ფრიდონ ინჯიამ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე „პოლიტიკური დებატების“ ფორმატში მიმართა საქართველოს ხელისუფლებას მთის კურორტის, ბახმაროს ინფრასტრუქტურული და ტურისტული განვითარების საქმეში მეტად ჩაიხედოს, რათა არ მოხდეს ამ უნიკალური დასასვენებელი კერის გაქრობა არასწორი ურბანული დაგეგმარებით

📍 საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის „ევროპელი სოციალისტების“ თავმჯდომარემ ფრიდონ ინჯიამ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე „პოლიტიკური დებატების“ ფორმატში მიმართა საქართველოს ხელისუფლებას მთის კურორტის, ბახმაროს ინფრასტრუქტურული და ტურისტული განვითარების საქმეში მეტად ჩაიხედოს, რათა არ მოხდეს ამ უნიკალური დასასვენებელი კერის გაქრობა არასწორი ურბანული დაგეგმარებით.

🔷 „ბახმარო არის ჩვენი ქვეყნის კულტურული მემკვიდრეობის დასვენების კერა, სადაც საქართველოს მოსახლეობა ყველა კუთხიდან ორი, სამი თვის განმავლობაში ისვენებს. დადიან სტუმრად ერთმანეთთან. პატარა ბავშვები ეცნობიან ერთმანეთს. თამაშობენ იმ თამაშებით, რომელიც დამკვიდდრდა ბახმაროში.

🔷 ყველა ელოდება 19 აგვისტოს მარულას. იქ იქმნება თავისი მიკრო გარემო, რომელიც უნიკალურია და მოსაფრთხილებელია როგორც ჩვენი იდენტობის ნაწილი.
ვთხოვ ხელისუფლებას, რომ ჩაიხედოს ამ საქმეში და არ მოხდეს ისე, როგორც ზოგ შემთხვევაში, მოგების მისაღებად ყველაფერი ხდება მეორეხარისხოვანი“. – მიაჩნია ფრიდონ ინჯიას.

发表回复

您的电子邮件地址不会被公开。

您可以使用这些<abbr title="超文本标记语言">HTML</abbr>标记和属性: <a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <s> <strike> <strong>

*