每月档案:财年

ფრიდონ ინჯიამ პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე საარჩევნო კოდექსში ცვლილებებთან დაკვშირებით საკუთარი ინიციატივა მესამე მოსმენით წარადგინა, რომლის მიხედვითაც, ელექტრონული საიდენტიფიკაციო მოწმობის არმქონე პირებს შეეძლებათ გამოიყენონ ქვეყნის კონსტიტუციით მინიჭებული ხმის უფლება და არჩევნებში მიიღონ მონაწილეობა

📍 საქართველოს პარლამენტის პოლიტიკური ჯგუფის „ევროპელი სოციალისტების“ თავმჯდომარემ ფრიდონ ინჯიამ პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე საარჩევნო კოდექსში ცვლილებებთან დაკვშირებით საკუთარი ინიციატივა მესამე მოსმენით წარადგინა, რომლის მიხედვითაც, ელექტრონული საიდენტიფიკაციო მოწმობის არმქონე პირებს შეეძლებათ გამოიყენონ ქვეყნის კონსტიტუციით მინიჭებული ხმის უფლება და არჩევნებში მიიღონ მონაწილეობა.

🔷 პოლიტიკური ჯგუფის თავმჯდომარემ დღევანდელ სხდომაზე პირველი მოსმენით ასევე, წარადგინა კანონპროექტი „საქართველოს მოქალაქეთა და საქართველოში მცხოვრებ უცხოელთა რეგისტრაციის, პირადობის (ბინადრობის) მოწმობისა და საქართველოს მოქალაქის პასპორტის გაცემის წესის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“.

🔷 პოლიტიკური ჯგუფის თავმჯდომარის განცხადებით, დღესდღეობით კვლავ არსებობს საქართველოს მოქალაქის პირადობის ათეულობით ათასი მოქმედი არაელექტრონული მოწმობა, რომლებსაც ამჟამადაც ფლობენ ამომრჩევლები და რომელთა მოქმედება უვადოა ან 20 წლის ვადას შეადგენს. პირადობის ასეთი მოწმობები გაცემულია 2011 წლის 28 ივლისამდე.

🔷 მისივე თქმით, კანონპროექტის მიზანია, საქართველოს მოქალაქეებს გაუჩნდეთ პირადობის აღნიშნული არაელექტრონული მოწმობების საქართველოს მოქალაქის პირადობის ელექტრონული მოწმობებით შეცვლის დამატებითი მოტივაცია. რაც, თავის მხრივ, ხელს შეუწყობს არჩევნების სათანადოდ ჩატარებას.

🔷 ფრიდონ ინჯიას განცხადებით, ამ პროექტსა და „საქართველოს საარჩევნო კოდექსში“ ცვლილების შეტანის შედეგად შეიქმნება ერთგვარი დაბალანსებული მდგომარეობა, რაც გულისხმობს შემდეგს: ერთი მხრივ, არჩევნების სათანადო სტანდარტის უზრუნველყოფის მიზნებისთვის, საქართველოს მოქალაქის პირადობის განუსაზღვრელი ვადით ან 20 წლის ვადით მოქმედი არაელექტრონული მოწმობები უმეტესწილად საქართველოს მოქალაქის პირადობის ელექტრონული მოწმობებით (ID-ბარათებით) ჩანაცვლდება, ხოლო, მეორე მხრივ, საქართველოს მოქალაქეებს შეუნარჩუნდებათ პირადობის მოქმედი ე. წ. მოკლევადიანი არაელექტრონული მოწმობებით არჩევნებში ხმის მიცემის უფლება.

🔷 როგორც დეპუტატმა სხდომაზე აღნიშნა, კანონპროექტის თანახმად, 2024 წლის 1 ივლისიდან გაუქმდება საქართველოს მოქალაქის პირადობის ის მოქმედი არაელექტრონული მოწმობები, რომლებიც გაცემულია 2011 წლის 28 ივლისამდე. ამასთანავე, კანონპროექტით განისაზღვრება, რომ აღნიშნული პირადობის მოწმობების მფლობელ პირებზე პირადობის იმავე მოწმობების სანაცვლოდ გაცემულ საქართველოს მოქალაქის პირადობის ახალ მოწმობებზე დაიტანება შესაბამისი პირის იგივე საიდენტიფიკაციო მონაცემები.

🔷 „მიმაჩნია, რომ წარმოდგენილი ინიციატივა, პრაქტიკულად, სრულიად მოხსნის ყოველგვარი სპეკულაციების საშუალებას და საბოლოო ჯამში, საარჩევნო კოდექსს ექნება სრულყოფილი სახე, რაც ასევე მოგეხსენებათ, რომ გახლავთ ეუთო/ოდირის მოთხოვნა და ევროკომისიის ერთ-ერთი ძირითადი რეკომენდაცია.“ – განაცხადა ფრიდონ ინჯიამ.

🔷 იურიდიული კომიტეტის სხდომაზე დეპუტატებმა ორივე კანონპროექტს დაუჭირეს მხარი.

1 …… 3 4 5