📍 საქართველოს პარლამენტში გამართული პრეზიდენტ ზურაბიშვილის იმპიჩმენტის პროცედურით პირველ რიგში მოხდა ლუსტრაცია, თუ ვინ სად არის ქართულ პოლიტიკურ ველზე. სად არის სალომე ზურაბიშვილი, „ნაციონალური მოძრაობა“ და მისი შტოები და მათ მიმატებული 4 ევროპარლამენტარი, რომლებმაც მოამზადეს სპეციალური განცხადება ზურაბიშვილის იმპიჩმენტის პროცესთან დაკავშირებით;
📍 იმპიჩმენტის პროცედურით გადარჩა ქვეყნის კონსტიტუცია. სახელმწიფომ აჩვენა, რომ კონსტიტუცია არის უზენაესი კანონი. სასამართლო სისტემამ აჩვენა კანონის უზენაესობა და ეს იქნება მაგალითი მომავალი პრეზიდენტებისთვისაც;
📍 საქართველოში განვითარებულმა ბოლო პროცესებმა კარგად აჩვენა მმართველი პარტიის მიერ გასულ წლებში განხორციელებული არასწორი საკადრო პოლიტიკა და ეს უნდა დამთავრდეს, სხვაგვარად ქვეყნის ნორმალური განვითარება არ მოხდება;
📍 მე ვფიქრობ, რომ ახალი წლიდან პოლიტიკა შეიცვლება როგორც საქართველოში, ასევე ამერიკის შეერთებულ შტატებში;
📍 ხელისუფლებამ უნდა იმოქმედოს მხოლოდ ქვეყნის ინტერსებიდან გამომდინარე როგორც პოლიტიკური, ასევე ეკონომიკური თვალსაზრისით;
📍 დიდ იმედს გამოვთქვამ ქართული ღვინის ექსპორტზე ჩინეთში და რა თქმა უნდა არ უნდა დავკარგოთ რუსეთისა და ბელორუსის ბაზარი;
📍 აუცილებელი და მნიშვნელოვანია რუსეთთან პირდაპირი დიალოგის დაწყება და პასუხისმგებლობის აღება მმართველი პარტიის პოლიტიკური ლიდერების მხრიდან და ამ პასუხისმგებლობის გარანტი არის საქართვლოს კეთილდღეობა და მასზე ზრუნვა. ეს საქართველოს ინტერსებშია;
📍 უმნიშვნელოვანესი და სტრატეგიული დანიშნულებისაა ენერგომატარებლების პროექტი, რომელიც უნდა განხორციელდეს საქართველოს ტერიტორიის გავლით, რასაც გაფრთხილება სჭირდება, რადგან ეს პროექტი ამავდროულად არის ქვეყნის პოლიტიკური სტაბილურობისა და უსაფრთხოების ერთგვარი გარანტი;
📍 ქართველი ხალხი ბრძენია, ჩვენს ქვეყნას აქვს საუკუნეების ისტორია და მე მჯერა, რომ საქართველო ღირსეულად გაივლის ამ გზას;