Belli bir grup, cesur bir adamın kabul edemeyeceği şekillerde ordudan ayrılmaya çalışıyor - Fridon bir mühendis.

📍 გარკვეული ჯგუფი ცდილობს ვაჟკაცისთვის მიუღებელი გზებით როგორმე ჯარიდან თავი დაიძვრინოს – ფრიდონ ინჯია

🔷 საზოგადოების გარკვეული ჯგუფი ცდილობს ყველაფერი გააკეთოს იმისთვის, რომ ჯარში არ იმსახუროს, ამის მიზეზი კი ქვეყანაში პატრიოტული და ეროვნული იდეოლოგიის არარსებობაა.

🔷 ამის შესახებ პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე პოლიტიკური ჯგუფის „ევროპელი სოციალისტების“ თავმჯდომარემ ფრიდონ ინჯიამ განაცხადა.

🔷 „საზოგადოების გარკვეული ჯგუფი ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ ჯარს თავი აარიდოს და არ იმსახუროს, ეს ბოლო 30 წლის განმავლობაში არსებული პოლიტიკის შედეგია. ამ 30 წლის განმავლობაში მთავრობებს ჰქონდათ სხვადასხვა მიმართულებები, მაგრამ არც ერთს არ ჰქონდა გამოკვეთილი ეროვნული იდეოლოგია. ყველა მიბმული იყო მხოლოდ თავისუფლების იდეას. ხოლო, როდესაც ძირითადი მოტივი არის თავისუფლება და ის არ არის გამყარებული იდეოლოგიით, ქვეყანა ინგრევა. მხოლოდ თავისუფლების ძახილმა მიგვიყვანა იქამდე, რომ ამბობენ, რასაც მინდა იმას გავაკეთებ, სხეული ჩემია და როგორც მინდა ისე მოვიხმარ… 30 წლის წინ ვინმე წარმოიდგენდა, რომ ქართველი ვაჟკაცისთვის მიუღებელი გზებით ეცდებოდნენ როგორმე დაეძვრინათ თავი ჯარიდან? “ – განაცხადა ფრიდონ ინჯიამ.

🔷 დეპუტატმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ საქართველოს პოლიტიკა ცალსახად არის მშვიდობიანი, და ქვეყნის ერთიანობასთან დაკავშირებული პრობლემები მშვიდობიანი გზით უნდა გადაიჭრას.

🔷 „ჯარში მსახური მხოლოდ საომრად მზადებაზე არ არის მიმართული. იქ არის მეგობრობა, პატრიოტიზმი, დამოუკიდებლობა, იარაღთან მოპყრობის სწავლა, უფროს-უმცროსობა და მრავალი სხვა რამ, რაც ქვეყანას სჭირდება. ამიტომ თუ თავისუფლების იდეასა და დემოკრატიასთან ერთად არ ჩაიდო იდეოლოგია, რომელიც ქვეყნის ინტერესებიდან, თუ ქვეყნის სიყვარულიდან, ადათ-წესებიდან გამომდინარეობს, არაფერი გამოგვივა. თუ ამ ქვეყნის მოქალაქე ხარ, ვალდებული ხარ ვაჟკაცი თუ ხარ, ან ქალი, ემსახურო სამშობლოს“, – აღნიშნა დეპუტატმა ინჯიამ.

Bir cevap yazın

E-posta hesabınız yayımlanmayacak.

Bu <abbr title="Köprü Metni İşaretleme Dili">HTML</abbr> etiketlerini ve niteliklerini kullanabilirsiniz: <a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <s> <strike> <strong>

*