ყოველთვიური არქივები: დეკემბერი2021

ფრიდონ ინჯია და დავით ზილფიმიანი ორბელიანის სასახლეში

საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის „ევროპელი სოციალისტების“ თავმჯდომარემ ფრიდონ ინჯიამ და პოლიტიკური ჯგუფის წევრმა დავით ზილფიმიანმა მონაწილეობა მიიღეს საქართველოს პრეზიდენტის სალომე ზურაბიშვილის ინიციატივით პრეზიდენტის ორბელიანის სასახლეში გამართულ პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებთან წინასაახალწლო მიღებაში, სადაც ზურაბიშვილმა პოლიტიკური პარტიის წარმომადგენლებს ეროვნული თანხმობის პროცესის დაწყებასთან დაკავშირებით საკუთარი ინიციატივა გააცნო.

გ ა ნ ც ხ ა დ ე ბ ა

ჩვენი პარტიის „ევროპელი სოციალისტების“ ოფისში შემოსულია ამომრჩეველთა ერთი ჯგუფის მომართვა ქართულ მასმედიაში კონკრეტულ დისკრიმინაციულ ფაქტებთან დაკავშირებით. საქმე ეხება ტელევიზიების საშუალებით პირდაპირ ეთერში გასულ უცენზურო ლექსიკას, მიმართულს რუსი ეროვნების ადამიანების მიმართ.

კერძოდ, მიმდინარე 2021 წლის 1-ლ აპრილს ტელეკომპანია „პირველის“ ეთერში სტუდიის სტუმარმა მსახიობმა, ვინმე კახა გოგიძემ, გააკეთა ქსენოფობიური განცხადებები რუსი ეროვნების ადამიანების მიმართ, მან ასევე მოუწოდა ქართველებს, რომ რუს ტურისტებს ურთიერთობის დროს მათ საფრთხე აგრძნობინონ. ეროვნული ნიშნით მან არაერთხელ გამოიყენა სიტყვა „ღორი“. ყოველივე ეს „გამართლებული“ იყო ოკუპაციის თემატიკით. ციტატების ნაწილი: მიწა უნდა ეწვოდეს ყველა რუსს, რუსი ტურისტი აქ არ არის!“ – ავტომატის ჯერი უნდა მიუშვა ამ ღორებს!“ამომრჩეველთა მომართვაში ასევე აღნიშნულია 2014 წლის ივლისში, „რუსთავი 2“-ის დღის გადაცემაში, სპორტული ჟურნალისტის, დიმიტრი ობოლაძის მიერ გაკეთებული ქსენოფობიური, რუსი ეროვნების მოქალაქეებისთვის შეურაცხმყოფელი განცხადებები („ყველა რუსი არის ღორი“ და ა. შ.).

საქართველოს საერთაშორისო ვალდებულებებითა და საქართველოს კონსტიტუციით, დაუშვებელია პიროვნების დისკრიმინაცია და შეურაცხყოფა ნებისმიერი, მათ შორის, ეროვნული თუ ეთნიკური ნიშნით. შესაბამისი ცვლილება შესულია კანონში „მასმედიის შესახებ“ (მუხლი 14, მუხლი 56).რომელშიც წერია რომ:

1) იკრძალება ისეთი ფორმით პროგრამების გადაცემა, რომელიც რაიმე ფორმით რასობრივი, ეთნიკური, რელიგიური ან სხვაგვარი შუღლის გაღვივების , რომელიმე ჯგუფის დისკრიმინაციის ან ძალადობისკენ წაქეზების აშკარა და პირდაპირ საფრთხეს ქმნის.

2) იკრძალება ისეთი პროგრამების გადაცემა, რომელიც მიმართულია პირის ან ჯგუფის ფიზიკური შესაძლებლობების, ეთნიკური კუთვნილების, რელიგიური მსოფლმხედველობის, სქესის, და აშ. გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც ეს აუცილებელია პროგრამის შინაარსიდან გამომდინარე და მიზნად ისახავს არსებული შუღლის ილუსტრირებას.

