“ევროპელი სოციალისტების” განცხადება

🔷პოლიტიკური პარტია „ევროპელი სოციალისტების“ თავმჯდომარე ფრიდონ ინჯია და პარტიის პოლიტიკური გუნდი კატეგორიულად გმობს ტელეკომპანია „იმედის“ გადამღებ ჯგუფზე თავდასხმას, რომელმაც პერმანენტული და ძალადობრივი სახე მიიღო.

🔷„ჩვენთვის კატეგორიულად მიუღებელია პარლამენტის წინ მიმდინარე აქციის მონაწილე რადიკალური ჯგუფების ქმედებები, რომლებიც გარდა იმისა, რომ ხელს უშლიან მათ პროფესიული მოვალეობის შესრულებაში, ფიზიკურად ესხმიან თავს “იმედის” ჟურნალისტებს.

🔷მედიის მიმართ ბულინგი შორს არის ევროპული ფასეულობებისა და ღირებულებებისაგან, რაზეც ასე აპელირებენ მარგინალური ჯგუფები.

🔷აღნიშნული ქმედება წარმოადგენს სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობის საფუძველს. შესაბამისად, დანაშაულის შესახებ არსებული ინფორმაციის საფუძველზე, მოვუწოდებთ შესაბამის სამსახურებს, ჩაატარონ მოკვლევა, გამოავლინონ ამ ქმედების ჩამდენი პირები, გაატარონ კანონით გათვალისწინებული ღონისძიებები და დაიწყოს სისხლის სამართლებრივი დევნა სრული მოცულობით, რადგან ასეთი ფაქტების მიჩქმალვა იქნება ცუდი პრეცედენტი. აქედან გამომდინარე, მიგვაჩნია, რომ შინაგან საქმეთა სამინისტრო ვალდებულია დაუყონებლივ დაიწყოს გამოძიება აღნიშულ ფაქტზე.

🔷ასევე, მოვუწოდებთ აქციის ორგანიზატორებს მაქსიმალური პასუხისმგებლობით მოეკიდონ ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებს, განსაკუთრებით რადიკალური ჯგუფების ქმედებებთან მიმართებაში გაუთვალისწინებელი საფრთხეების თავიდან ასაცილებლად“. – ნათქვამია განცხადებაში.

发表回复

您的电子邮件地址不会被公开。

您可以使用这些<abbr title="超文本标记语言">HTML</abbr>标记和属性: <a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <s> <strike> <strong>

*