდევ ახერხებს ბულინგს ან მოსყიდვას. მე ვამბობ იმას, როგორც არის…“, – განაცხადა ფრიდონ ინჯიამ.

🔶 მისი თქმით, ვერავინ წარმოიდგენდა, რომ საარჩევნო უბნების გადათვლა იქნებოდა შესაძლებელი საქართველოში, მაგრამ ეს მოხერხდა, აშშ-სგან განსხვავებით.

🔶 „დაახლოებით, 5 წლის წინ ვინმე წარმოიდგენდა, რომ საარჩვენო უბნების გადათვლა იყო შესაძლებელი. ისე გავიარეთ 25-28 წელი, რომ პრაქტიკულად ასეთი რამ არ მომხდარა. აქ კი არა ამერიკის შეერთებულ შტატებშიც არ მოხდა, ბოლო საპრეზიდენტო არჩევნებს ვგულისხმობ, მიუხედავად იმისა, რომ დონალდ ტრამპის მომხრეებმა საჩივარი შეიტანეს, თუმცა გადათვლა არ მოხდა. საქართველოში კანონი იმდენად დახვეწილია, რომ ეს პროცედურა არის შესაძლებელი. ამიტომ მე მაქვს წინადადება ცესკო-ს ან მმართველი პარტიის მიმართ – კარგი იქნება, თუ გამოიცემა ბროშურის სახით საარჩევნო კოდექსები წლების მიხედვით, სადაც თავმოყრილი იქნება ამ დროის განმავლობაში შეტანილი ყველა ცვლილება. ის კოდექსი, რომელიც ახლა არის სამაგალითოა, მე ასე მიმაჩნია. ასეთი კოდექსი ძალიან ცოტა ქვეყანაში შეიძლება იყოს“, – განაცხადა „ევროპელი სოციალისტების“ თავმჯდომარემ.

🔶 „არც ერთ ქვეყანაში არ არის ასეთი დიფერენციაცია თანამდებობების, როგორსაც ჩვენ გვთავაზობენ, გარკვეული თანამდებობა იყოს ხმათა უმრავლესობით არჩეული, ხოლო გარკვეული – ორი მესამედით ან სამი მეხუთედით. მთავრობის პირველ პირს ვირჩევთ 76 ხმით, და ამაზე წინააღმდეგობა არ არის… როგორ შეიძლება ცესკო-ს თავმჯდომარის 6 თვით არჩევა. მე დავსვი კითხვა – არის თუ არა ლეგიტიმური და კანონიერი ცესკოს 6 თვით არჩეული თავმჯდომარის მიერ ხელმოწერილი ყველა დადგენილება. აღმოჩნდა, რომ ყველა ლეგიტიმურია. თუ ასეა, მაშინ რა დააშავა 9 თვით, ან ერთი წლით, ან ორი და ხუთი წლით არჩევამ, და რატომ არ შეიძლება იყოს იმ 76 ხმით? რადგან ამ დიფერენციაციით მივდივართ, და ცალკეული თანამდებობები 2/3 -ით, ხოლო ცალკეული უმრავლესობით ირჩევა, დღევანდელი დღე კარგი მაგალითი უნდა იყოს იმისა, რომ ასეთმა მიდგომამ დაპირისპირების და პოლარიზაციის უფრო გაძლიერება გამოიწვია. ასე რომ არ ყოფილიყო, არ იქნებოდა ეს დებატები და დროის დაკარგვა“, – აღნიშნა დეპუტატმა ინჯიამ.

🔶 მისი თქმით, პრეზიდენტის არგუმენტაციაში მოყვანილია ფრაზები „შარლ მიშელის მემორანდუმის სულისკვეთებით“, „ჩვენი ევროპული მომავალი“ და არაფერია ნათქვამი ისეთ მიდგომაზე, რაც დაგვაახლოებს და ქვეყნის გაერთიანების ბერკეტს მოგვცემს.

🔶 „ახლა რა არის ევროპული მომავალი, თვითონ ევროპამ არ იცის, როგორი იქნება მომავალი. მაგრამ ის, რაც მე ვიცი და მინდა რომ იყოს, ეს ქვეყნის გაერთიანებაა. ასეთი მიდგომა პრეზიდენტს არ დაუფიქსირებია. კოლეგები საუბრობენ პარტნიორებზე… მე მახსენდება ცეკა-ს პერიოდი. ცეკა თუ მიიღებდა გადაწყვეტილებას, ის ყველა რაიონული ორგანიზაციისთვის იყო აუცილებლად შესასრულებელი. საით მივდივართ? ე.ი. ჩვენი პარტნიორები გვიწესებენ წესს, მაგრამ თუ პარტნიორები ვართ, მაშინ ეს როგორაა? ჩვენ რამე წესი დავუწესეთ ჩვენს პარტნიორებს? რაღაც, არ მახსენდება. დროა, საქმეს მივხედოთ. თუ უმრავლესობაში არიან, ან თუ იქნება ოდესღაც კოალიციური უმრავლესობა, ის წყვეტს, ეს არის დემოკრატიის საფუძველი.

🔶 პარლამენტის მიერ არჩეულ თანამდებობაზე სრული პასუხისმგებლობა ეკისრება „ოცნებას“, მნიშვნელობა არ აქვს ის არჩეული იქნება 2/3 -ით თუ 3/5 -ით . ამიტომ, კეთილი ინებოს „ოცნებამ“ და აგოს პასუხი“, – განაცხადა ფრიდონ ინჯიამ.

🔶 მისი თქმით, სწორი მიდგომა რომ ყოფილიყო მმართველი პარტიის მხრიდან, არ იქნებოდა ის პრობლემები, რაც შეიქმნა სახალხო დამცველის, ეროვნული ბანკის საბჭოს წევრების, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრებისა და სხვა საკითხებთან მიმართებაში.

🔶 „დავზოგავდით დროს, გონებას, ნერვებს და ენერგიას მივმართავდით იმ საკითხებზე, რაც ქვეყნის გაერთიანებისთვის არის საჭირო, ან თუნდაც იმისთვის, რომ ბავშვებს 200 ლარის ნაცვლად 400 ლარი გამოეყოს. აი, ჩვენ ვიცით, რომ უცხოეთში სამუშაოდ მიდიან ჩვენი ქალბატონები, ოჯახების დედები, ისინი სადღაც 1200 ევროს იღებენ, ხოლო აქედან დაახლოებით 400-500 ევრო რჩებათ, რასაც ოჯახებში აგზავნიან. ამაზე ვიფიქროთ, რომ როგორმე დავაბრუნოთ ისინი ოჯახებში, შვილებთან და იმ 400-500 ევროს შესაბამისი ხელფასი შევთავაზოთ, ან 3-4 შვილზე დანამატი მივცეთ, იმისთვის, რომ მათ ოჯახში შვილების აღზრდას დაუთმონ დრო. ეს ხომ უფრო მისაღები იქნებოდა ჩვენი ქვეყნისთვის“, – განაცხადა ფრიდონ ინჯიამ.

发表回复

您的电子邮件地址不会被公开。

您可以使用这些<abbr title="超文本标记语言">HTML</abbr>标记和属性: <a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <s> <strike> <strong>

*