在格鲁吉亚,每个人都必须服兵役,无论男女 - Fridon Injia

📍 საქართველოში სამხედრო სამსახური ყველამ უნდა გაიაროს – როგორც კაცებმა, ისე ქალებმა – ფრიდონ ინჯია

🔶 „საქართველოსთვის ჯარი არის ეროვნული საქმე, და ის ძალიან მაღალ დონეზე უნდა იყოს ორგანიზებული. სამხედრო სამსახური უნდა გაიაროს ყველამ – ქალმაც და კაცმაც, როგორც ეს ისრაელშია.“
ამის შესახებ პოლიტიკური ჯგუფის „ევროპელი სოციალისტების“ თავმჯდომარემ ფრიდონ ინჯიამ განაცხადა პარლამენტის რიგგარეშე სხდომაზე, სადაც დეპუტატები „თავდაცვის კოდექსის“ პროექტს მეორე მოსმენით იხილავენ.

🔶 „ქალებთან მიმართებაში ინდივიდუალური მიდგომა უნდა იყოს, იმ შემთხვევაში, თუ ვინმეს არ შეუძლია, მაგრამ საერთო პოლიტიკა უნდა იყოს ისეთი, რომ სამხედრო სამსახური ყველამ გაიაროს. საქართველო პატარა ქვეყანაა… ჯარი მხოლოდ ომისთვის არ არის, იქ ისწავლება სამშობლოს სიყვარული, სხვადასხვა სპეციალობა, ურთიერთდამოკიდებულება და მრავალი სხვა ასპექტი“, – განაცხადა დეპუტატმა ფრიდონ ინჯიამ.

🔶 მან ზოგიერთ კოლეგა დეპუტატს მოუწოდა თავიანთი გამონათქვამებით შეურაცხყოფას ნუ მიაყენებენ იმ ახალგაზრდებს, ვინც იმსახურა ან ახლა მსახურობს ჯარში.
🔶„აქ ჩემი კოლეგებისგან გაიჟღერა სიტყვამ „მონები“. ჩემთვის ეს მიუღებელია. თქვენი განცხადებებით გამოდის, რომ აქ მონების კოდექსს ვიხილავთ, და ამას მშვიდად უყურებენ თავდაცვის მინისტრის მოადგილე და პარლამენტის თავმჯდომარე. მე არ მგონია, ეს სწორი იყოს. ეს არის შეურაცხყოფა იმ ახალგაზრდების, ვინც იმსახურა და ვინც მსახურობს. ხომ შეგვიძლია, თავი შევიკავოთ და თუ რამის თქმა გვსურს, სხვანაირად ვთქვათ“, – განაცხადა ფრიდონ ინჯიამ.

🔶 „თავდაცვის კოდექსის“ პროექტის თანახმად, სავალდებულო სამხედრო სამსახურის ნაცვლად იქნება “წვევამდელთა ეროვნული სამხედრო სამსახური. სახელწოდებასთან ერთად იცვლება სამხედრო სამსახურის ვადებიც. კერძოდ, ერთწლიანი სამსახურის ნაცვლად, პროექტი ითვალისიწინებს დიფერენცირებულ ვადებს: საბრძოლო ქვედანაყოფში სამსახური – 6 თვე; დაცვის ან უზრუნველყოფის ქვედანაყოფში – 8 თვე; უმცროს სამეთაურო თანამდებობებზე და წინასწარ განსაზღვრულ სპეციალობებზე – 11 თვე.

发表回复

您的电子邮件地址不会被公开。

您可以使用这些<abbr title="超文本标记语言">HTML</abbr>标记和属性: <a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <s> <strike> <strong>

*