საქართველოს პარალმენტის პოლიტიკური ჯგუფის „ევროპელი სოციალისტების“ თავმჯდომარემ ფრიდონ ინჯიამ საგარეო საქმეთა მინისტრის ილია დარჩიაშვილის გამოსვლას საქართველოს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე სამაგალითო და უმნიშვნელოვანესი უწოდა

📍 საქართველოს პარალმენტის პოლიტიკური ჯგუფის „ევროპელი სოციალისტების“ თავმჯდომარემ ფრიდონ ინჯიამ საგარეო საქმეთა მინისტრის ილია დარჩიაშვილის გამოსვლას საქართველოს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე სამაგალითო და უმნიშვნელოვანესი უწოდა.


🔷 ქვეყნის უმაღლეს საკანონმდებლო ორგანოში ილია დარჩიაშვილმა ინტერპელაციის წესით დეპუტატების შეკითხვებს უპასუხა.

🔷 ფრიდონ ინჯიამ თავის გამოსვლაში ყურადღება გაამახვილა საქართველოს ხელისუფლების მხრიდან სწორი საშინაო და საგარეო პოლიტიკის გატარების აუცილებლობაზე ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე.
პოლიტიკური ჯგუფის თავმჯდომარის განცხადებით, დღეს ჩინეთის სახალხო რესპუბლიკა თავისი ეკონომიკური მიღწევებითა და წინსვლით მსოფლიოში მეორე ქვეყანაა.

🔷 „ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის შიდა პროდუქტი შეადგენს 23 ტრილიონ ამერიკულ დოლარს, ხოლო ამერიკის შეერთებული შტატების შიდა პროდუქტი 25 ტრილიონი დოლარია. აქ მინდა ხაზი გავუსვა იმ გარემოებას, რომ ამერიკის შეერთებულ შტატებში ეს მონაცემები დაფუძნებულია მომსახურეობის სფეროზე, ხოლო ჩინეთში შიდა პროდუქტის 23 ტრილიონი დოლარი მიღებულია მრეწველობის ხარჯზე და ამაში განსხვავება საკმაოდ დიდია“, – განაცხადა ფრიდონ ინჯიამ.

🔷 პოლიტიკური ჯგუფის თავმჯდომარემ ასევე, ისაუბრა საქართველოსთვის სტრატეგიული მნიშვნელობის ქვეყნების ძირითადი და მთავარი დანიშნულების შესახებ და მაგალითისთვის მოიყვანა ამერიკის შეერთებული შტატები, რომელთანაც საქართველოს თავისუფალი ვაჭრობაც კი არ აქვს.

🔷 „ჩვენს ქვეყანას თავისუფალი ვაჭრობა არ აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებთან. ჩვენ თავისუფალი ვაჭრობა გვაქვს ჩინეთის სახალხო რესპუბლიკასთან. დღეს ნათელი გახდა და ხელისუფლება მიხვდა იმას, რომ საქართველომ უნდა ითანამშრომლოს იმ ქვეყნებთან, რომლებთან პარტნიორული ურთიერთობაც იქნება მომგებიანი ჩვენი ქვეყნისთვის. სავაჭრო ბრუნვის მიხედვით, ჩინეთი იკავებს მე-4 ადგილს საქართველოს უმსხვილეს სავაჭრო პარტნიორებს შორის საერთო მოცულობით 7.8%-იანი წილით“, – აღნიშნა ფრიდონ ინჯიამ.

🔷 რაც შეეხება ანაკლიის პორტის პროექტს, დეპუტატს მიაჩნია, რომ „თუ ამ პროექტის განხორციელებაში ჩინეთი არ მიიღებს მონაწილეობას, მაშინ საქართველომ შეიძლება ვერ მიიღოს 100 მილიონი ტონა ტვირთი, ხოლო თუ პროექტის განხორციელებაში ჩინეთის წილი თუნდაც 10% -ი იქნება, ამით ანაკლიის პორტის მშენებლობის პროექტი იქნება დაცული.

🔷 „სხვა შემთხვევაში, ანაკლიის პორტი იქნება არა მომგებიანი, არამედ სამიზნე, რასაც ვერ ვიტყვი უმნიშვნელოვანეს და სტრატეგიული დანიშნულების ენერგომატარებლების პროექტზე, რომელიც უნდა განხორციელდეს საქართველოს ტერიტორიის გავლით, რასაც გაფრთხილება სჭირდება, რადგან ეს პროექტი ამავდროულად არის ქვეყნის პოლიტიკური სტაბილურობისა და უსაფრთხოების ერთგვარი გარანტი და აქაც ჩინეთის მონაწილეობა არის უმნიშვნელოვანესი ფაქტორი, რომელიც უპირობოდ აღიარებს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას“, – განაცხადა დეპუტატმა.

