საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის „ევროპელი სოციალისტების“ თავმჯდომარე ფრიდონ ინჯია გამოდის ინციატივით შეიქმნას სპეციალური სახელმძღვანელო „ქართული ღირებულებების“ შესახებ, რომელიც სკოლებში შეისწავლება

🔴 საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის „ევროპელი სოციალისტების“ თავმჯდომარე ფრიდონ ინჯია გამოდის ინციატივით შეიქმნას სპეციალური სახელმძღვანელო „ქართული ღირებულებების“ შესახებ, რომელიც სკოლებში შეისწავლება.

🔴არანაკლებ მნიშვნელოვანი იქნება, რომ ასეთი სახელმძღვანელო გადაითარგმნოს და ევროპაში დაიწყოს „ქართული ღირებულებების“ სწავლება.

🔷ამის შესახებ დეპუტატმა ამბროლაურში მოსახლეობასთან შეხვედრაზე განაცხადა, სადაც „საქართველოს კონსტიტუციაში ცვლილების შეტანის შესახებ“ და „ოჯახურ ღირებულებათა და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კონსტიტუციურ კანონპროექტებთან დაკავშირებით საყოველთაო-სახალხო განხილვა გაიმართა.

🔷ფრიდონ ინჯიას თქმით, მისი შეხედულებით, კარგი იქნებოდა კანონპროექტში სათაური „ოჯახური ღირებულებები“ შეიცვალოს ტერმინით „ქართული ღირებულებები“, რადგანაც ქართული ღირებულებები ფართო ცნებას მოიცავს, როგორიც არის: ოჯახური ღირებულებები, ქრისტიანობა, მართლმადიდებლობა, დედაენის უდიდესი სიყვარული და პატივისცემა, მამულიშვილობა და მრავალი სხვა.

🔷„საერთო სახალხო განხილვის პროცესში მე აღმოვჩნდი როგორც ერთერთი ოპოზიციური პარტიის თავმჯდომარე და მინდა აღვნიშნო, რომ იყო ოპოზიციონერი არ ნიშნავს იყო ხელისუფლების და ქვეყნის წინაღმდეგი. მიმაჩნია, რომ ამ გუნდთან, რომელიც დღეს ხელისუფლებაშია, შესაძლებელია თანამშრომლობა სხვადასხვა საკითხებთან დაკავშირებით, განსაკუთრებით იმ თემების ირგვლივ, რომელიც ასე აქტუალურია ბოლო პერიოდში, რაც მისაღებია ჩემთვის და ჩემი ხალხისთვის. ამიტომ, ვთვლი, რომ ამ პროცესში მეც უნდა გამოვხატო ჩემი პოზიცია და დავაფიქსირო ჩემი პოლიტიკური პარტიის პოზიცია“, – განაცხადა დეპუტატმა.

🔷პოლიტიკური ჯგუფის თავმჯდომარის აზრით, ბოლო პერიოდში ქვეყანა საკმაოდ დიდი გამოწვევების წინაშე დგას და ხაზგასასმელია ის გარემოება, რომ ამ პროცესებს დღევანდელი ხელისუფლება ღირსეულად და ვაჟკაცურად უმკლავდება.

🔷„მაგალითისთვის შემიძლია მოვიყვანო საქართველოსთვის ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მინიჭების საკითხი, როდესაც საქართველოს ხელისუფლებამ პრინციპული პოზიცია დაიკავა და ცალსახად განაცხადა, რომ საქართველო ევროკავშირმა უნდა მიიღოს ისეთი როგორიც არის.

🔷როცა საუბარია ოჯახურ ღირებულებებზე, მე ვიტყოდი, რომ უმჯობესია ეს შეიცვალოს ქართული ღირებულებებით, რადგან ქართული ღირებულებების ცნება თავად მოიცავს ოჯახურ ღირებულებებს, ტრადიციებს, ქრისტიანობას, მამულიშვილობას და მრავალი სხვა.

🔷აქვე მინდა აღვნიშნო, რომ კარგი იქნებოდა გამოიცეს სახელმძღვანელო „ქართული ღირებულებების“ შესახებ, რომელიც შეისწავლება სკოლებში. არანაკლებ მნიშვნელოვანი იქნება, რომ ასეთი სახელმძღვანელო გადაითარგმნოს და ევროპაში დაიწყოს „ქართული ღირებულებების“ სწავლება, რადგან სწორედ ქართულ ღირებულებებზე დგას ჩვენი სახელმწიფო და ნამდვილად დროულია საქართველოს ხელისუფლების გადაწყვეტილება სახელმწიფოსთვის მნიშნელოვანი და საკვანძო კანონპროექტების შემოღების შესახებ.

🔷სწორედ ქართული ღირებულებების დაცვით იქნება შესაძლებელი სახელმწიფოს მშენებლობა, განვითარება და ჩვენი მომავალი თაობების დაცვა“, – გააცხადა ფრიდონ ინჯიამ.

🔷პოლიტიკური ჯგუფის თავმჯდომარემ ამბროლაურში მოსახლეობასთან გამართულ შეხვედრაზე განსაკურებული სითბოთი და პატივისცემით მოიგონა ცნობილი ქართველი პიროვნებები, რომლებიც წარმომავლობით სწორედ რაჭიდან გახლდათ, როგორებიც იყვნენ: ზურაბ ქაფიანიძე, თენგიზ არჩვაძე, ომარ მხეიძე, ალექსანდრე ჯაველიძე და მრავალი სხვა.

🔷დეპუტატმა ასევე, ხაზი გაუსვა რაჭის კუთხის განსაკუთრებულ დამახასიათებელ თვისებებს, რომელიც ქართული ღირებულებების, ძირითადი ტრადიციებისა და ფასეულობების ერთერთი უმთავრესი შემადგენელი ნაწილია საქართველოს სხვა კუთხეებთან ერთად.

Bir cevap yazın

E-posta hesabınız yayımlanmayacak.

Bu <abbr title="Köprü Metni İşaretleme Dili">HTML</abbr> etiketlerini ve niteliklerini kullanabilirsiniz: <a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <s> <strike> <strong>

*