ფრიდონ ინჯია გამოდის ინიციატივით, რომ სახელმწიფომ შეიმუშაოს სპეციალური პროგრამა საზღვარგარეთ წასული ქალბატონების სამშობლოში ღირსეულად დასაბრუნებლად, ან მოხდეს მათი არასრულწლოვანი შვილებისთვის ფულადი კომპენსაციის გამოყოფა

📌საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის „ევროპელი სოციალისტების“ თავმჯდომარე ფრიდონ ინჯია გამოდის ინიციატივით, რომ სახელმწიფომ შეიმუშაოს სპეციალური პროგრამა საზღვარგარეთ წასული ქალბატონების სამშობლოში ღირსეულად დასაბრუნებლად, ან მოხდეს მათი არასრულწლოვანი შვილებისთვის ფულადი კომპენსაციის გამოყოფა.

📌პოლიტიკური ჯგუფის თავმჯდომარეს მიაჩნია, რომ ქვეყანაში შობადობისა და არსებული დემოგრაფიული პრობლემის გადასაჭრელად, სახელმწიფომ ხელი უნდა შეუწყოს ახალგაზრდა ოჯახებს, განსაკუთებით თუ კი ოჯახი სოფელში გადაწყვეტს დამკვიდრებას. ასეთ შემთხვევაში სახელწმიფომ ახლად შექმნილი ოჯახები უნდა უზრუნველყოს მინიმუმ სახლ-კარით და მიწის ნაკვეთით შესაბამისი ხელშეკრულების გარანტიით.

🔷ამის შესახებ დეპუტატმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა, სადაც საკანონმდებლო ორგანომ განიხილა „გირჩის“ ინიციატივა საარჩევნო სიების ფორმირების პროცესში გენდერული კვოტირების ვალდებულების გაუქმების შესახებ, ასევე „გირჩის“ ინიციატივის მიხედვით უქმდება საბიუჯეტო დაფინანსებაზე 30%-იანი დანამატი ქალთა პოლიტიკაში მონაწილეობის გაზრდისა და პარტიებში ქალთა ორგანიზაციების გაძლიერებისათვის.

🔷„დღესდღეობით ძალიან ბევრი ქალია საზღვარგარეთ წასული სამუშაოდ. მათ მიტოვებული ჰყავთ ოჯახი, მეუღლე, შვილები, რაც თავის მხრივ უამრავ პრობლემას წარმოქმნის აღზრდის, განათლების თუ სხვა თვალსაზრისით.

🔷მიმაჩნია, რომ სახელმწიფომ ყველაფერი უნდა გააკეთოს ემიგრანტი ქალების სამშობლოში დასაბრუნებლად.

🔷აქ შეიძლება გამოინახოს შესაბამისი მექანიზმი. მოხდეს ვითარების სწორი შეფასება, ანალიზი. კერძოდ, თუ მაგალითად, ქალი მუშაობს ევროპის რომელიმე ქვეყანაში 2 წელზე მეტი ხნის განმავლობაში და მას ჰყავს 2 და მეტი შვილი საქართველოში დატოვებული, მათ სახელმწიფომ უნდა გაუკეთოს კომპენსაცია და დააფინანსოს ეს ოჯახი მანამ, სანამ შვილები 18 წლის არ გახდებიან.

🔷ამით ჩვენ შევძლებთ ქალები დავაბრუნოთ საკუთარ ოჯახებში. მიმაჩნია, რომ ეს იქნება ქვეყნის გადარჩენისთვის გადადგმული ნაბიჯი.

🔷რაც შეეხება შობადობისა და ზოგადად დემოგრაფიულ ვითარებას, ვფიქრობ, სახელმწიფომ ამ მხრივ განსაკუთრებით ხელი უნდა შეუწყოს ახალგაზრდა ოჯახებს. ხოლო, თუ ახალგაზრდა ოჯახი სოფლად გადაწყვეტს დამკვიდრებას, სახელმწიფომ ისინი მინიმუმ სახლ-კარით და მიწის ნაკვეთით უნდა უზრუნველყოს და ეს უნდა იყოს მთლიანად საქართველოში.