ჩვენ გვესმის, რომ პირდაპირ ეთერში გაკეთებული განცხადებების შეკავება ტელეწამყვანების მიერ ფიზიკურად შეუძლებელია, მაგრამ, ჩვენი აზრით, წამყვანი ვალდებულია, სტუმარს მიუთითოს კანონის დაცვის აუცილებლობაზე და შესაბამისი კომენტარი გააკეთოს, ხოლო ტელევიზიის ხელმძღვანელობამ ბოდიში მოუხადოს საზოგადოებას თავის ეთერში გასული სიძულვილის ენის გამო. ზემოთ მოყვანილ შემთხვევებში კი, ეს ასე არ მომხდარა.

მოქალაქეები, რომლებმაც ჩვენ მოგვმართეს აპირებენ სასამართლოს მიმართონ ზემოთ მოყვანილი ეთნიკური დისკრიმინაციის და ძალადობისკენ მიმართული ფაქტების გამო, ჩვენ როგორც ევროპულ ღირებულებებზე ორიენტირებული პარტია და პირადად მე, როგორც პარლამენტის წევრს, მაინტერესებს, შესაძლებელია თუ არა, კომუნიკაციების კომისიამ შეისწავლოს ეს ფაქტები და დაიცვას მოქალაქეების უფლებები. მაშინ, შესაძლოა, სასამართლო გარჩევა საჭირო არ გახდეს.

აღნიშნული წერილი გაეგზავნა შესაბამის ადამიანის უფლებების დამცავ ორგანიზაციებს და სტრუქტურებს რეაგირებისთვის.

სააკაშვილის განთავისუფლების შემდეგ, დაპირისპირება ქვეყანაში კულმინაციას მიაღწევს. ამ კულმინაციის ბოლო ეტაპი კი, იქნება ხელისფლების უსისხლოდ გადაბარება, როგორც ეს 2003 წელს მოხდა.

???? სააკაშვილის განთავისუფლების შემდეგ, დაპირისპირება ქვეყანაში კულმინაციას მიაღწევს. ამ კულმინაციის ბოლო ეტაპი კი, იქნება ხელისფლების უსისხლოდ გადაბარება, როგორც ეს 2003 წელს მოხდა.

???? დავიწყებთ ახალ ცხოვრებას, ძველი ახალი ხელისუფლებით. აი, მაშინ ვნახავთ ახალი შემართებით ტერორსა და წამებას, დემოკრატიის დროშით!

???? საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის „ევროპელი სოციალისტების“ თავმჯდომარის ფრიდონ ინჯიას გამოსვლა საქართველოს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე.

???? ბოლო პერიოდში ხშირად გვესმის სხვადასხვა განცხადება შერიგების შესახებ. ძირითადად, ეს განცხადებები კეთდება “ნაციონალური მოძრაობის” წარმომადგენლებისგან.

???? რა მიზანს ისახავენ ამ მოწოდებებით? სვამენ კითხვას – რა არ უნდა შევრიგდეთ? ეს ხომ სტაბილურობას მოუტანს ქვეყანას ! ამით პოლარიზაცია განიმუხტება და ა.შ. , მაგრამ ამავე დროს არ საუბრობენ იმაზე, თუ რა მთავარი ამოცანის გადაწყვეტა უნდათ ამით მათ. ესაა სააკაშვილის გათავისუფლება.

???? ამასთანავე, ზოგიერთი პოლიტიკური პარტია, მათივე ჯგუფიდან, ცდილობს ვადამდელი არჩევნების მიღწევას. და ეს გულწრფელად სურთ, რადგანაც მათთვის სააკაშვილის პირველობა მიუღებელია.

???? პირველ ვარიანტში, ძირძველი ნაციონალების მოთხოვნით თუ ვიმსჯელებთ, რას მივიღებთ სააკაშვილის გათავისუფლებით? ეს იქნება მანიფესტი, შეწყალება თუ შარალ მიშელის ახალი მემორანდუმი

???? სააკაშვილის განთავისუფლების შემდეგ, მას, რა თქმა უნდა, მონანიება საერთოდ აღარ ემახსოვრება, და დაპირისპირება ქვეყანაში კულმინაციას მიაღწევს. ამ კულმინაციის ბოლო ეტაპი კი, იქნება ხელისფლების უსისხლოდ გადაბარება, როგორც ეს 2003 წელს მოხდა. ამ პროცესს სახელსაც დაარქმევენ, არ გაუჭირდებათ.

