在议会法律事务委员会会议上,弗里登·因贾在二读中提出了自己关于《选举法》修正案的动议,根据该动议,没有电子身份证的人将能够使用选举法赋予的投票权。制定国家宪法并参加选举。

📍 საქართველოს პარლამენტის პოლიტიკური ჯგუფის „ევროპელი სოციალისტების“ თავმჯდომარემ ფრიდონ ინჯიამ პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე საარჩევნო კოდექსში ცვლილებებთან დაკვშირებით საკუთარი ინიციატივა მეორე მოსმენით წარადგინა, რომლის მიხედვითაც, ელექტრონული საიდენტიფიკაციო მოწმობის არმქონე პირებს შეეძლებათ გამოიყენონ ქვეყნის კონსტიტუციით მინიჭებული ხმის უფლება და არჩევნებში მიიღონ მონაწილეობა.

🔷 ამ საკითხთან დაკავშირებით გასულ კვირას, საქართველოს პარალმენტის თავმჯდომარის შალვა პაპუაშვილის ინიციატივით პარლამენტში გაიმართა შეხვედრა, სადაც მონაწილეობას იღებდნენ როგორც საპარლამენტო უმრავლესობის, ოპოზიციის, ასევე იუსტიციის სამინსიტროს წარმომადგენლები.

🔷 შეხვედრაზე გამოითქვა მოსაზრება, რომ ქვეყნის ხელისუფლებამ აიღოს პასუხისმგებლობა და საკუთარი სახსრებით მოახდინოს ძველი ლამინირებული პირადობის მოწმობების უფასოდ შეცვლა ახალი ელექტრონული პირადობის დამადასტურებელი მოწმობებით, რაც უნდა მოიცავდეს სრულ სერვისს. ხოლო, რაც შეეხება მოქალაქეებს, რომლებიც რელიგიური თუ სხვა განსაკუთრებული მოტივაციით უარს აცხადებენ პირადობის მოწმობების შეცვლაზე, ეს საკითხიც ხელისულფების მხრიდან უნდა იყოს გათვალისწინებული.

🔷 ფრიდონ ინჯიას მიაჩნია, რომ მის მიერ წარმოდგენილი ცვლილებები ეხება სწორედ იმ ადამიანებს, რომლებიც რელიგიური თუ სხვა განსაკუთრებული მიზეზების გამო უარს ამბობენ შეცვალონ პირადობის მოწმობები, აქედან გამომდინარე, ხელისუფლებამ აუცილებლად უნდა გაითვალისწინოს ეს საკითხი და საკანონმდებლო დონეზე გადაწყვიტოს და დაიცვას ამ მოქალაქეებისთვის კონსტიტუციით მინიჭებული ხმის უფლება არჩევნებზე.

🔷 „მე ვფიქრობ, რომ კანონპროექტი უნდა მიიღოს საქართველოს პარლამენტმა ისე როგორც ეს არის წარმოდგენილი. ამ ცვლილებების მიღებით, კანონი გარანტიას აძლევს იმ მოქალაქეებს , რომლებსაც არ სურთ პირადობის მოწმობების გამოცვლა და ამ შემთხვევაში არ აქვს მნიშვნელობა მათ რაოდენობას. კანონი უნდა იყოს სრულყოფილი. საქართველოს ყველა მოქალაქეს უნდა ჰქონდეს უფლება და საშუალება მონაწილეობა მიიღოს არჩვენებში“. – აღნიშნა ფრიდონ ინჯიამ.

🔷 პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა მეორე მოსმენით მუხლობრივი განხილვის შემდეგ ფრიდონ ინჯიას საკანონმდებლო ინიციატივას კენჭი უყარა და ერთხმად დაუჭირა მხარი.

发表回复

您的电子邮件地址不会被公开。

您可以使用这些<abbr title="超文本标记语言">HTML</abbr>标记和属性: <a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <s> <strike> <strong>

*