ეროვნული ბანკი ეს არის სახელმწიფოში კონსტიტუციური ინსტიტუტი, რომელიც უდიდეს როლს ასრულებს ქვეყნის ფულად საკრედიტო სისტემის განვითარებაში

📍 ეროვნული ბანკი ეს არის სახელმწიფოში კონსტიტუციური ინსტიტუტი, რომელიც უდიდეს როლს ასრულებს ქვეყნის ფულად საკრედიტო სისტემის განვითარებაში.

🔷 ამის შესახებ საპარლამეტო პოლიტიკური ჯგუფის „ევროპელი სოციალისტების“ თავმჯდომარემ ფრიდონ ინჯიამ პარალმენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა, სადაც ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა ნათია თურნავამ ეროვნული ბანკის საქმიანობის ანგარიში წარადგინა.

🔷 „რა საკვირველია, ცალსახაა და ქვეყნისთვის უდიდესი მნიშვნელობა ენიჭება ეროვნული ვალუტის სიმყარესა და სტაბილურობას. ევროკავშირშიც კი, სადაც საქართველო ისწრაფვის გაწევრიანებისკენ, არიან ქვეყნები, რომლებსაც საკუთარი ეროვნული ვალუტა აქვთ“, – აღმნიშნა ფრიდონ ინჯიამ.

🔷 დეპუტატმა დადებითად შეაფასა ეროვნული ბანკის საქმიანობა, რომლის მუშაობის შედეგად, ფრიდონ ინჯიას განცხადებით, საქართველოში ეროვნული ვალუტა არის გამყარებული და სტაბილური წლების განმავლობაში და ეს იმ გუნდის დამსახურებაა, რომლებიც იმ გარდამავალ პერიოდში მუშაობდნენ, როდესაც ეროვნული ბანკი სამეთვალყურეო საბჭოს გარკვეულმა წევრებმა დატოვეს.

🔷 ფრიდონ ინჯიას განცხადებით, მიუხედავად იმისა, რომ ეროვნული ბანკის სამეთვალყურეო საბჭოს წევრები შესაძლოა იყვნენ კვალიფიციური და პროფესიონალი კადრები, მათ მიერ მიღებული გადაწყვეტილება გადადგომის შესახებ, იყო ანტიკონსტიტუციური, რადგან ეროვნული ბანკის მიერ მიღებული დადგენილება იყო საქართველოს კონსტიტუციისა და კანონის უზენაესობიდან გამომდინარე და არა სავალუტო ფინდის, საერთაშორისო ფინანსური ორგანიზაციის, ან რომელიმე ქვეყნის მოთხოვნით ნაკარნახევი.

🔷 „ეროვნული ბანკის მიერ მიღებული დადგენილება იყო დასაბუთებული და ის არ ყოფილა ვინმეს მონაჭორზე ან რომელიმე ჩანერგილი აგენტურის ინფორმაციის საფუძველზე გაცემული. მე არ ვსაუბრობ კონკრეტულ პიროვნებებზე, მაგრამ მიმაჩნია, რომ ეროვნული ბანკის დადგენილება იყო კონსტიტუციური და ყველა კონსტიტუციურმა ინსტიტუტმა პირველ რიგში, უნდა დაიცვას საკუთარი ქვეყნის უმაღლესი კანონი.

🔷 სამეთვალყურეო საბჭოს ის წევრები, რომლებმაც დატოვეს თანამდებობები არ აღმოჩდნენ საკუთარი ხალხის ინტერსების დამცველები. ამიტომ ის რაც მოხდა იყო აბსოლუტურად სწორი. ეს არის პროცესი გამოღვიძების“, – განაცხადა ფრიდონ ინჯიამ.

🔷 „მე ჩემს გამოსვლაში არაერთხელ აღვნიშნე და კიდევ ერთხელ ვიტყვი, რომ საქართველოს ხელისუფლება ერთი წლის განმავლობაში ცდილობდა ევროკავშირის ქვეყნებისთვის ეამებინა იმ არაფრის მომცემი კანდიდატის სტატუსის მისაღებად. მივიღეთ ისეთი კანონები და დადგენილებები, რომლებიც ეწინააღმდეგება ჩვენს ეროვნულ ინტერესებს, რის შედეგსაც მომავალში მოვიმკით და პრობლემა შეგვექმნება, მაგრამ იმედი მაქვს, რომ 15 დეკემბრის შემდეგ, როდესაც ჩვენ მივიღებთ ე.წ. ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსს, სამივე ქვეყანა – უკრაინა, მოლდოვა, საქართველო ევროკავშირთან მიმართებაში ერთ დონეზე და ერთ პოზიციაზე ვიქნებით“, – განაცხადა ფრიდონ ინჯიამ.

🔷 პოლიტიკური ჯგუფის თავმჯდომარემ საბანკო სისტემაში არსებული საპროცენტო განაკვეთების შესახებ გაამახვილა ყურადღება და აღნიშნა, რომ მოცემული საბანკო პირობებით მოსახლეობა საკმაოდ მძიმე ფინანსურ სიტუაციაშია.

