აუცილებელი სახელმწიფო ამ გარდამტეხ მომენტში ყველაფერი გააკეთოს ქვეყნის სუვერენიტეტისა და დამოუკიდებლობის დასაცავად – ფრიდონ ინჯია

📍 აუცილებელი და მნიშვნელოვანია სახელმწიფო იდგეს თავის სიმაღლეზე და ამ გარდამტეხ მომენტში ყველაფერი გააკეთოს ქვეყნის სუვერენიტეტისა და დამოუკიდებლობის დასაცავად – ფრიდონ ინჯია

✅საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის „ევროპელი სოციალისტების“ თავმჯდომარის ფრიდონ ინჯიას გამოსვლა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე, სადაც დეპუტატმა „პოლიტიკური დებატების“ ფორმატში ქვეყანაში მიმდინარე ყველაზე აქტუალური პოლიტიკური მოვლენები მიმოიხილა.

✅პოლიტიკური ჯგუფის თავმჯდომარემ თავის გამოსვლაში ყურადღება გაამახვილა სახელმწიფოებს შორის მეგობრობის საკითხზე, რაც მისი აზრით, პირობითია, რადგან როგორც წესი, ამ მეგობრობის უკან დგას ამა თუ იმ ქვეყნის ინტერესები.

✅„ჩვენ ყველამ ვიცით, რომ ზოგჯერ პოლიტიკა და სიმართლე განსხვავდება ერთმანეთისგან. ყველაფერს თავისი წესები აქვს. ამ შემთხვევაში მე მინდა მაქსიმალურად სიმართლე ვთქვა. რაზე მინდა გავამახვილო თქვენი ყურადღება. პირველი, ქვეყნებს შორის მეგობრობაზე. მეგობრობა სახელმწიფოებს შორის ეს არის პირობითი და ისიც გარკვეულ ეტაპზე.

✅განსაკუთრებით რთულია დიდი სახელმწიფოსა და პატარა სახელმწიფოს ურთიერთმეგობრობა. ყველას აქვს თავისი ინტერესები. მეგობრობა სახელმწიფოებს შორის პრაქტიკულად, არ არსებობს.

✅ამ სახელმწიფოებიდან მე მაინც გამოვყოფ საქართველოს, რომელმაც თავისი წარსული ისტორიით, აწმყოთი დაამტკიცა, რომ მართლაც იცის მეგობრობა და ბევრ შემთხვევაში ეს მეგობრობა თავის საზიანოდაც კი გამოსდის, მაგრამ მადლობა ღმერთს ასეთ ქვეყანაში ვცხოვრობთ და ასეთი ქვეყანა გვარგუნა ღმერთმა“, – აღნიშნა დეპუტატმა.

✅ ფრიდონ ინჯიას შეფასებით, „უცხოური გავლენის გამჭვირვალეობის შესახებ“ კანონპროექტში არის პატარა მარცვალი საიმისოდ, რომ ქვეყანამ თავიდან აიცილოს გარე ჩარევა, განამტკიცოს თავისი სუვერენიტეტი, მაგრამ ეს საკმაოდ რთული საკითხია.

✅პოლიტიკური ჯგუფის თავმჯდომარეს მიაჩნია, რომ არასამთავრობო ორგანიზაციების საქმიანობა უნდა იყოს გამჭვირვალე.

✅ „გუშინ იურიდიული კომიტეტის სხდომაზე იყოს საუბარი, რომ თუკი ჩვენ მივიღებთ კანონპროექტს „უცხოური გავლენის გამჭვირვალეობის შესახებ“, ჩვენ დავკარგავთ რამდენიმე მილიონს ეს იქნება წყლის მომარაგებიდან თუ სხვა პროექტებიდან.

✅საქმე იმაში გახლავთ, რომ რის ფასად ხდება ეს? ის ქვეყანა, რომელიც აფინანსებს რომელიმე რეგიონის წყლით მომარაგებას, ერთდროულად ის ისეთ დაფინანსებას ახორციელებს, რომელიც შეიძლება მიუღებელი იყოს ჩვენთვის“, – განაცხადა ფრიდონ ინჯიამ.

✅დეპუტატის განცხადებით, ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის მხრიდან ხდება უხეში ჩარევა ქვეყნის შიდა პოლიტიკურ პროცესებში და უდიდესი ზეწოლაა საქართველოს სასამართლო სისტემაზე.

✅„მსოფლიოში 200 ქვეყანაა და ამ პატარა ქვეყნის მიმართ, როგორიც საქართველოა, სადაც 3 ნახევარი მილიონი მოსახლეა, ისეთი „მონსტრი“ ქვეყანა როგორიც ამერიკის შეერთებული შტატებია, 20 დღის განმავლობაში რამდენიმეჯერ აკეთებს მწვავე განცხადებას საქართველოსთან მიმართებაში და ჭკუას გვარიგებს.

✅არა მგონია მათ ქართველი ხალხის პრობლემები ადარდებდეთ. მათ თავიანთი ინტერსები აქვთ.

✅თუ შენ მეგობარი ხარ, და მეგობრად თვლი შენს თავს, მაშინ რას ნიშნავს მრავალჯერადად დააფინანსო სახელმწიფო ხელისუფლების წინააღმდეგ მოქმედი სხვადასხვა დაჯგუფებები. ასწავლო იარაღის გამოყენება და სახელმწიფო გადატრიალების ორგანიზება.

✅ყოველგვარი მტკიცებულებების გარეშე ხდება მოსამართლეების დასანქცირება, რომლებიც საქართველოს სახელით მოქმედებენ და ამ დროს, თავად ამერიკის შეერთებული შტატების მოსამართლეებს გამოაქვთ განაჩენი, სადაც მაგალითისთვის, ამერიკის ყოფილ პრეზიდენტს დონალდ ტრამპს 460 წლიან სასჯელს უყენებენ, რაც სრულ აბსურდად მიმაჩნია.

✅არსებობს ბევრი მაგალითი, თუ როგორ ცდილობდნენ საქართველოს ჩართვას ომში საკუთარი ინტერსებიდან გამომდინარე.

✅ გნებავთ ამერიკის შეერთებული შტატების წინა ელჩი საქართევლოში, რომელიც შეხვდა ბიძინა ივანიშვილს მოთხოვნით, რომ ომში ჩართულიყო საქართველო.

✅მე არ ვისაუბრებ 2008 წლის მოვლენებზე, რადგან ეს საკითხი ბოლომდე არ არის დადგენილი და გამოძიებული, მაგრამ მე კარგად მახსოვს სენატორ ჯონ მაკკეინის წაქეზებები და ის შედეგები, თუ რა მოგვიტანა ამ წაქეზებებმა, რის ფასად და როგორ დაისაჯა საქართველო“, – განაცხადა ფრიდონ ინჯიამ.

✅პოლიტიკური ჯგუფის თავმჯდომარეს მიაჩნია, რომ აუცილებელი და მნიშვნელოვანია სახელმწიფო იდგეს თავის სიმაღლეზე და ამ გარდამტეხ მომენტში ყველაფერი გააკეთოს ქვეყნის სუვერენიტეტისა და დამოუკიდებლობის დასაცავად.

发表回复

您的电子邮件地址不会被公开。

您可以使用这些<abbr title="超文本标记语言">HTML</abbr>标记和属性: <a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <s> <strike> <strong>

*