Kategori Arşivleri: Haberler

2008 savaşını tüm yönleriyle araştırmak ve sorulara yanıt bulmak, ihanetin bir daha yaşanmaması için sonraki hükümetlere ders olacaktır. - Fridon Injia

🔴 2008 წლის ომის ყველა ასპექტის გამოძიება და კითხვებზე პასუხების გაცემა იქნება გაკვეთილი შემდგომი ხელისუფლებებისთვისაც, რომ ღალატი აღარ განმეორდეს – ფრიდონ ინჯია

🔴 2008 წლის აგვისტოს ომის ყველა ასპექტის გამოძიება საჭიროა საქართველოს მომავალი ისტორიისთვის და საზოგადოებისთვის, როგორც მაგალითი იმისა, რომ მსგავსი შეცდომები, ან წინასწარ დაგეგმილი ღალატი აღარ განმეორდეს, და ეს იყოს გაკვეთილი ყველა შემდგომი ხელისუფლებისთვისაც.

🔶 ამის თაობაზე საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის „ევროპელი სოციალისტების“ თავმჯდომარემ ფრიდონ ინჯიამ ტელეკომპანია POS TV-ს გადაცემა „პოსტანალიტიკაში“ განაცხადა.

🔶 „ევროპელი სოციალისტები“ უმაღლეს საკანონმდებლო ორგანოში გამოვიდნენ ინიციატივით აგვისტოს ომთან დაკავშირებით საპროკურორო გამოძიების დაწყებისა და საპარლამენტო საგამოძიებო კომისიის შექმნის თაობაზე.
„ის ფაქტი, რომ დავკარგეთ საქართველოს ტერიტორიების 20%, შემთხვევითი არ არის, და ამაზე ხომ აგებს ვიღაც პასუხს? შემთხვევითი არ არის, რომ 1000-ზე მეტმა ქართველმა ჯარისკაცმა, რომლებიც კოდორის ხეობაში იყვნენ, უბრძოლველად მიატოვეს ყველაფერი. ვიღაცამ ხომ გასცა ამის ბრძანება? კითხვები არსებობს იმასთან დაკავშირებითაც, თუ როგორ ხდებოდა კორექტირება ქვემეხებისა და თვითმფრინავების, თუ რა ობიექტები გაენადგურებინათ საქართველოს ტერიტორიაზე.
ეჭვი მაქვს, რომ ეს ყველაფერი ერთი დღის შემოქმედება არ იყო. ეს იყო თვეების შემოქმედება, სადაც ყველაფერი იყო დაგეგმილი როგორც რუსეთის მხრიდან, ისე საქართველოს მხრიდან. მე მინდა პასუხი მივიღო! მე მინდა დადგინდეს ყველაფერი – ვინ, როგორ და რას აკეთებდა“, – ხაზგასმით აღნიშნა დეპუტატმა ფრიდონ ინჯიამ.

🔶 მან 2008 წელს ხელმოწერილი ცეცხლის შეწყვეტის სამმხრივ ხელშეკრულებაზეც ისაუბრა და განაცხადა, რომ უნდა გაირკვეს, ვის რა როლი აქვს დოკუმენტის ამ ფორმით მიღებაში.
„პასუხი უნდა გაეცეს:
• როგორი იყო ცეცხლის შეწყვეტის შესახებ სამმხრივი ხელშეკრულების პროექტი, როგორ იქნა იგი მიღებული, და ვის რა როლი აქვს ამაში;
• რა გამოიწვია ამ ხელშეკრულებამ;
• იყო თუ არა შესაძლებელი თავიდან აგვეცილებინა ტერიტორიების დაკარგვა, და რა იყო ამისთვის საჭირო
• რატომ მოხდა ასე, ხომ შეიძლებოდა სხვანაირად გადაწყვეტილიყო?“, – აღნიშნა ინჯიამ.

🔶 მოსახლეობის გათვითცნობიერების საჭიროებასა და ხელმოწერების შეგროვებაზე მან აღნიშნა, რომ 2008 წლის ომის გამოძიების აუცილებლობა დღეს უფრო აქტუალურად დგას, ვიდრე წელიწადნახევრის წინ, როდესაც „ევროპელი სოციალისტები“ ამ საკითხს პარლამენტის ტრიბუნიდან და სხვადასხვა მედიასაშუალებით მოითხოვდნენ, რადგან ხელისუფლება აქტიურად საუბრობს საქართველოში მეორე ფრონტის გახსნის საფრთხის თაობაზე.

