„ამ დარბაზში მე არ მეგულება ვინმე, ვისაც შეიძლება კითხვა ჰქონდეს ამ თემებზე, რასაც ქართული ღირებულებები ჰქვია. ამ საკითხზე 30 წლის უკან უხერხულიც კი, იყო საუბარი

🔴საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის „ევროპელი სოციალისტების“ თავმჯდომარის ფრიდონ ინჯიას გამოსვლა ოზურგეთში, სადაც საერთო სახალხო განხილვის ფარგლებში „საქართველოს კონსტიტუციაში ცვლილების შეტანის შესახებ“ და „ოჯახურ ღირებულებათა და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კონსტიტუციური კანონის პროექტების საორგანიზაციო კომისიის წევრებმა მოსახლეობასთან შეხვედრა გამართეს.

♦️ როგორც თავის გამოსვლაში ფრიდონ ინჯიამ აღნიშნა, აბსოლუტურად დროულია მმართველი პარტიის მიერ ინიცირებული კანონპროექტი „ოჯახურ ღირებულებათა და არასრუწლოვანთა დაცვის შესახებ“ იმ შემოტევებიდან გამომდინარე, რაც ახლა მსოფლიოში მიმდინარეობს.

„ამ დარბაზში მე არ მეგულება ვინმე, ვისაც შეიძლება კითხვა ჰქონდეს ამ თემებზე, რასაც ქართული ღირებულებები ჰქვია. ამ საკითხზე 30 წლის უკან უხერხულიც კი, იყო საუბარი.

♦️ რაც შეეხება უშუალოდ კანონპროექტს, რომელიც დარწმუნებული ვარ ცვლილებების სახით შევა საქართველოს კონსტიტუციაში, ეს არის „ქართული ოცნების“ მიერ შემუშავებული პროექტი, სადაც მმართველ გუნდს კარგად აქვს გათვითცნობიერებული კანონპროექტის არსი და მნიშვნელობა, რადგან ნამდვილად დროულია ამ ცვლილებების განხორციელება იმ შემოტევებიდან გამომდინარე, რაც ახლა მსოფლიოში მიმდინარეობს ამ მიმართულებით.

♦️ რაც არ უნდა ოპოზიცია ვიყო მე ჩემი ხედვა მაქვს, მაგრამ ის რაც მისაღებია და საჭიროა ჩემი ქვეყნისთვის, ჩემი ხალხისთვის, მე მაშინ მავიწყდება ის, რომ ვარ ოპოზიციური პარტიის თავმჯდომარე და მხარს ვუჭერ ამ ცვლილებებს.

♦️ ამავდროულად, მინდა ხაზი გავუსვა, რომ არის საკითხები, რომელიც გადასაჭრელია და ამ საკითებზე მე ხმამაღლა ვსაუბრობ მმართველ პარტიასთან, და ამასთანავე ვეუბნები, თუ როგორ შეიძლება ამა თუ იმ საკითხის გადაწყვეტა, რადგან ჩასაფრებული პოზიციიდან მე არ ვიქნები და არ მიმაჩნია სწორად აზრთა სხვადასხვაობის გამო ვიყო ხელისუფლების მოწინააღმდეგე.

♦️ მრავალი რთული ეტაპი მაქვს გავლილი და მათ შორის, იარაღით ხელში ვიცავდი ჩემს სამშობლოს“. – განაცხადა დეპუტატმა.

♦️ პოლიტიკური ჯგუფის თავმჯდომარემ კიდევ ერთხელ დააფიქსირა მისი პირადი პოზიცია კანონპროექტის სათაურთან დაკავშირებით და აღნიშნა, რომ უმჯობესია კანონპროექტის სათაური „ოჯახური ღირებულებების“ შესახებ შეიცვალოს ტერმინით, „ქართული ღირებულებები“.

♦️ „პირადად მე მიმაჩნია, რომ უმჯობესი იქნებოდა სათაური – „ოჯახური ღირებულებები“ შეიცვალოს ტერმინით – „ქართული ღირებულებები“, რომელიც მოიცავს ყველაფერს: – ოჯახურ ღირებულებებს, ტრადიციებს, ადათ-წესებს, ქრისტიანობას, ქალბატონობისადმი განსაკუთრებულ პატივისცემას, მით უფრო ისტორიულად საქართველოს სწორედ ქალბატონი ჰყავდა მეფედ – თამარ მეფე და მრავალი სხვა.

ქართულ ოჯახს თავისი კონსტიტუცია აქვს და ამით ვართ ჩვენ გამორჩეული ერი. ამასთანავე, ძალიან მნიშვნელოვანია საქართველოსთვის დამახასიათებელი ტოლერანტობა და ის ფაქტი, რომ საუკუნეებს ითვლის საქართველოში სხვადსხვა ეროვნების ადამიანებთან ჩვენი თანაცხოვრება და შესისხლხორცებული ადათ-წესები და ტრადიციები.

♦️ ეს არის ჩემი მოსაზრება, თუმცა წარმოდგენილი პროექტთან მიმართებაში არ მაქვს საწინააღმდეგო არაფერი, რადგან ვთვლი, რომ მისი მიღება აუცილებელია.

♦️ საერთოდ მივესალმებოდი, თუკი სკოლებში შემოვა ასეთი საგანი „ქართული ღირებულებების“ შესახებ, რომელიც ჩვენი წინაპრების მონაპოვარია“. – აღნიშნა დეპუტატმა.

♦️ პოლიტიკური ჯგუფის თავმჯდომარემ ოზურგეთში გამართულ შეხვედრაზე დამსწრე საზოგადოებისა და ზოგადად გურიის კუთხის მიმართ განსაკუთრებული პატივისცემა გამოხატა და ხაზი გაუსვა იმ ფაქტს, რომ სწორედ გამოჩენილმა ქართველებმა, წარმოშობით გურიიდან როგორებიც იყვნენ – ნოდარ დუმბაძე, ზაურ ბოლქვაძე, ჯემალ ჭკუასელი, ანზორ ერქომაიშვილი, და სხვები უდიდესი წვლილი შეიტანეს საქართველოს ისტორიაში.

Bir cevap yazın

E-posta hesabınız yayımlanmayacak.

Bu <abbr title="Köprü Metni İşaretleme Dili">HTML</abbr> etiketlerini ve niteliklerini kullanabilirsiniz: <a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <s> <strike> <strong>

*