🔷 რაც შეეხება რუსეთისა და ჩინეთის ურთიერთობას, ფრიდონ ინჯიას მიაჩნია, რომ ჩინეთთან ურთიერთობით შესაძლოა საქართველომ რუსეთთან საერთო ენა გამონახოს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის საკითხთან დაკავშირებით.

🔷 „რუსეთისა და ჩინეთის ურთიერთობით, შესაძლოა საქართველომ რუსეთთან საერთო ენა გამონახოს ისეთ მტკივნეულ საკითხთან მიმართებაში, რომელსაც საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა ჰქვია. 30 წლის განმავლობაში ჩვენ შეშფოთებისა და აღშფოთების გარდა, სხვა ქმედითი ნაბიჯები არ გვინახავს ამ საკითხებთან მიმართებაში, რადგან მათ არ აწყობთ, რომ ჩვენ ეს საკითხი დავალაგოთ რუსეთთან. მათ აწყობთ, რომ ეს დაპირისპირება სულ იყოს, რაც მათთვის მომგებიანია.

🔷 ამერიკის შეერთებულ შტატებს აწყობს, რომ საქართველო დაპირისპირებული იყოს რუსეთთან. ჩინეთის ინტერსებში კი, ასეთი დაპირისპირება არ შედის. ამიტომ ჩვენ უნდა ვიფიქროთ, რომელია ჩვენი ქვეყნისთვის უფრო მომგებიანი?!

🔷 რა არის ისეთი საკითხი, რომელიც ჩინეთთან ურთიერთობის ჭრილში საქართველოს ინტერსებში არ შედის?

🔷 დამერწმუნეთ იმაში, რომ ის სახელმწიფო წყობა, რომელიც დღეს ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაშია, დიდად განსხვავდება იმ კომუნისტური რეჟიმისგან, რომელიც იყო საქართველოში.

🔷 დღეს ჩინეთი შეიძლება ჩაითვალოს პირველ ქვეყანად კორუფციასთან ბრძოლის საქმეში და ამ პროცესებს ჩინეთის ხელისუფლება მართავს მილიარდნახევრიან ქვეყანაში. მიმაჩნია, რომ ჩინეთის სახალხო რესპუბლიკიდან ბევრი წარმატებული სოციალური პროექტის გაზიარება არის შესაძლებელი“,- აღნიშნა დეპუტატმა

🔷 კიდევ ერთხელ, რომ დავუბრუნდე სტრატეგიული პარტნიორის ცნებას, სტრატეგიული ხდება ქვეყანა, თუკი მას ეკონომიკური პარამეტრებიდან გამომდინარე აქვს ურთიერთთანამშრომლობა სახელმწიფოსთან. ეს იქნება სავაჭრო ბრუნვა თუ თავისუფალი ვაჭრობა. რატომ არ გვაქს ჩვენს სავაჭრო ურთიერთობა ამერიკასთან, რომელიც ჩვენი ქვეყნისთვის სტრატეგიული პარტნიორია? იმიტომ, რომ ეს უბრალოდ პოლიტიკაა იმისთვის, რომ ამერიკამ საქართველოზე კონტროლი მუდმივად განახორციელოს, რომ საქართველო სულ იყოს საჭირო ამერიკის მიზნებისთვის.

🔷 ამ შემთხვევაში, ჩემი აზრით, ამერიკის შეერთებულ შტატებსა და ჩინეთს შორის ძალიან დიდი განსხვავებაა. ამიტომ ხელისუფლებამ ზუსტად ის უნდა გააკეთოს, რაც მომგებიანია ქვეყნისთვის და ხალხისთვის“, – განაცხადა ფრიდონ ინჯიამ.

🔷 ამასთან, დეპუტატმა დადებითად შეაფასა რამდენიმე თვის წინ საქართვლოს დელეგაციის ვიზიტი პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის ხელმძღვანელობით ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში, სადაც დელეგაციას პირადად ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის პრეზიდენტმა სი ძინპინმა უმასპინძლა. რაც დეპუტატის აზრით, საქართველოს ხელისუფლებისა და ქართველი ხალხის უდიდესი პატივისცემის გამოხატულება იყო.

Bir cevap yazın

E-posta hesabınız yayımlanmayacak.

Bu <abbr title="Köprü Metni İşaretleme Dili">HTML</abbr> etiketlerini ve niteliklerini kullanabilirsiniz: <a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <s> <strike> <strong>

*