Fridon Injia - 实施阿纳克利亚港建设的明确任务和主要前提应该是多年来为国家获得最大和稳定的利润,这里不应该有任何政治

📍 „ანაკლიის პორტის მშენებლობის განხორციელებისას მკაფიო ამოცანა და უმთავრესი პოსტულატი უნდა იყოს სახელმწიფოსთვის მაქსიმალური და სტაბილური მოგების მიღება წლების განმავლობაში და აქ არ უნდა იყოს არავითარი პოლიტიკა“.

🔷 ამის შესახებ საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის „ევროპელი სოციალისტების“ თავმჯდომარემ ფრიდონ ინჯიამ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა, სადაც ინტერპელაციის წესით ანაკლიის პორტის მშენებლობის საკითხზე ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრს ლევან დავითაშვილს მოუსმინეს.

🔷 პოლიტიკური ჯგუფის თავმჯდომარემ დადებითად შეაფასა ქვეყნის მთავრობის მიერ რამდენიმე თვის წინ მიღებული გადაწყვეტილება, რომლის მიხედვითაც, მთელი რიგი სტრატეგიული მნიშვნელობის ობიექტების საკონტროლო პაკეტის მფლობელი სახელმწიფო გახდა და მათ შორისაა, ანაკლიის პორტი.

🔷 „მიმაჩნია, რომ ასეთ საკითხებზე მინისტრის მოწვევა საჭიროა და ეს წინ გადადგმული ნაბიჯია ჩვენი ქვეყნის დემოკრატიული განვითარების გზაზე. საბოლოო ჯამში, ამ პროცესის შედეგად თქვენ თქვენი მხრიდან კორექტირებას შეიტანთ პროექტში და ამის შესახებ საქმის კურსში იქნება საკანონმდებლო ორგანო.

🔷 მე ვერ გეტყვით, რა და როგორ მოხდა, ან რატომ შეფერხდა ანაკლიის პორტის მშენებლობა წინა წლებში, მაგრამ მე დიდ მიღწევად მიმაჩნია საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილება იმის შესახებ, რომ სტრატეგიული მნიშვნელობის ობიექტების საკონტროლო პაკეტის მფლობელი სახელმწიფო გახდა.

🔷 ეს არის სტრატეგიულ ინფრასტრუქტურაში სახელმწიფოს მონაწილეობა, და, როგორც იქნა, სახელმწიფომ გადაწყვიტა, რომ ისეთ სტრატეგიულ ინფრასტრუქტურაში როგორიც არის ჰუდონ ჰესი ან სხვა და მათ შორის ანაკლიის პორტი, საკონტროლო პაკეტი ჰქონდეს ხელში. ეს არის უდიდესი მიღწევა.

🔷ჩვენი პარტია „ევროპელი სოციალისტები“ თითქმის სამი წლის განმავლობაში, პრაქტიკულად, ყველა გამოსვლაში ვსაუბრობთ ამის თაობაზე. მისასალმებელი იქნება, რომ სტრატეგიული მნიშვნელობის ობიექტების მიმართ სახელმწიფოს ყოველთვის ჰქონდეს ასეთი მიდგომა. მაშინ, ქვეყანა სულ სხვა სახეს მიიღებს და სხვაგვარად განვითარდება.

🔷 მე ვფიქრობ, რომ პროექტის განხორციელებისას, მკაფიო ამოცანა და უმთავრესი პოსტულატი მაქსიმალური და სტაბილური მოგება უნდა იყოს წლების განმავლობაში და აქ არ უნდა იყოს არავითარი პოლიტიკა“, – განაცხადა დეპუტატმა.

🔷 რაც შეეხება იმ გარემოებას, რომ წლების განმავლობაში პროექტის მშენებლობის შეფერხების გამო სახელმწიფომ დაკარგა მოგება, დეპუტატის აზრით, იმ პოლიტიკით, რასაც ეხლა აკეთებს ქვეყნის ხელისუფლება, რაც 51 % – იანი საკონტროლო პაკეტის სახელმწიფოს ხელში გადასვლას გულისხმობს, ეს დანაკარგი ამით ანაზღაურდება.

🔷 დეპუტატს მიაჩნია, რომ პროექტის განხორციელებისას თავშივე უნდა იყოს ჩადებული და გათვალისწინებული საექსპლუატაციო ხარჯების მინიმუმამდე დაყვანა.