🔷ამით ჩვენ ხალხს სოფლებში დავაბრუნებთ. აქ შეიძლება დაიდოს ოჯახებთან ხელშეკრულება, რომ ოჯახი არ დაინგრევა. ეს ბევრ რამეს განაპირობებს.

მიმაჩნია, რომ სახელმწიფოს შეუძლია ბევრი რამ გააკეთოს უშუალოდ ოჯახების და განსაკუთრებით ქალების მიმართ ყურადღების გამოჩენის თვალსაზრისით“, – განაცხადა ფრიდონ ინჯიამ.

🔷პოლიტიკური ჯგუფის თავმჯდომარემ პოპულისტური უწოდა აჟიოტაჟს, რომელიც პარლამენტის სხდომათა დარბაზში პოლიტიკური პარტიების საარჩევნო სიებში გენდერული კვოტირების გაუქმების შესახებ „გირჩის“ ინიციატივის განხილვას მოჰყვა.

🔷„საქართველოში ყველა ოჯახში ქალი დიდი პატივისცემით სარგებლობს და ეს ასე იყო ოდითგანვე და ვფიქრობ, დიდ წილად დღესაც ყველა ოჯახში ასეა, რადგანაც ოჯახი ძირითადად ქალზე დგას. შორს რომ არ წავიდეთ, საქართველოს ჰყავდა მეფე თამარი.

🔷საქართველოში არ არის ისეთი დაწესებულება, სადაც ქალი დაჩაგრულია. ისიც უნდა ითქვას, რომ რაც მეტი ქალია დაწესებულებებში, მით მეტად აკლდება იგი მის ოჯახს, შვილებს, მაგრამ მიუხედავად ამისა, ყველა საწარმოში, დაწესებულებაში, ეს კერძოა თუ საჯარო სამსახური, თუკი ქალი თავისი კომპეტენციით მაღალ დონეზე დგას, ამით ყველაფერი ნათქვამია და ამ ფაქტს წინ ვერავინ ვერ აღუდგება“, – განაცხადა ფრიდონ ინჯიამ.

🔷დეპუტატმა მაგალითისთვის პლენარულ სხდომაზე წარმოადგინა ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც ბიძინა ივანიშვილის მიერ დახმარების სახით სტიპენდიები იყო გამოყოფილი კულტურისა და ხელოვნების დარგის წარმომადგენელთათვის. კერძოდ, მარჯანიშვილისა და რუსთაველის თეატრების მუშაკთათვის, საიდანაც 25-30 ქალბატონი იყო და პროცენტულად ეს ოდენობა შეადგენდა დაახლოებით 38 %-ს.

🔷„ეს უბრალო მაგალითი მოვიყვანე იმის აღსანიშნავად, რომ დღეს საქართველოში ქალები ნამდვილად არ არიან დაჩაგრულები“, – განაცხადა დეპუტატმა.

🔷პოლიტიკური ჯგუფის თავმჯდომარემ ასევე, მიმოიხილა წინა ხელისუფლების პერიოდში პენიტენციალურ სისტემაში არსებული ვითარება, როდესაც ქვეყანას 350 ათასი პრობაციონერი და 30 ათასი მსჯავრდებული ჰყავდა და მათი ოჯახის წევრებს, ძირითადად დედებს, მეუღლეებს ურთულესი პერიოდის გადალახვა მოუწიათ სრულიად მარტო.

🔷„მიმაჩნია, რომ კარგი იქნება თუკი სახელმწიფო გაუკეთებს კომპენსაციას იმ ქალებს, რომელთა ოჯახის წევრებს უსამართლოდ მოუწიათ ციხეში ყოფნა. ეს იქნება ღირსეული და სწორი გადაწყვეტილება სახელმწიფოს მხრიდან“, – აღნიშნა ფრიდონ ინჯიამ.

发表回复

您的电子邮件地址不会被公开。

您可以使用这些<abbr title="超文本标记语言">HTML</abbr>标记和属性: <a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <s> <strike> <strong>

*