🔷 „დღეს არსებული საბანკო საპროცენტო განაკვეთით შეუძლებელია ადამიანმა ისარგებლოს სასესხო მომსახურეობით, მითუმეტეს, აღებული სესხის მეშვეობით დაიწყოს ბიზნეს საქმიანობა. ამავდროულად უნდა აღინიშნოს, რომ კერძო, კომერციულმა ბანკებმა წელიწადის მანძილზე მილიარდ ნახევარზე მეტი მოგება მიიღეს, რაც წარმოუდგენელი მოგებაა ამ სექტორისთვის. აქ გამოსავალი შეიძლება იყოს ერთი – შეიქმნას ერთი სახელმწიფო, საინვესტიციო, კომერციული ბანკი, რომელიც დაარეგულირებს საბანკო პროცენტებს და მოსახლეობაც იგრძნობს ამის შედეგს.

🔷 აღსანიშნავია, რომ სახელმწიფო ბანკის შექმნის წინააღმდეგ გამოდიან სავალუტო ფონდი, სხვადასხვა საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტები და ამერიკის შეერთებული შტატები ., რომელთაც არ სურთ მიღებული მოგების განაწილება.

🔷 ხომ შეიძლება, მიღებული მოგების ნაწილი, ნახევარი მაინც იყოს სახელმწიფოს განკარგვაში და განაწილდეს ბიუჯეტში? … ამას არ სჭირდება უმაღლესი მათემატიკის ცოდნა. ეს არის უბრალო არითმეტიკა.

🔷 მაგალითისთვის ავიღოთ ჩინეთის სახალხო რესპუბლიკა, რომელიც თავისი განვითარების დონით ერთერთი პირველი სახელმწიფოა მსოფლიოში. ჩინეთი არის ქვეყანა, სადაც არის როგორც კერძო ბანკები, ასევე სახელმწიფო ბანკებიც. ხაზი მინდა გავუსვა, რომ ჩინეთის სახალხო რესპუბლიკა მეორე ადგილზეა თავისი მთლიანი შიდა პროდუქტით ამერიკის შეერთებული შტატების შემდეგ, მაგრამ მე მაინც ვიტყოდი, რომ ჩინეთი მაინც პირველი ქვეყანაა მსოფლიოში მთლიანი შიდა პროდუქტით, რადგან ამერიკის შეერთებულ შტატებში ეკონომიკა უფრო მეტად დამყარებულია მომსახურეობის სფეროდან შექმნილ დოვლათზე, ხოლო ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში მთლიანი შიდა პროდუქტი ემყარება წარმოებას, შექმნილ პროდუქციას, ხალხის დასაქმებას“, – განაცხადა დეპუტატმა.

🔷 პოლიტიკური ჯგუფის თავმჯდომარეს მიაჩნია, რომ სახელმწიფო ბანკის შექმნით მოხდება საპროცენტო განაკვეთების დარეგულირება. სახელმწიფო ბიუჯეტში შევა სხვადასხვა ეკონომიკური პროექტებიდან მიღებული თანხები. კერძოდ, ის 10%-ი, რომელსაც კომერციული ბანკები მომსახურეობის სახით იღებენ სხვადასხვა პროექტებიდან როგორებიც არის, „აწარმოე საქართველოში“, „იაფი აგრო კრედიტი“ და ასე შემდეგ.

🔷 „ვიმედოვნებ, რომ 15 დეკემბრის შემდეგ ხელისუფლება უფრო თამამად შეძლებს ასეთი მნიშვნელოვანი საკითხების ქვეყნის სასარგებლოდ დარეგულირებას. ამ საკითხთან დაკავშირებით მივმართავ არა მარტო პრემიერ-მინისტრს და ეროვნულ ბანკს, არამედ მმართველ პარტიასაც. მზად ვარ პირადად ჩავერთო ამ საკითხთან დაკავშირებით განხილვებსა და მსჯელობებში.

დამერწმუნეთ, რომ საქართველოში ერთი სახელმწიფო ბანკის შექმნა შესაძლებელია.

🔷 ჩვენ პატარა ქვეყანა ვართ და თუ გვინდა გადავარჩინოთ ჩვენი მოსახლეობა როგორც ქალაქებში ასევე სოფლად, სახელმწიფომ გარკვეული წილი პასუხისმგებლობა უნდა აიღოს ხალხის წინაშე და უნდა მიიღოს მონაწილეობა იმ პროექტების განხორციელებაში, რომელიც მიმართულია ქვეყნის განვითარებისკენ. ყველა ბერკეტი სახელმწიფოს ხელშია და ეს ნება უნდა აღვასრულოთ“, – განაცხადა ფრიდონ ინჯიამ.

发表回复

您的电子邮件地址不会被公开。

您可以使用这些<abbr title="超文本标记语言">HTML</abbr>标记和属性: <a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <s> <strike> <strong>

*