应欧洲议会左翼代表爱尔兰欧洲议会议员米克·华莱士和克莱尔·戴利的邀请,弗里登·因贾正在布鲁塞尔欧洲议会举行高级别会议。

🇬🇪🇪🇺
📍 საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფისა და პოლიტიკური პარტია „ევროპელი სოციალისტების“ თავმჯდომარე ფრიდონ ინჯია ბრიუსელში, ევროპარლამენტში მართავს მაღალი დონის შეხვედრებს ირლანდიიდან ევროპარლამენტარების მიკ ვოლასისა (Mick WALLACE) და კლერ დეილის (Clare DALY) მიწვევით, რომლებიც ევროპარლამენტში მემარცხენე ფრთას წარმოადგენენ.

🔷 შეხვედრის მთავარი თემა საქართველოსთვის ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მინიჭება, მიმდინარე პოლიტიკური მოვლენები და ორ პოლიტიკურ ძალას შორის ურთიერთთანამშრომლობისა და პარტნიორული ურთიერთობების გაღრმავება იყო.

🔷 შეხვედრაზე მხარეები შეთანხმდნენ მჭიდრო და ყოვლისმომცველ გრძელვადიან ურთიერთთანამშრომლობაზე.

🔷„გვქონდა ძალიან საინტერესო შეხვედრები ჩვენს პარტნიორებთან ევროპარლამენტიდან.
ძალიან მნიშვნელოვანია იმ კონცეფციისა და მიდგომის გაზიარება ევროკავშირის მმართველი რგოლების მხრიდან, რაზეც საუბრობენ ევრო დეპუტატები მიკ ვოლასი და კლერ დეილი. მათი იდეები არის სამომავლო. კერძოდ, ევროპარლამენტის უმრავლესობას უნდა ჰქონდეს მიუკერძოებელი და ობიექტური მიდგომა იმ ქვეყნებისადმი, რომლებიც ისწრაფვიან ევროკავშირის წევრობისკენ და ასევე, ამ ქვეყნებში მიმდინარე პოლიტიკური მოვლენების შეფასებისას. მათ შორის, რა თქმა უნდა საქართველოსთან მიმართებაშიც. ამით ევროპა და ევროკავშირი შეინარჩუნებს მთავრ პრინციპს, რასაც დემოკრატიის განვითარება, ადამიანის უფლებების დაცვა, კეთილდღეობის უზრუნველყოფა და სოციალური სამართლიანობის განხორცილება ჰქვია. სხვა შემთხვევაში, ევროპაში არსებული რთული ვითარება, უფრო გაღრმავდება“, – განაცხადა შეხვედრის შემდეგ ფრიდონ ინჯიამ.

🔷 თავის მხრივ, კლერ დეილიმ განაცხადა, რომ მოხარულია უმასპინძლოს ბრიუსელში, ევროპარლამენტში ქართველი კოლეგების დელეგაციას, რაც მათ საშუალებას აძლევს მოისმინონ და გაიგონ საქართველოს ხმა.

🔷 „ჩვენ გავცვალეთ ხედვები მიმდინარე პოლიტიკური პროცესების შესახებ, რაც ძალიან მნიშვნელოვანია ურთიერთთანამშრომლობის გზაზე. ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილი გვაქვს საინტერესო ღონისძიებები, რაც მოგვცემს საშუალებას, რომ ევროპის პარლამენტის მეტმა დეპუტატმა გაიგოს ობიექტური და სწორი ინფორმაცია საქართველოში მიმდინარე აქტუალური პოლიტიკური პროცესების შესახებ, რაც საფუძველი უნდა გახდეს წარვმართოთ ერთობლივი მუშაობა ევროპიდან მსოფლიოს მასშტაბით“, – განაცხადა კლერ დეილიმ.

🔷 მიკ ვოლასის განცხადებით, საქართველოში ბევრი ადამიანია დაინტერსებული ევროკავშირის კონცეფციით და მნიშვნელოვანია, რომ ამ პროცესში ევროკავშირმა ხალხს მისცეს საშულება გამოხატოს თავისი აზრი.

🔷 „ჩვენ ვიცით, რომ ხალხს სურს ჰქონდეს არჩევანი და ევროკავშირმა ისე უნდა გააკეთოს, რომ ქართველ ხალხს არ წაერთვას ხმისა და არჩევანის უფლება“, – აღნიშნა მიკ ვოლასმა.

🔷 პოლიტიკური პარტია „ევროპელი სოციალისტების“ პოლიტსაბჭოს წევრის გიორგი მაღლაკელიძის განცხადებით, „უმნიშვნელოვანესია ის ფაქტი, რომ საქართველოს პრობლემების შესახებ ისმის ხმა ევროპარლამენტში“.

🔷 „უმნიშვნელოვანესია ის ფაქტი, რომ საქართველოს პრობლემების შესახებ ისმის ხმა ევროპარლამენტში. მით უფრო, როდესაც ამის შესახებ საუბრობენ ისეთი ევროპარლამენტარები და მნიშვნელოვანი ადამინები, როგორებიც არიან კლერ დეილი და მიკ ვოლასი. აქედან გამომდინარე, მათი მხრიდან გაჟღერებული სამართლიანი ხმა საქართველოს შესახებ, არის ძალიან დასაფასებელი“. – განაცხადა გიორგი მაღლაკელიძემ.

🔷 ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილია კონფერენცია – მრგვალი მაგიდა „საქართველოს ხმა“, სადაც ევროპარლამენტის სხვადასხვა პოლიტიკური ჯგუფების დეპუტატთა მონაწილეობით დისკუსია წარიმართება საქართველოში არსებული პოლიტიკური სიტუაციისა და ევროინტეგრაციის გზაზე არსებულ გამოწვევებთან დაკავშირებით.

发表回复

您的电子邮件地址不会被公开。

您可以使用这些<abbr title="超文本标记语言">HTML</abbr>标记和属性: <a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <s> <strike> <strong>

*