Fridon Injia认为,为了应征入伍,年轻人应该受到尽可能多的激励和特权,在这方面,政府向公众提供适当的信息非常重要。国家最高立法机构国防部副部长格里戈尔·焦尔加泽提出了《国防法》修正案的项目。

📍 საქართველოს პარლამენტის პოლიტიკური ჯგუფის „ევროპელი სოციალისტების“ თავმჯდომარეს ფრიდონ ინჯიას მიაჩნია, რომ სავალდებულო სამხედრო სამსახურში გასაწვევად ახალგაზრდა უნდა იყოს მაქსიმალურად მოტივირებული და პრივილეგირებული, რასთან დაკავშირებითაც მნიშვნელოვანია ხელისუფლების მხრიდან საზოგადოებისთვის შესაბამისი ინფორმაციის სწორად მიწოდების უზრუნველყოფა.
ქვეყნის უმაღლეს საკანონმდებლო ორგანოში თავდაცვის მინისტრის მოადგილემ გრიგოლ გიორგაძემ „თავდაცვის კოდექსში“ ცვლილებების პროექტი წარადგინა.

🔷 დეპუტატის განცხადებით, ზემოთ აღნიშნულთან დაკავშირებით შესაძლოა საჭირო გახდეს შესაბამისი კანონის მიღება.

🔷 „ჯარში გასაწვევად ახალგაზრდა უნდა იყოს მაქსიმალურად პრივილეგირებული და მოტივირებული. ამ თვალსაზრისით წვევამდელებისთვის დაწესდეს შეღავათები, იგივე საბანკო სესხებთან, თუ სხვა სახის ფინანსურ ხელშეწყობასთან დაკავშირებით. ამისთვის ალბათ ცალკე კანონის მიღება იქნება საჭირო. ასევე მნიშვნელოვანია, რომ ეს ინფორმაცია საზოგადობამდე სწორად და გასაგებად იყოს მიტანილი. რისთვისაც საჭირო იქნება სწორი საინფორმაციო კამპანიის ჩატარება, თუ რასთან გვაქვს საქმე.

🔷 მიმაჩნია, რომ თუკი საქართველოს მოქალაქეს ეკუთვნის ჯარში გაწვევა და მას ჯანმრთელობა აძლევს ამის საშუალებას, ეს საკითხი გასაჩივრებას არ უნდა ექვემდებარებოდეს. აქ ცალსახად უნდა მოქმედებდეს კანონი და თავდაცვის სამინისტროს გადაწყვეტილება და ამას არ უნდა სჭირდებოდეს სასამართლო“, – განაცხადა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე ფრიდონ ინჯიამ.

发表回复

您的电子邮件地址不会被公开。

您可以使用这些<abbr title="超文本标记语言">HTML</abbr>标记和属性: <a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <s> <strike> <strong>

*