საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის „ევროპელი სოციალისტების“ თავჯდომარემ ფრიდონ ინჯიამ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე თავის გამოსვლაში შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის მინისტრის თეა ახვლედიანისა და სამინისტროს აპარატის მუშაობა შეაფასა

📍 საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის „ევროპელი სოციალისტების“ თავჯდომარემ ფრიდონ ინჯიამ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე თავის გამოსვლაში შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის მინისტრის თეა ახვლედიანისა და სამინისტროს აპარატის მუშაობა შეაფასა.

🔷 დეპუტატის განცხადებით, საოკუპაციო ხაზთან ჩასვლა არ ჩასვლის საკითხმა გარკვეულ წილად რიტუალური სახე მიიღო, რომელიც უტოლდება სტუმრების მიღებას, ფოტო სურათების გადაღებას და სხვადასხვა ღირსშესანიშნავი ადგილების მონახულებას, რაც სრულებითაც არ წარმოადგენს მინისტრისა და სამინისტროს აპარატის ძირითად ფუნქციასა და საქმიანობას.

🔷 „თქვენ ხართ შერიგების მინისტრი და არ ხართ სამართალდამცავი უწყებების ხელმძღვანელი და არც საგარეო საქმეთა მინისტრი, რომ აკეთოთ განცხადებები და შეფასებები ოთხოზორია-ტატუნაშვილის სიასთან დაკავშირებით. თქვენი ყველა სიტყვა და ყველა დასკვნა უნდ იყოს მიმართული შერიგებისკენ, იმისათვის, რომ შემდეგი ნაბიჯები ორმხრივ ურთიერთობებში პირნათლად შეასრულოთ, რაც შედის ქვეყნის ინტერსებში. ცალსახად, ქვეყნის ინტერსებში არ შედის დაძაბულობა და ურთიერთობების ესკალაცია“, – განაცხადა ფრიდონ ინჯიამ.

🔷 დეპუტატმა ხაზი გაუსვა იმ ფაქტს, რომ 2004 წლამდე საოკუპაციო გამყოფ ხაზთან ნაკლებად ჰქონდა ადგილი ურთიერთ დაძაბულობას, ადამიანების გატაცებისა და მკვლელობის ფაქტებს.

🔷 „ამ პერიოდში შეიძლება ითქვას, რომ შესამჩნევი იყო ვითარების ნორმალიზების ტენდენცია. იყო მიმოსვლა, სტუმრობდნენ ერთმანეთის ქორწილებს, გახსნილი იყო ერგნეთის ბაზრობა და არსებობდა სავაჭრო ურთიერთობა.

ვინ მოიტანა დღევანდელი დონის ესკალაცია? … ეს მოიტანეს წინა ხელისუფლების წარმომადგენლებმა.

🔷 მაგრამ უნდა აღინიშნოს ისიც, რომ იმ პერიოდშიც არსებობდნენ ადამიანები, რომლებიც მეტ-ნაკლებად პირნათლად ასრულებდნენ მათზე დაკისრებულ მოვალეობას.

🔷 ფრიდონ ინჯიას მიაჩნია, რომ ორმხრივი ურთიერთობის ნორმალიზების თვალსაზრისით მნიშვნელოვანია ერთობლივი პროექტების განხორციელება, სადაც აუცილებელია საოკუპაციო გამყოფ ზოლს მიღმა მცხოვრები მოსახლეობის აქტიური ჩართულობა, რაც ურთიერთობების აღდგენის ერთერთი მთავარი საფუძველი უნდა იყოს. დეპუტატის განცხადებით, ერთობლივი პროექტების განხორციელების თავლსაზრისით სამინისტროს მართებს მეტი ქმედითი ნაბიჯების გადადგმა თავისი კომპეტენციის ფარგლებში.

🔷 პოლიტიკური ჯგუფის თავმჯდომარის განცხადებით, აუცილებელი და მნიშვნელოვანია აფხაზეთის მოსახლეობის სრული პასპორტიზაცია, რომლის განხორციელებაც ადრე თუ გვიან დადგება დღის წესრიგში, რაც პრობლემის გადაჭრის ერთ-ერთი მთავარი გასაღები გახდება.

🔷 ფრიდონ ინჯიას მიაჩნია, რომ ის ადამიანები, რომლებიც ქვეყნისთვის ამ უმნიშვნელოვანესი საკითხის განხორციელების წინააღმდეგები არიან, როგორც შიგნით ისე ქვეყნის გარეთ, არ არ ემსახურებიან ქვეყნის ინტერსებს.

🔷 „სრული პასპორტიზაციისას, მაქსიმალურად უნდა გამარტივდეს ურთიერთ მიმოსვლის რეჟიმი და აფხაზეთის მოსახლეობას უნდა მიეცეს უფლება, მხოლოდ საქართველოს გავლით, იმოგზაურონ მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეში. ამას ქვეყნის გამთლიანებისთვის უდიდესი პოლიტიკური მნიშვნელობა აქვს. ეს იქნება ერთერთი გზა ურთიერთგაგების, დაახლოების, ინტეგრაციის, ისევე როგორც ეს იყო ერგნეთის ბაზრობაზე, როდესაც მიმოსვლა იყო გამარტივებული“, – განაცხადა ფრიდონ ინჯიამ.

🔷 როგორც დეპუტატმა აღნიშნა, ამასთან მნიშვნელოვანია სამინისტრომ ხელი შეუწყოს მოსახლეობას მიმოსვლის საკითხში. მათ არ უნდა შეექმნათ დაბრკოლებები იგივე სავაჭრო ურთიერთობებში. მიმოსვლა უნდა იყოს ორმხრივი და მოსახლეობას უნდა ჰქონდეს თავის რჩენის საშუალება, გაყიდოს სოფლის მეურნეობის პროდუქტი, ჩამოასხას ღვინო. ეს იქნება მნიშნელოვანი ნაბიჯი ორმხრივი ურთიერთობების აღდგენის გზაზე.

🔷 „რაც შეეხება სატელევიზიო პროგრამებს, რომლის გაკეთების უფლებასაც თქვენ არ გაძლევენ, მიმაჩნია, რომ ტელეგადაცემები უნდა იყოს აგებული აფხაზეთის ამბებზე. სატელევიზიო პროგრამებში უნდა იყოს საუბარი იმ პიროვნებებზე, რომლებსაც სწორად ესმით არსებული ვითარება და ზუსტად ხედავენ პრობლემის გადაჭრის გზებს, მათ შორის ოპოზიციურად განწყობილ პირებზეც კი. ამ თვალსაზრისით გარდა სატელევიზიო პროგრამებისა, უნდა მოიძებნოს სხვა გზები, რაზეც უნდა იფიქროს შერიგების სამინისტრომ“, – მიაჩნია ფრიდონ ინჯიას.

发表回复

您的电子邮件地址不会被公开。

您可以使用这些<abbr title="超文本标记语言">HTML</abbr>标记和属性: <a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <s> <strike> <strong>

*