საქართველოს პარლამენტის პოლიტიკური ჯგუფის „ევროპელი სოციალისტების“ თავმჯდომარე, დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის წევრი ფრიდონ ინჯია კომიტეტის თავმჯდომარესთან ბექა ოდიშარიასთან და კომიტეტის წევრებთან ერთად სამუშაო ვიზიტით იმყოფება ირლანდიის დედაქალაქ დუბლინში.
ვიზიტი ფარგლებში გაიმართა სხვადასხვა მაღალი დონის შეხვედრები ირლანდიის სახელმწიფო მინისტრთან დიასპორის საკითხებში შონ ფლემინგთან, ორგანიზაციის ,,Diaspora Matters’’ ხელმძღვანელთან კინგსლი ატკინსთან.
შეხვედრა ასევე, გაიმართა ქართული დიასპორის წარმომადგენლებთან.
ვიზიტის ფარგლებში შეხვედრები გაიმართება საქართველო-ირლანდიის საპარლამენტთაშორისო მეგობართა ჯგუფის წევრებთან, ირლანდიის პარლამენტის თავმჯდომარესთან შონ ო’ფარელთან.