ფრიდონ ინჯია მიესალმება საქართველოს მთავრობის ინიციატივას „საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“

📌 საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის „ევროპელი სოციალისტების“ თავმჯდომარე ფრიდონ ინჯია მიესალმება საქართველოს მთავრობის ინიციატივას „საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“, რომელიც ითვალისწინებს სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის დაწესებას ისეთი ნაკლებად მძიმე დანაშაულების მომზადებაზე, როგორებიცაა: საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადაკვეთა და საქართველოს სახელმწიფო საზღვარზე მიგრანტის უკანონოდ გადაყვანა ან/და მისთვის საქართველოში ყოფნისათვის შესაბამისი პირობების შექმნა (ხელის შეწყობა).

🔷 თუმცა, როგორც პოლიტიკური ჯგუფის თავმჯდომარემ იურიდიული კომიტეტის სხდომაზე აღნიშნა, ეს ცვლილებები ადრეც უნდა განხორციელებულიყო და საინტერესოა რამ განაპირობა დღეს ამ ცვლილებების შეტანა სისხლის სამართლის კოდექსში.

🔷 „ამ კანონის მიღება მართლაც ძალიან მნიშვნელოვანია და მე მიკვირს აქამდე რატომ არ იყო გათვალისწინებული ეს მუხლი კოდექსში. ჩემი კითხვა მდგომარეობს შემდეგში? – რამ განაპირობა ამ ცვლილებების შეტანა კოდექსში ახლა? იყო რაღაც შემთხვევები, ან უკონტროლო ვითარება, რომელმაც დააჩქარა ამ კანონში ცვლილებების შეტანის აუცილებლობა?“ – განაცხადა ფრიდონ ინჯიამ.

🔷 თავის მხრივ, შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ ალექსანდრე დარახველიძემ აღნიშნა, რომ აღნიშნული ცვლილებების შეტანა სისხლის სამართლის კოდექსში განაპირობა ბოლოდროინდელმა პრაქტიკამ და დღეს ქვეყანაში არსებულმა გამოწვევებმა.

发表回复

您的电子邮件地址不会被公开。

您可以使用这些<abbr title="超文本标记语言">HTML</abbr>标记和属性: <a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <s> <strike> <strong>

*