弗里登·因贾认为,格鲁吉亚政府提交的法律草案作为修改《格鲁吉亚公民组织法》的立法倡议,没有考虑到原则问题的变化,这就是所谓的引入简化规则授予格鲁吉亚公民身份。

📍 საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის „ევროპელი სოციალისტების“ თავმჯდომარე ფრიდონ ინჯია მიიჩნევს, რომ საქართველოს მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი კანონპროექტი „საქართველოს მოქალაქეობის შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ არ ითვალსიწინებს ცვლილებებს პრინციპულ საკითხებთან მიმართებაში, რასაც საქართველოს მოქალაქეობის მინიჭების გამარტივებული წესის შემოღება ჰქვია.

🔴 „საქართველოს მოქალაქეობის შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ დღეს იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე იმსჯელეს.

🔷 „მე მიმაჩნია, რომ წარმოდგენილი ცვლილებები შეეხება პროცედურულ საკითხებს და არ ითვალისწინებს ცვლილებას პრინციპულ საკითხთან დაკავშირებით, რასაც საქართველოს მოქალაქეობის მინიჭების გამარტივებული წესის შემოღება ჰქვია. ის გარემოება, რომ კანონის პროექტი მოიწონეს საერთაშორისო ორგანიზაციებმა, ეს არის საკითხისადმი შაბლონური მიდგომა და ამაზე იმიტომ ვამახვილებ ყურადღებას, რომ საქართველო განსხვავდება სხვა ქვეყნებისგან.

例如以色列、希腊、德国等。

🔷 რა მაქვს მხედველობაში? ამ ქვეყნებში მოქალაქეობას ანიჭებენ პიროვნებას, რომელსაც აქვს ზემოთ მოყვანილი რომელიმე ქვეყნის ეროვნების დამადასტურებელი საბუთი, წარმომავლობა. ეს იქნება დედის თუ მამის მხრიდან ან სხვა ნათესაური კავშირის მიხედვით და არ აქვს მნიშვნელობა პიროვნებამ იცის თუ არა მშობლიური ენა. ეს არის ეროვნული სულისკვეთება და ეროვნული ინტერესების გამომხატველი კანონი, რომელიც მოქმედებს ამ ქვეყნებში. ჩვენ კი, ჩვენი კანონმდებლობით ძალიან შორს ვართ ასეთი პრინციპებისგან“, – განაცხადა კომიტეტის სხდომაზე ფრიდონ ინჯიამ.

🔷 პოლიტიკური ჯგუფის თავმჯდომარის განცხადებით, ძალიან მნიშვნელოვანია ამ საკითხზე მსჯელობისას განსაკურებული ყურადღება დაეთმოს იმ ადამიანებს, რომლებიც იძულებულნი იყვნენ დაეტოვებინათ სამშობლო.

🔷 „ჩვენი თანამემამულეები, რომლებსაც ბედის უკუღმართობის გამო მოუწიათ საქართველოს, კერძოდ, კი აფხაზეთისა და სამაჩაბლოს დატოვება, დღეს სურვილი აქვთ მიიღონ საქართველოს მოქალაქეობა და დაბრუნდნენ სამშობლოში. აფხაზეთი და სამაჩაბლო საქართველოა, რაც კონსტიტუციით არის გამყარებული. ხელისუფლება კი, ჩვენს თანამემამულეებს მოქალაქეობის მინიჭებაზე უარს ეუბნება. ვინ აგებს ამაზე პასუხს? ეს არ არის ანტიეროვნული? გამოდის, რომ ჩვენ ერთს ვლაპარაკობთ და მეორეს მხრივ პრაქტიკულად, თავიდან ვიშორებთ იმ ხალხს, რომლებიც იყვნენ საქართველოს მოქალაქეები და ეხლა აღარ ვაძლევთ მათ მოქალაქეობას. ეს ტერიტორიები რომ დაგვეცვა და შეგვენარჩუნებინა, ხომ იქნებოდნენ ისინი ისევ ჩვენი ქვეყნის მოქალაქეები…?!“ – აღნიშნა ფრიდონ ინჯიამ.

🔷 დეპუტატმა უარყოფითად შეაფასა მოქალაქეობის მინიჭების სახელმწიფო კომისიის მუშაობა და კომიტეტის წევრებს ჩვენი თანამემამულის ლერი იაშვილის მაგალითი გააცნო, რომელსაც აღნიშნულმა კომისიამ გაუგებარი მიზეზის გამო საქართველოს მოქალაქეობის მინიჭებაზე უარი უთხრა.

🔷 „ლერი იაშვილი გახლავთ ქუთაისში დაბადებული და გაზრდილი, რომელმაც სკოლა ოქროს მედალზე დაამთავრა. იგი 70 წლისაა და მას სურვილი აქვს ჩამოვიდეს საქართვლოში საცხოვრებლად. ლერი იაშვილი წერს ლექსებს და ამავდროულად გახლავთ საქართველოს მწერალთა კავშირის წევრი, რომელმაც სახელმწიფო კომისიის გადაწყვეტილებით, ქართულ ენასა და ლიტერატურაში გამოცდა ვერ ჩააბარა და ამ მოტივით მას საქართველოს მოქალაქეობის მინიჭებაზე ეთქვა უარი. გამაგებინეთ, რა მიზანს ემსახურება ამ კომისიის საქმიანობა?!“ – აღნიშნა ფრიდონ ინჯიამ.

发表回复

您的电子邮件地址不会被公开。

您可以使用这些<abbr title="超文本标记语言">HTML</abbr>标记和属性: <a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <s> <strike> <strong>

*