🔶 „14 წელი გავიდა, ბევრს ავიწყდება… პროკურატურაში ძალიან ბევრი საქმეა თაროზე შემოდებული, და ამაზე კონტროლი არ არის, ისინი ჩამოსაღებია, და კანონი უნდა კანონობდეს. კანონის უზენაესობის მაგალითი უნდა ვაჩვენოთ, თუნდაც ევროპას… კიდევ ვიმეორებ – 2008 წლის აგვისტოს მსგავსი რამ არ უნდა განმეორდეს. მით უმეტეს ახლა, როდესაც ხელისუფლების წარმომადგენლები ძალიან ხშირად აცხადებენ მეორე ფრონტის საშიშროებაზე. როდესაც მიდის დაჟინებული საუბარი, რომ საქართველომ მკაფიო პოზიცია უნდა დაიკავოს, ეს უკვე 2008 წლის გაგრძელებაა … გავავლოთ პარალელი იმ დროინდელ მოვლენებთან… საქართველოს ცენტრალური მაგისტრალიდან 150 მეტრში დგას რუსეთის ჯარი. წარმოგიდგენიათ, რა საშიშროების წინაშე ვართ? ყველა გაუაზრებელმა ქმედებამ შეიძლება საქართველოს მთლიანად დაკარგა გამოიწვიოს. ჩვენ პატარა ქვეყანა ვართ – 69 000 კმ2 იყო და დაგვრჩა 43 000 კმ2 . ჩვენ უკან დასახევი არ გვაქვს, არ გვაქვს ტერიტორიები, რომ ასე თავისუფლად დავარიგოთ და მოვიშოროთ“, – განაცხადა ფრიდონ ინჯიამ და ხელისუფლებას მაქსიმალური სიფრთხილისკენ და სიმტკიცისკენ მოუწოდა.

Fridon Injia, Rustavi-2 TV'ye verdiği röportajda, meslektaşlarımı bu adımın 2008 savaşıyla ilgili var olan çeşitli görüşlere son vermek için atılacağına ikna edebileceğimi düşünüyorum.

📍 საქართველოს პარლამენტის პოლიტიკური ჯგუფის „ევროპელი სოციალისტების“ თავმჯდომარე ფრიდონ ინჯია მიიჩნევს, რომ 2008 წლის აგვისტოს ომთან დაკავშირებით არსებულ სხვადასხვა მოსაზრებებს წერტილი უნდა დაესვას, რისთვისაც მნიშვნელოვანია პარლამენტის წევრთა მხარდაჭერა დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნის მიზნით.

🔸 „მე ვფიქრობ, რომ მე შევძლებ დავარწმუნო კოლეგები, რომ ეს ნაბიჯი გადაიდგას იმისთვის, რომ წერტილი დაესვას სხვადასხვა მოსაზრებებს, რომლებიც არსებობს 2008 წლის ომთან დაკავშირებით“. – განაცხადა ფრიდონ ინჯიამ ტელეკომპანია „რუსთავი -2“ თან ინტერვიუსას.

🔸 „თუ ჩვენ გვექნება პარლამენტის წევრთა 1/3 -ის მხარდაჭერა, ეს არის 50 დეპუტატის ხმა, მაშინ შეიქმნება დროებითი საგამოძიებო კომისია, რეგლამენტის გათვალისწინებით და იქ იქნება განსაზღვრული ის საკითები, რომლებიც უნდა იყოს გამოძიებული“. – აღნიშნა ფრიდონ ინჯიამ.

საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის “ევროპელი სოციალისტების” თავმჯდომარემ ფრიდონ ინჯიამ უმაღლეს საკანონმდებლო ორგანოში პრეს-კონფერენცია გამართა

👉 ფრიდონ ინჯია 2008 წლის აგვისტოს ომთან დაკავშირებით დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნის ინიციატივით გამოდის.

📍 საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის „ევროპელი სოციალისტების“ თავმჯდომარემ ფრიდონ ინჯიამ ამ თემასთან დაკავშირებით უმაღლეს საკანონმდებლო ორგანოში პრეს-კონფერენცია გამართა.

