🔹 საქართველომ რუსეთიდან შემოსული მოქალაქეები უნდა მიიღოს…… – ფრიდონ ინჯია
🔹 „ჩვენ, ალბათ, არ გავქვს უფლება ხალხი ეროვნების მიხედვით განვასხვაოთ. შენ ებრაელი ხარ, შენ რუსი, ვიღაც უკრაინელია და ამ დროს რუსული გვარი აქვს, მაგრამ უკრაინელად თვლის თავს… ვიღაც მივიღოთ, ვიღაც არა? თუ ის ლტოლვილია და გამორბის, ე.ი. მას უჭირს, ე.ი. ის ამ საქმეში არ მონაწილეობს, რა თქმა უნდა, უნდა მივიღოთ“, – განაცხადა საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის „ევროპელი სოციალისტების“ თავმჯდომარემ ფრიდონ ინჯიამ ტელეკომპანია „ჯორჯიან თაიმსის“ პირდაპირ ეთერში.
🔹 მისი თქმით, ის პირადად იღებს უკვე მეორე ოჯახს უკრაინიდან და ეხმარება მათ.
🔹 დეპუტატმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ 1993 წელს ასობით ათასი ქართველი ლტოლვილი წავიდა საზღვარგარეთ და არ ყოფილა შემთხვევა, რომ ან უკრაინას, ან რუსეთს, ან ბელორუსს არ მიეღო ისინი.
🔹 „რაც რუსეთმა 2006 წელს გააკეთა, ეს იყო რუსეთის დიდი შეცდომა – არაჰუმანური ქმედება… ქართველი კაცი ახლა იმავეს ხომ არ გააკეთებს?“, – აღნიშნა ფრიდონ ინჯიამ რუსეთიდან ქართველების დეპორტაციასთან დაკავშირებით.
🔹 ამასთანავე ფრიდონ ინჯია აცხადებს, რომ საქართველომ მაქსიმალურად უნდა შეუწყოს ხელი და შექმნას ისეთი პირობები, რომ ქართველები დაბრუნდნენ სამშობლოში და მათ მოქალაქეობის მიღება არ გაუჭირდეთ.
🔹 შეუძლებელია იყო ომის მხარეს … ომს დღეს აწარმოებს პუტინი – ფრიდონ ინჯია. 🔹 „ომის მხარეს როგორ უნდა იყო? ეს შეუძლებელია. ხოლო ომს დღეს აწარმოებს პუტინი…ძალიან ტრაგიკულია ეს ყველაფერი“. 🔹 ამის შესახებ საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის „ევროპელი სოციალისტების“ თავმჯდომარემ ფრიდონ ინჯიამ ტელეკომპანია „ჯორჯიან თაიმსის“ პირდაპირ ეთერში განაცხადა. 🔹 მისი თქმით, რუსეთი და პუტინი დღეს არ არის სხვადასხვა ცნება. 🔹 „ეს ერთია მთლიანობაში. ახლა ხალხი იქ არაფერს წყვეტს. ყველა გადაწყვეტილება სათავეში მიიღება“, – აღნიშნა დეპუტატმა. 🔹 როგორც ფრიდონ ინჯია მიიჩნევს, უკრაინაში მიმდინარე ომის შედეგად ერთი რამ გამოიკვეთა, კერძოდ ის, რომ მესამე ძალას, როგორიც არის ევროპის ცალკეული ქვეყნები და აშშ, აწყობთ, რომ იყოს ომი და აფინანსებენ როგორც ერთ, ისე მეორე მხარესაც. 🔹 „პროგნოზს ვერ გეტყვით… მოლაპარაკებებისას იმდენად ბევრი საკითხია, რომ შეთანხმება რთულია, და ამიტომ ნაბიჯ-ნაბიჯ მიდიან. სამწუხაროა, რომ მოლაპარაკების მიუხედავად დაპირისპირება გრძელდება“, – განაცხადა ფრიდონ ინჯიამ.