Fridon Injia, Kültür, Spor ve Gençlik Bakanı'na çeşitli girişimlerde bulundu

📍 ფრიდონ ინჯიამ კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრს რამდენიმე ინიციატივით მიმართა

🔷 საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის „ევროპელი სოციალისტების“ თავმჯდომარემ ფრიდონ ინჯიამ საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრს თეა წულუკიანს პარლამენტში გამართული „მინისტრის საათის“ ფორმატში რამდენიმე ინიციატივითა და შეკითხვით მიმართა.

🔷 როგორც დეპუტატმა აღნიშნა, მიუხედავად იმისა, რომ საქართველო პატარა ქვეყანაა, ამ პატარა ქვეყნის სპორტისა და კულტურის მინისტრობა დიდი პასუხისმგებლობა და, ამავე დროს, დიდი სიამაყეა, რადგან ქართველები შემოქმედი ხალხია.

🔷 „თქვენ ამას ღირსეულად ასრულებთ. სიმკაცრე არ გაკლიათ, მაგრამ მე ვისურვებდი, უფრო მკაცრი იყოთ იმიტომ, რომ სიმკაცრე ხალხს უფრო მეტად უყვარს“, – აღნიშნა ფრიდონ ინჯიამ.

🔷 მისი თქმით, ქვეყანას ბევრი წარმატებული და გამოჩენილი სპორტსმენი ჰყავს, და მათთვის დიდი სტიმული იქნება, თუ მინისტრის წარდგინებით, საპატიო ორდენებით ან მედლებით დაჯილდოვდებიან, რაც ამ სახელოვანი სპორტსმენების ღვაწლისა და შრომის დაფასების კიდევ ერთი გამოვლინება იქნება.
გარდა ამისა, დეპუტატი მიიჩნევს, რომ ქართულ სატელევიზიო სივრცეში უნდა იყოს სპორტული არხი, რომელიც 24 საათის განმავლობაში მაუწყებლობას განახორციელებს, და კარგი იქნება, თუ ეს არხი სამინისტროს ეგიდით შეიქმნება.

🔷 ფრიდონ ინჯიამ ასევე ქართულ კულტურულ მემკვიდრეობაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ IV-V საუკუნეებით დათარიღებული აბედათის ციხესიმაგრე, რომელიც მარტვილის მუნიციპალიტეტში მდებარეობს, რეაბილიტაციას საჭიროებს.

🔷 „იქედან გამომდინარე, რომ ბიუჯეტში იმაზე მეტი სახსრების მობილიზება ხერხდება, ვიდრე დაგეგმილი იყო, ხომ არ იქნება შესაძლებელი, გამონაკლისის სახით, მოხერხდეს ამ ძეგლის რეაბილიტაცია“, – განაცხადა ფრიდონ ინჯიამ.

🔷 როგორც კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრმა თეა წულუკიანმა საპასუხოდ აღნიშნა, აბედათის ციხესიმაგრის სარეაბილიტაციო საჭიროებებს ადგილზე შეისწავლის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს სპეციალური ჯგუფი და ამის შემდეგაც განისაზღვრება, თუ რის გაკეთებას შეძლებს მომავალში სამინისტრო.

Bir cevap yazın

E-posta hesabınız yayımlanmayacak.

Bu <abbr title="Köprü Metni İşaretleme Dili">HTML</abbr> etiketlerini ve niteliklerini kullanabilirsiniz: <a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <s> <strike> <strong>

*