თავმჯდომარემ ფრიდონ ინჯიამ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე პირველი მოსმენით წარადგინა კანონპროექტი „საქართველოს მოქალაქეთა და საქართველოში მცხოვრებ უცხოელთა რეგისტრაციის, პირადობის (ბინადრობის) მოწმობისა და საქართველოს მოქალაქის პასპორტის გაცემის წესის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

📍 საქართველოს პარლამენტის პოლიტიკური ჯგუფის „ევროპელი სოციალისტების“ თავმჯდომარემ ფრიდონ ინჯიამ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე პირველი მოსმენით წარადგინა კანონპროექტი „საქართველოს მოქალაქეთა და საქართველოში მცხოვრებ უცხოელთა რეგისტრაციის, პირადობის (ბინადრობის) მოწმობისა და საქართველოს მოქალაქის პასპორტის გაცემის წესის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“.

🔷 პოლიტიკური ჯგუფის თავმჯდომარის განცხადებით, დღესდღეობით კვლავ არსებობს საქართველოს მოქალაქის პირადობის ათეულობით ათასი მოქმედი არაელექტრონული მოწმობა, რომლებსაც ამჟამადაც ფლობენ ამომრჩევლები და რომელთა მოქმედება უვადოა ან 20 წლის ვადას შეადგენს. პირადობის ასეთი მოწმობები გაცემულია 2011 წლის 28 ივლისამდე.

🔷 მისივე თქმით, კანონპროექტის მიზანია, საქართველოს მოქალაქეებს გაუჩნდეთ პირადობის აღნიშნული არაელექტრონული მოწმობების საქართველოს მოქალაქის პირადობის ელექტრონული მოწმობებით შეცვლის დამატებითი მოტივაცია. რაც, თავის მხრივ, ხელს შეუწყობს არჩევნების სათანადოდ ჩატარებას.

🔷 „მიმაჩნია, რომ წარმოდგენილი ინიციატივა, პრაქტიკულად, სრულიად მოხსნის ყოველგვარი სპეკულაციების საშუალებას და საბოლოო ჯამში, საარჩევნო კოდექსს ექნება სრულყოფილი სახე, რაც ასევე მოგეხსენებათ, რომ გახლავთ ეუთო/ოდირის მოთხოვნა და ევროკომისიის ერთ-ერთი ძირითადი რეკომენდაცია.“ – განაცხადა ფრიდონ ინჯიამ.

🔷 დეპუტატებმა წარმოდგენილი კანონპროექტი 80 ხმით 0-ის წინააღმდეგ პირველი მოსმენით მიიღეს.

发表回复

您的电子邮件地址不会被公开。

您可以使用这些<abbr title="超文本标记语言">HTML</abbr>标记和属性: <a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <s> <strike> <strong>

*