ფრიდონ ინჯიას მიაჩნია, რომ სავალდებულო სამხედრო სამსახურში გასაწვევად ახალგაზრდა უნდა იყოს მაქსიმალურად მოტივირებული და პრივილეგირებული, რასთან დაკავშირებითაც მნიშვნელოვანია ხელისუფლების მხრიდან საზოგადოებისთვის შესაბამისი ინფორმაციის სწორად მიწოდების უზრუნველყოფა.ქვეყნის უმაღლეს საკანონმდებლო ორგანოში თავდაცვის მინისტრის მოადგილემ გრიგოლ გიორგაძემ „თავდაცვის კოდექსში“ ცვლილებების პროექტი წარადგინა

📍 საქართველოს პარლამენტის პოლიტიკური ჯგუფის „ევროპელი სოციალისტების“ თავმჯდომარეს ფრიდონ ინჯიას მიაჩნია, რომ სავალდებულო სამხედრო სამსახურში გასაწვევად ახალგაზრდა უნდა იყოს მაქსიმალურად მოტივირებული და პრივილეგირებული, რასთან დაკავშირებითაც მნიშვნელოვანია ხელისუფლების მხრიდან საზოგადოებისთვის შესაბამისი ინფორმაციის სწორად მიწოდების უზრუნველყოფა.
ქვეყნის უმაღლეს საკანონმდებლო ორგანოში თავდაცვის მინისტრის მოადგილემ გრიგოლ გიორგაძემ „თავდაცვის კოდექსში“ ცვლილებების პროექტი წარადგინა.

🔷 დეპუტატის განცხადებით, ზემოთ აღნიშნულთან დაკავშირებით შესაძლოა საჭირო გახდეს შესაბამისი კანონის მიღება.

🔷 „ჯარში გასაწვევად ახალგაზრდა უნდა იყოს მაქსიმალურად პრივილეგირებული და მოტივირებული. ამ თვალსაზრისით წვევამდელებისთვის დაწესდეს შეღავათები, იგივე საბანკო სესხებთან, თუ სხვა სახის ფინანსურ ხელშეწყობასთან დაკავშირებით. ამისთვის ალბათ ცალკე კანონის მიღება იქნება საჭირო. ასევე მნიშვნელოვანია, რომ ეს ინფორმაცია საზოგადობამდე სწორად და გასაგებად იყოს მიტანილი. რისთვისაც საჭირო იქნება სწორი საინფორმაციო კამპანიის ჩატარება, თუ რასთან გვაქვს საქმე.

🔷 მიმაჩნია, რომ თუკი საქართველოს მოქალაქეს ეკუთვნის ჯარში გაწვევა და მას ჯანმრთელობა აძლევს ამის საშუალებას, ეს საკითხი გასაჩივრებას არ უნდა ექვემდებარებოდეს. აქ ცალსახად უნდა მოქმედებდეს კანონი და თავდაცვის სამინისტროს გადაწყვეტილება და ამას არ უნდა სჭირდებოდეს სასამართლო“, – განაცხადა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე ფრიდონ ინჯიამ.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი არ გამოქვეყნდება.

თქვენ შეგიძლიათ გამოიყენოთ ეს <abbr title="ჰიპერტექსტის მარკირების ენა">HTML</abbr> ტეგები და ატრიბუტები: <a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <s> <strike> <strong>

*