弗里顿·因加积极评价格鲁吉亚教育和科学部部长乔治·阿米拉赫瓦里向格鲁吉亚最高立法机构提交的部委工作报告。

📍 საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის „ევროპელი სოციალისტების“ თავმჯდომარემ ფრიდონ ინჯიამ დადებითად შეაფასა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის გიორგი ამილახვარის მიერ ქვეყნის უმაღლეს საკანონმდებლო ორგანოში წარმოდგენილი ანგარიში სამინისტროს მუშაობის შესახებ.

🔷 საქართველოს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განათლებისა და მეცნიერების მინისტრს გიორგი ამილახვარს „მინისტრის საათის“ ფორმატში მოუსმინეს.

🔷 „მინისტრის გამოსვლა მინდა შევაფასო დადებითად. მისი მხრიდან ყველა კითხვაზე პასუხი იყო არგუმენტირებული, რაც მისასალმებელი, ძალიან სასიამოვნო და
სამაგალითოა“, – განაცხადა ფრიდონ ინჯიამ.

🔷 დეპუტატმა თავის გამოსვლაში ყურადღება გაამახვილა განათლების სისტემაში იდეოლოგიის საკითხის მნიშვნელობაზე.

🔷 „საქართველოს განათლების სისტემა 2005 წლიდან მიერთებულია ბოლონიის განათლების სისტემას და აქედან გამომდინარე, ცოტა ძნელია ისაუბრო იდეოლოგიაზე. თქვენ კარგად გახსოვთ ის ფაქტი, რომ როდესაც 2003 წელს შეიცვალა ქვეყნის ხელისუფლება ერთ-ერთი პირველი სამიზნე იყო განათლების სამინისტრო და განათლების სისტემა, რომლის შემდეგაც რამდენიმე წლის განმავლობაში განათლების სისტემა მთლიანად დაინგრა. გადის წლები და დღესაც ვიმკით ამ ნგრევის შედეგებს. ამის აღდგენა გვიწვეს დღეს ჩვენ ყველას ერთად.

🔷 განათლების სისტემის ნგრევის შედეგი ჩვენ ვიგრძენით მაშინ, როდესაც აღარ გვყავდა არც ინჟინერი, არც მშენებელი, არც სამედიცინო პერსონალი და არც მეტად საჭირო სპეციფიკური დარგის წარმომადგენელი. რამდენი ზუსტი მეცნიერების სპეციალისტია დღეს ევროპაში და ამერიკაში, რომლებიც მართლაც რომ სამაგალითოები არიან და ნამდვილად დაამშვენებდნენ ჩვენს ქვეყანას”, – განაცხადა ფრიდონ ინჯიამ.

🔷 პოლიტიკური ჯგუფის თავმჯდომარე პარლამენტის პლენარულ სხდომაზე სკოლებში სამხედრო სწავლების აღდგენის ინიციატივით გამოვიდა.

🔷 „ეს საკითხი არის იდეოლოგიის ნაწილი. კერძოდ, სამხედრო სწავლების დაბრუნება სკოლებში. მიმაჩნია, რომ ამით ჩვენ ორ დიდი საქმეს გავაკეთებთ. პირველი – დავასაქმებთ ჩვენს ღირსეულ სამხედრო ვეტერანებს და ასევე, იმ სახელმძღვანელოებსა თუ სასაწავლო პროგრამაში ჩადებული იქნება სამხედრო მშენებლობის, ღირსეული ისტორიული ბრძოლებისა თუ გამარჯვებების შესახებ ინფორმაცია, რაც იდეოლოგიისთვის ასე სჭირდება ჩვენს ახალგაზრდობას“, – მიაჩნია დეპუტატს.

🔷 ფრიდონ ინჯიას განცხადებით, სკოლებში 12-წლიან სწავლებასთან დაკავშირებით დეპუტატების მხრიდან დასმულ შეკითხვებზე მინისტრის პასუხი მისთვის არადამაჯერებელი იყო.

🔷 „ხომ არ აჯობებდა, რომ 12-კლასიანი სწავლების ნაცვლად მივიღოთ გადაწყვეტილება 11-წლიანი სწავლების შემოღების შესახებ, რითაც გამოთავისუფლდება როგორც ფინანსური, ისე ადამიანური რესურსები, რომელიც მოხმარდება პედაგოგების ანაზღაურებას და მათ სტიმულირებას“, – აღნიშნა დეპუტატმა.

🔷 მისი განცხადებით, ასევე მნიშვნელოვანია დისციპლინისა და წესრიგის ამაღლება სკოლებში, რომელიც განუყოფელი ნაწილი იქნება მომავალი თაობის პიროვნული აღზრდის თვალსაზრისით როგორც ოჯახებში, ასევე საგანმანათლებლო დაწესებულებებში. ამ მხრივ კი, კარგი იქნებოდა თუ გავითვალისწინებთ იმ დადებით გამოცდილებებს, რომელიც უხვად იყო ჩვენს წარსულში.

🔷 პოლიტიკური ჯგუფის თავმჯდომარემ ყურადღება გაამახვილა ქართული გენის მქონე ახალგაზრდების სამშობლოში დაბრუნების აუცილებლობაზე.