🔷 „თუკი, მაგალითად, ტენდერში გაიმარჯვა ჩინურმა კომპანიამ, მე აქ პრობლემას ვერ ვხედავ. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ საქართველოს ხელისუფლებამ ხელშეკრულება დადო ჩინეთთან როგორც სტრატეგიულ პარტნიორთან, იმიტომ, რომ წლების განმავლობაში, ჩინურ ინვესტიციას საქართველოში გზა ჰქონდა ჩაკეტილი. არ იყო ამის ნება. არ ვიცი ეს ნება როგორ მოიპოვეთ თქვენ, მაგრამ ეს არის უმნიშვნელოვანესი. პრაქტიკულად, ჩინური და ირანული ინვესტიციების განხორციელება საქართველოში აკრძალული იყო.

🔷 თუ ჩვენ ქვეყნის ინტერესებიდან გამოვდივართ, და გვინდა, რომ ჩვენი მოსახლეობის ცხოვრების პირობები გაუმჯობესდეს და ცხოვრების დონემ აიწიოს, მაშინ, ხელისუფლებამ ყველაფერი უნდა გააკეთოს ამ ინვესტიციების განხორციელებისთვის. ასეთ შემთხევაში, ქვეყნის მოსახლეობა არ წავა უცხო ქვეყანაში და პირიქით, ემიგრანტები დაბრუნდებიან სამშობლოში.

🔷 აქედან გამომდინარე, თქვენ თავაწეული უნდა იხელმძღვანელოთ იმ პირველი პოსტულატით რაზეც, მე თავში გავამახვილე ყურადღება – მაქსიმალური და სტაბილური მოგების მიღება ამ პროექტიდან“. – აღნიშნა დეპუტატმა.

🔷 პოლიტიკური ჯგუფის თავმჯდომარეს მიაჩნია, რომ პროექტის განხორციელებისას ასევე, მნიშვნელოვანი როლი ეკისრება ტვირთბრუნვის გაზრდას. მით უფრო, თუ გავითვალისწინებთ, რომ დღეს ქვეყანაში მოქმედ პორტებში არ არის დიდი ტვირთბრუნვა.

🔷 „ანაკლიის პორტის მშენებლობისას, ჩვენ უნდა გავითვალისწინოთ ტვირთბრუნვის გაზრდა და მისი ტვირთით უზრუნველყოფა. აქედან გამომდინარე, სასურველი იქნება, საკონტროლო პაკეტის 49% – ში მონაწილე მხარე იყოს ჩართული ტვირთის მოზიდვაში. და თუ იმ 49 % ის მართვაში იქნება შვეიცარული კომპანია, ან გნებავთ ავსტრიული, ისინი ვერ დატვირთავენ პორტს. ხოლო თუ მაგალითად, ეს ჩინური მხარე იქნება, გინდაც ყაზახური, ან აზიის რომელიმე ქვეყნის წარმომადგენელი კომპანია, მაშინ ეს რაღაცნაირად მოგვცემს საშუალებას, მოველაპარაკოთ მათ ტვირთბრუნვის გაზრდაზე, სხვა შემთხვევაში, ეს ფუჭი საქმიანობა იქნება“, – აღნიშნა დეპუტატმა.

🔷 ფრიდონ ინჯიამ თავის გამოსვლაში ანაკლიის პორტის მშენებლობის საქმეში ყურადღება გაამახვილა სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის გამართულ მუშაობაზე და აღნიშნა, რომ ამ პროექტის განსახორციელებლად ეს არის ერთერთი უმნიშვნელოვანესი ფაქტორი.

🔷 „კიდევ ერთი მნიშვნელოვანი საკითხი, იმისათვის, რომ ტვირთი მოვიზიდოთ, საჭიროა სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის გამართული მუშაობა და პირველ რიგში, ეს არის რკინიგზა. მნიშვნელოვანია მოწესრიგებული იყოს სარკინიგზო თუ სატრანსპორტო ინფრასტრუქტურა. იმიტომ, რომ ერთის მხრივ, ჩვენ ავაშენოთ პორტი და იქედან იყოს მზა ტვირთი, მაგრამ ვერ მიდიოდეს დანიშნულების ადგილას ცუდი ინფრასტრუქტურის გამო, ეს დაუშვებელია და ამიტომ მნიშვნელოვანია ამ ფაქტორის თავშივე გათვალისწინება.“ – განაცხადა პოლიტიკური ჯგუფის თავმჯდომარემ.

发表回复

您的电子邮件地址不会被公开。

您可以使用这些<abbr title="超文本标记语言">HTML</abbr>标记和属性: <a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <s> <strike> <strong>

*