საქართველოს პარლამენტის პოლიტიკური ჯგუფის „ევროპელი სოციალისტების“ თავმჯდომარემ ფრიდონ ინჯიამ უპრეცედენტო უწოდა საქართველოს საკონსტიტუციო სასამარლოს 16 ოქტომბრის გადაწყვეტილებას, რომლის მიხედვითაც საკონსტიტუციო სასამართლომ ქვეყნის პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი საქართველოს კონსტიტუციის დარღვევაში დაადანაშაულა

📍 საქართველოს პარლამენტის პოლიტიკური ჯგუფის „ევროპელი სოციალისტების“ თავმჯდომარემ ფრიდონ ინჯიამ უპრეცედენტო უწოდა საქართველოს საკონსტიტუციო სასამარლოს 16 ოქტომბრის გადაწყვეტილებას, რომლის მიხედვითაც საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმმა დაადასტურა ქვეყნის პრეზიდენტის სალომე ზურაბიშვილის მიერ საქართველოს კონსტიტუციის 52-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის დარღვევის ფაქტი.

🔷„მინდა თქვენი ყურადღება გავამახვილო საკონსტიტუციო სასამართლოზე და ზოგადად საქართველოს სასამართლო სისტემაზე. სასამართლო სისტემა, რაც არის, სახეზეა, და თუ რომელიმე პოლიტიკურ პარტიას სურს შეცვალოს იგი, მოვიდეს ხელისუფლებაში და გამოასწოროს დღეისთვის არსებული ნაკლოვანებები. რა თქმა უნდა, სასამართლო სისტემაში არის ნაკლოვანებები, და ეს ყოველთვის იქნება, მაგრამ მთავარი ის არის, რომ ცხოვრება წინ მიდის და ქვეყანა ვითარდება. სასამართლო სისტემა და საკონსტიტუციო სასამართლო წინა ხელისუფლების შემდეგ ათასჯერ შეიცვლა და იგი ბევრად უკეთესი გახდა“,- განაცხადა ფრიდონ ინჯიამ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე.

🔷 პოლიტიკური ჯგუფის თავმჯდომარეს მიაჩნია, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს მხრიდან, ფაქტიურად, გადასაწყვეტიც არაფერი ყოფილა, რადგან პრეზიდენტ ზურაბიშვილის მხრიდან ცალსახა იყო საქართველოს კონსტიტუციის დარღვევის ფაქტი.

🔷 „ამ დროს ჩვენ ვსაუბრობთ იმაზე, თუ რამდენად უსამართლო გადაწყვტილება გამოიტანა საკონსტიტუციო სასამართლომ. სასამართლოს მხრიდან დიდი გადასაწყვეტიც არაფერი ყოფილა, რადგან პრეზიდენტის მიერ კონსტიტუციის დარღვევის ფაქტი ისედაც ცხადი იყო. დაირღვა კონსტიტუცია, და სასამართლომ მიიღო შესაბამისი დადგენილება ამის თაობაზე. უნდა ითქვას, რომ ეს ერთ-ერთი უპრეცედენტო გადაწყვეტილებაა საკონსტიტუციო სასამართლოს მხრიდან“, – აღნიშნა ფრიდონ ინჯიამ.

🔷 დეპუტატმა მოუწოდა კოლეგებს თავი შეიკავონ ანტისახელმწიფოებრივი განცხადებებისგან, რომელსაც მხოლოდ ზიანის მოტანა შეუძლია ქვეყნისთვის.

🔷 „ჩვენ ხშირად ხელს ვიშვერთ ევროპისკენ. ევროპამ კი, თავისი პოლიტიკით იქამდე მიიყვანა საქმე, რომ ევროპაში მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდა 0,5 პროცენტიდან 0 პროცენტამდეა, ხოლო საქართველოში კი – 7%-ზე მეტი.
ნუ გავაკეთებთ ისეთ ანტისახელმწიფოებრივ განცხადებებს და ნუ გადავდგამთ ისეთ ნაბიჯებს, რომლებიც საქართველოს სამომავლო განვითარებას დააზიანებს და ნულამდე დაიყვანს მიღწეულ წარმატებას“, – განაცხადა ფრიდონ ინჯიამ.

发表回复

您的电子邮件地址不会被公开。

您可以使用这些<abbr title="超文本标记语言">HTML</abbr>标记和属性: <a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <s> <strike> <strong>

*