🔴 „რამდენიმე კვირის წინ გაჟღერდა ინიციატივა საზოგადოების წარმომადგენლების მხრიდან 2008 წლის აგვისტოს ომის გამოძიებასთან დაკავშირებით.

🔴ეს მოთხოვნა და ამის აუცილებლობა ჩვენი პარტიის საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის მიერ არაერთხელ გაჟღერდა პარლამენტის ტრიბუნიდან და მედიაში.

🔴 ჭეშმარიტება, თუ რა და როგორ მოხდა, რის შედეგად დავკარგეთ ტერიტორიები აინტერესებს საზოგადოებას და იმ 408 ადამიანის ჭირისუფალს, რომელიც დაიღუპა ამ ომში. პასუხი უნდა გავცეთ, მათ ოჯახებს. გარდა ამისა, ეს სჭირდება ჩვენს მომავალს, ჩვენს ისტორიას იმისთვის, რომ, იქ არ იყოს გაუგებრობის შავი ლაქები.

🔴 ომი შეაფასა ტალიავინის კომისიამ, მოგვიანებით, ომის დაწყების ქრონოლოგია აისახა ევროსაბჭოს რეზოლუციაში, რომელსაც „ნაციონალურმა მოძრაობამაც“ დაუჭირა მხარი. ომის თემაზე თავისი პოზიცია აქვს დაფიქსირებული საქართველოს მოქმედ პრეზიდენტს, როდესაც ის საპრეზიდენტო არჩევნებში იღებდა მონაწილეობას.

🔴 მიუხედავად ამისა, დღემდე ქართულ საზოგადოებას არა აქვს მკაფიო ინფორმაცია იმასთან დაკავშირებით, თუ რა მოხდა სინამდვილეში 2008 წლის აგვისტოში:

❓– რატომ დავკარგეთ ქვეყნის ტერიტორიების 20%;

❓– შეიძლებოდა თუ არა ქვეყნისთვის ამ უდიდესი დანაკარგის თავიდან აცილება;

❓– რას ურჩევდნენ, თუ მიუთითებდნენ სააკაშვილის ხელისუფლებას ჩვენი საერთაშორისო პარტნიორები;

❓– ვინ და რა როლი ითამაშა ცეცხლის შეწყვეტის შესახებ სამმხრივი ხელშეკრულების მიღებაში;

❓– ვისი ბრძანებით და რატომ დატოვა კოდორის ხეობა უბრძოლველად 1000-ზე მეტმა ქართველმა ჯარისკაცმა;

❓– რა ღირებულების სამხედრო ტექნიკა ჩამოიწერა ომის შემდეგ და, საერთოდ, იყო თუ არა ეს ტექნიკა და სად იყო განლაგებული;

❓– საქართველოს მხრიდან, უფლებამოსილი პირების გარდა, ვინ მონაწილეობდა, გადაწყვეტილებების მიღებაში და მრავალი სხვა საკითხი, რომელიც საზოგადოებაში დღემდე მუსირებს;

🔴 მიგვაჩნია, რომ თითოეულ ამ საკითხს საფუძვლიანი გამოძიება ჭირდება, რასაც ჩვენ დიდი ხანია ვაცხადებთ. შესაძლებელია გამოძიების დაწყება როგორც პროკურატურის მიერ, ასევე საპარლამენტო საგამოძიებო კომისიის ფორმატში. საქართველოს ტერიტორიების 20 პროცენტის დაკარგვა თუ გადაცემა, დაუსჯელი არ უნდა დარჩეს!

🔴შესაბამისად, ჩვენი პარტია იწყებს ხელმოწერების შეგროვებას 2008 წლის ომის თემაზე – საპროკურორო გამოძიების დაწყების, ასევე ამ თემაზე საპარლამენტო საგამოძიებო კომისიის შექმნის მიზნით. ხელმოწერების შესაგროვებლად ჩავალთ ყველა რეგიონში და ხალხს განვუმარტავთ, თუ რა შეიძლება მოჰყვეს ახალ ომს, ასევე 2008 წლის ომის გამოძიების შედეგების მნიშვნელობას.

ეს საკითხი მით უფრო აქტუალურია დღეს იმიტომ, რომ ხელისუფლების წარმომადგენლები ღიად საუბრობენ საქართველოში, მეორე ფრონტის გახსნის საფრთხეებზე.