🔷 „მიმაჩნია, რომ მნიშვნელოვანია ვიფიქროთ ქართული გენის მქონე ახალგაზრდების სამშობლოში დაბრუნების აუცილებლობაზე და ეს უნდა შეეხოს არა მხოლოდ საზღვარგარეთ ქართული დიასპორის წარმომადგენლებს, არამედ, მათ შორის, ინგილოებს, ფერეიდნელებს, თურქეთში მცხოვრებ ქართველებს. ეს ის ხალხია, რომელიც ჩვენ გვჭირდება და ჩვენს ქვეყანას დაამშვენებს. ვფიქრობ, რომ ეს საკითხი რაც შეიძლება მალე უნდა გადაიჭრას, ვინაიდან დრო გადის, მიდის ასიმილაცია და მრავალი უარყოფითი ფაქტორები ახლავს თან ამ პროცესს. მათი ჩამოსვლით და სხვადასხვა შეღავათიანი პროგრამების შეთავაზებით, ეს იქნება უმაღლეს სასწავლებლებში უფასო სწავლება, თუ სხვა მნიშნელოვანი და განსაკუთრებული წამახალისებელი ღონისძიებები, გახდება საფუძველი მათი სრულფასოვანი ინტეგრაციისა დედა სამშობლოში“, – აღნიშნა ფრიდონ ინჯიამ.

🔷 დეპუტატის განცხადებით, განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს საქმიანობაში საკმაოდ მნიშნელოვანი ადგილი უკავია და მაღალ დონეზე დგას საგარეო ურთიერთობები.

🔷 ფრიდონ ინჯიას მიზანშეწონილად მიაჩნია, რომ ყველა ის საერთაშორისო ხელშეკრულება, რომელსაც სამინსიტრო აფორმებს სხვადასხვა სამეცნიერო და საგანმანათლებლო დარგის წარმომადგენლებთან მემორანდუმების თუ ხელშეკრულებების სახით, უნდა ითვალისწინებდეს საქართველოში ერთობლივი სამეცნიერო ცენტრების გახსნას, რათა ის დიდი სამეცნიერო პოტენციალი, რომელიც საქართველოდან გაედინება, გამოიყენებოდეს საქართველოში ქართველი მეცნიერებისა და უცხოელი პარტნიორების თანამონაწილეობით, გნებავთ ფინანსური დაინტერესების კუთხითაც მათი მხრიდან.

🔷 ფრიდონ ინჯიას განცხადებით, უცხო ქვეყნის საგანმანათლებლო დაწესებულებების მიზანს წარმოადგენს საქართველოდან ნარჩევი და ნიჭიერი ფუნდამენტური თუ ზუსტი მეცნიერების სპეციალისტების წაყვანა, რომლებიც ქვეყნის განვითარების ძირითად სიძლიერეს და საყრდენს წარმოადგენენ.

🔷 „მათ არ მიყავთ ჩვენი ქვეყნიდან ჟურნალისტები და ისტორიკოსები. მათი ინტერესია ჩვენი ქვეყნის მნიშვნელოვანი ინტელექტუალური ქონების გაყვანა. აქედან გამომდინარე, ჩვენი მიზანი უნდა იყოს, რომ საქართველოში ჩამოვიდნენ მაღალი დონის უცხოელი მეცნიერები და ლექტორები, რომლებიც ასწავლიან საქართველოში ახალი მეცნიერული მიღწევების შესახებ. მსოფლიოში ისე უნდა წარვადგინოთ ჩვენი პოტენციალი, რომ საქართველოში გაიხსნას ლაბორატორიები, სამეცნიერო და კვლევითი ცენტრები“, – მიაჩნია დეპუტატს.

🔷 ფრიდონ ინჯიას განცხადებით, მეცნიერებათა აკადემია დღეს წარმოადგენს დამოუკიდებელ იურიდიულ პირს. მეცნიერებათა აკადემია ფინანსდება დაახლოებით 7-10 მილიონის ფარგლებში. ასევე სამინისტროს მეცნიერების განვითარებისთვის გამოყოფილი აქვს 30 მილიონამდე ლარი.

🔷 ფრიდონ ინჯიას მოსაზრებით, ხომ არ იქნებოდა უმჯობესი, რომ მოხდეს ორივე დაფინასების გაერთიანება სამინისტროს ეგიდით და მისი მეთვალყურეობის ქვეშ, რათა სამინიტრო იყოს დამკვეთი იმ სამეცნიერო პრაქტიკული შრომებისა და კვლევებისა, რომელიც მეცნიერებათა აკადემიაში უნდა განხორციელდეს და ადგილი ჰქონდეს პრაქტიკულ შედეგებს, მეცნიერების დარგის სამომავლო განვითარებისთვის.

🔷 დეპუტატმა პლენარულ სხდომაზე ასევე, ყურადღება გაამახვილა სამეცნიერო პოტენციალის მაქსიმალური გამოყენების მიზნით, საქართველოში შეიქმნას შავი ზღვის აუზის ქვეყნების სამეცნიერო ცენტრები და გაერთიანებები.

发表回复

您的电子邮件地址不会被公开。

您可以使用这些<abbr title="超文本标记语言">HTML</abbr>标记和属性: <a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <s> <strike> <strong>

*