???? რაც შეეხება მეორე ვარიანტს – ვადამდელ არჩენებს, სინამდვილეში, ეს არ განიხილება, და მხოლოდ განცხადებებისთვის იყენებენ, რის გამოც ეს მცირე პარტიები პარლამენტში ფრაქციებს ქმნიან, და ეს ძალიანაც კარგია.

???? ვუბრუნდები პირველ ვარიანტს, რა გამოდის? – სააკაშვილი მოინანიებს, ისიც თუ მოინანია (საკითხავია), ბოდიშს მოიხდის, გავათავისუფლებთ და დავიწყებთ ახალ ცხოვრებას ძველი ახალი ხელისუფლებით. აი, მაშინ ვნახავთ ახალი შემართებით ტერორსა და წამებას, დემოკრატიის დროშით!

???? ვეკითხები „ოცნებას“: თუ ამ თამაშში ჩაერთვებით და დანებდებით, რას უპირებთ საპატიმროებში მყოფ 9000-ზე მეტ მსჯავრდებულს?

???? ჩაუდენიათ კი მათ ისეთი დანაშაული, რომელიც სააკაშვილს არ ჩაუდენია?

???? ეს იქნება: კაცის კვლა, ადამიანის ფიზიკური დაზიანება, გაუპატიურება, დაყაჩაღება, მიწების გაყიდვა, ქურდობა, რეკეტი, საზღვრის უკანონო გადაკვეთა, ხულიგნობა, ცილისწამება, შანტაჟი, მოსყიდვა, სხვისი ქონების მითვისება, ადამიანის უფლებების ფეხქვეშ გათელვა, ოჯახების სასოწარკვეთამდე მიყვანა, ბადრაგის ფიზიკური ხელყოფა, აფერისტობა – ვითომ შიმშილობს, სიმულაცია – თითქოს ფსიქიური გადახრები აქვს – მეორე კამო მოგვევლინა, რითაც მან ამ მსჯავრდებულებს აჯობა. და აქ გამოვყოფდი მთავარ დანაშაულს, რომლითაც სააკაშვილმა 9000-ზე მეტ მსჯავრდებულს გადაასწრო – ეს არის – სამშობლოს ღალატი.

???? ის 9000-ზე მეტი მსჯავრდებულიც სიამოვნებით მოინანიებს და ბოდიშსაც მოიხდის, და, რა გამოდის? გამოვუშვათ ისინი თავისუფლებაზე?ბარემ კანონშიც ჩავწეროთ ასეთი მუხლი – „ბოდიშის მოხდა და მონანიება“.

???? ჩვენი ქვეყანა იქნება პირველი, რომელიც იმდენად პატივს სცემს რამდენიმე უცხოელის შეშფოთებას, რომ თავის კანონსა და კონსტიტუციას უკან გადადებს… მივიღებთ ქვეყანას, რომელიც იქნება ჰუმანურობისა და დემოკრატიის მწვერვალზე. ყველა საღად მოაზროვნე იქნება ჩარეცხილებში, თუმცა, ზოგი მოახერხებს სააკაშვილის მატარებელს შეახტეს, რომელიც 2003 -მი წლის შემდეგ იქნება მეორე მატარებელი – ნომრით 2022.

???? დავიკავოთ ხელში მორიგი მემორანდუმი ან მანიფესტი ან მორიგი შეწყალება, და წინ – ურიგოდ ევროკავშირისკენ!

???? მე კი მგონია, კოლეგებო, რომ დეპოლარიზაციას მივაღწევთ, თუ ქვეყნის ერთ-ერთი ინსტიტუტი, რომელიც პარლამენტის წინაშე ანგარიშვალდებულია, კერძოდ პროკურატურა, თამამად ჩამოიღებს თაროებიდან ყველა იმ საქმეს – ახალსა თუ ძველს, რომელსაც კარგა ხანია მტვერი დაედო. სხვა შემთხვევაში, დავრჩებით სულ შეშფოთების დონეზე.

საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის „ევროპელი სოციალისტების“ თავმჯდომარე ფრიდონ ინჯია და პოლიტიკური ჯგუფის წევრი დავით ზილფიმიანი ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მონიტორინგის კომიტეტის წევრებს შეხვდნენ.