🔴 ჩვენ, ყველაფერი უნდა ვიღონოთ, რათა საქართველოში აღარასოდეს განმეორდეს ის, რაც მოხდა 2008 წლის აგვისტოში.

🔴 დარწმუნებული ვართ, რომ 2008 წლის ომის საფუძვლიანი გამოძიება ახალი ომის პრევენციაში მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს“.

Fridon Injia, Parlamentonun ve Gürcü toplumunun Ağustos 2008 savaşıyla ilgili geçici bir soruşturma komisyonu oluşturma girişimini destekleyeceğinden emin.

🔴 ფრიდონ ინჯია დარწმუნებულია, რომ პარლამენტი და ქართული საზოგადოება მხარს დაუჭერს საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის “ევროპელი სოციალისტების” ინიციატივას 2008 წლის აგვისტოს ომთან დაკავშირებით დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნის შესახებ.

🔹 საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის „ევროპელი სოციალისტების“ თავმჯდომარემ ფრიდონ ინჯიამ უმაღლეს საკანონმდებლო ორგანოში გამართული პრეს-კონფერენციის შემდეგ ჟურნალისტების შეკითხვებს უპასუხა.

🔹 კითხვაზე, როგორ ფიქრობთ, დაუჭერენ თუ არა მხარს პარლამენტში ზემოთ აღნიშნულ ინიციატივას, და ასევე, ექნება თუ არა ამ იდეას საზოგადოების მხარდაჭერა, ფრიდონ ინჯიამ აღნიშნა, რომ საპარლამენტო პოლიტიკურ ჯგუფს ამ საკითხზე წინასწარი კონსულტაციები არ გაუმართავს პარლამენტში, თუმცა, დღეს არსებული სიტუაციიდან გამომდინარე, ეს საკითხი უფრო აქტუალური გახდა.

🔹 „ვფიქრობ, ეს საკითხი დღეს უფრო აქტუალური გახდა, ვიდრე ჩვენ ამას ვაცხადებდით ორი თუ, წელიწად ნახევრის უკან. რაც შეეხება საზოგადოების მხარდაჭერას, საზოგადოების უმეტესი ნაწილი ჯერჯერობით არ არის გათვითცნობიერებული ამ საკითხში, თუ რა, როგორ მოხდა. იმიტომ, რომ წლების განმავლობაში იყო სხვადასხვა განცხადებები. საზოგადოებას კი, ესაჭიროება ინფორმაცია იმის შესახებ, თუ რა მოხდა სინამდვილეში. ჩვენ ყველაფრისთვის უნდა ვიყოთ მზად და გადავდგათ შესაბამისი ნაბიჯები, რომ მსგავსი რამ ქვეყანაში არ მოხდეს, სხვა შემთხვევაში, ქვეყანა დაღუპვის პირას იქნება“. – განაცხადა ფრიდონ ინჯიამ.

Gürcistan Parlamentosu Başkan Yardımcısı Avtandil Enukidze, Ağustos 2008 savaşıyla ilgili mevcut spekülasyonların kesin olarak sona erdirilmesi gerektiğine inanıyor.

📍 საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერს ავთანდილ ენუქიძეს მიაჩნია, რომ 2008 წლის აგვისტოს ომის ირგვლივ დღეს არსებულ სპეკულაციებს ერთხელ და სამუდამოდ უნდა დაესვას წერტილი.

ქვეყნის უმაღლეს საკანონმდებლო ორგანოში გამართულ პრეს-კონფერენციაზე საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის „ევროპელი სოციალისტების“ თავმჯდომარემ ფრიდონ ინჯიამ გააკეთა განცხადება 2008 წლის აგვისტოს ომთან დაკავშირებით პარალმენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნის შესახებ.

„წლებია მიდის ამ თემაზე საუბარი და ერთი მხარე აბრალებს მეორეს. მიმაჩნია, რომ ამ საკითხს ერთხელ და სამუდამოდ უნდა დაესვას წერტილი და ქვეყანას ბოლოსდაბოლოს ეცოდინება, თუ ვინ არის დამნაშავე და ეს სპეკულაციაც დასრულდება. ეს ერთგვარად იქნება მთავრობის გაფრთხილებაც, რომ მსგავსი დანაშაული დაუშვებელია“ – განაცხადა ავთანდილ ენუქიძემ.