შეხვედრის ძირითადი თემები გახლდათ:

1. კანონიერება და სამართლებრივი სახელმწიფოს მშენებლობა;

2. რიგგარეშე არჩევნები;

3. საკონსტიტუციო ცვლილებები;

4. შარლ მიშელის მემორანდუმთან დაკავშირებული საკითხები;

5. პოლიტიკური ვითარების პოლარიზების საკითხი;

????„ჩვენ ვაშენებთ კანონიერ და სამართლებრივ სახელმწიფოს, სადაც კანონის აღსრულება არის უზენაესი და ამაში გვეხმარებიან ჩვენი დასავლელი პარტნიორები და მადლობა მათ ამისთვის“ – განაცხადა შეხვედრაზე ფრიდონ ინჯიამ.

????მისივე თქმით, სამწუხაროდ, ადგილი აქვს ერთეული ევროპელი თუ ამერიკელი პოლიტიკოსების, თუ ევრო პარლამენტარების მხრიდან გარკვეულ ზეწოლას, რაც გამოიხატება დამნაშავეების მიმართ კანონის უგულვებელყოფაში ან ზედმეტად ლოიალობაში და დამნაშავის მიმართ შემწყნარებლურ დამოკიდებულებაში. სწორედ ამ ზეწოლის შედეგი იყო და რისი მაგალითებიც განსაკუთრებით ბოლო პერიოდში გვაქვს, დამნაშავეების შეწყალება, რაც საკმაოდ ნეგატიურად აღიქმება ქართულ საზოგადოებაში, რომელიც იმედით შეჰყურებს მომავალს. ამის შესახებ კარგად არის ცნობილი დღევანდელი სტუმრებისთვის

.???? „ევროპელი სოციალისტების“ პოზიციაა, რომ დამნაშავე უნდა დაისაჯოს, ვინც არ უნდა იყოს იგი – ყოფილი პრეზიდენტი, მაღალი თანამდებობის პირი, თუ რიგითი მოქალაქე, როგორც დაისაჯნენ სხვა დამნაშავეები და მათი რაოდენობა არსებული მონაცემებით, 9,500 -ია და სხედან და იხდიან ისინი სასჯელს. ის (სააკაშვილი) ერთერთი მათგანია მათ შორის. ამიტომ, კანონის წინაშე ყველა უნდა იყოს თანაბარი. ამ საკითხთან დაკავშირებით ნებისმიერი ზეწოლა, ჩვენთვის არის კატეგორიულად მიუღებელი“ – აღნიშნა შეხვედრაზე ფრიდონ ინჯიამ.

???? რაც შეეხება შერიგების საკითხს, როგორც პოლიტიკური ჯგუფის თავმჯდომარემ განაცხადა, შერიგება შესაძლებელია, მას შემდეგ, რაც დამნაშავე სრულად აგებს პასუხს კანონის წინაშე. პირდაპირი შერიგება შეიძლება იმასთან ვისაც არ აქვს დანაშაული ჩადენილი ხალხისა და ოჯახის წინაშე.

???? „ვისაც დანაშაული აქვს ჩადენილი მან აუცილებლად უნდა აგოს პასუხი ბოლომდე. მით უმეტეს, დღეს არსებობს არა შეკრებითობის პრინციპი, რომელიც თავის დროზე სააკაშვილმა დააწესა, არამედ შთანთქმის პრინციპი. ამიტომ, ის იხდის სასჯელს ჯერჯერობით 6 წლის ვადით და არა 31 წლის ვადით, რაც მისი მმართველობის პერიოდში მას მიესჯებოდა. აქედან გამომდინარე, ყველა დამნაშავე უნდა იყოს თანაბარი კანონის წინაშე. თქვენ თუ წარმოგიდგენიათ, რა იქნებოდა 9,500 – მა პატიმარმა რომ მოითხოვოს შერიგების საბაბით, განთავისუფლება?!“ – განაცხადა ფრიდონ ინჯიამ.

როგორც შეხვედრაზე პოლიტიკური ჯგუფის თავმჯდომარემ აღნიშნა, არანაირი სამართლებრივი და სხვა საფუძველი იმისათვის, რომ ქვეყანაში ჩატარდეს ვადამდელი, რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნები, არ არსებობს. რაც დადასტურდა 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების დროებითი საგამოძიებო კომისიის მუშაობის შედეგად, რომლის წევრებიც როგორც ოპოზიციური პარტიიდან, იყვნენ თავად ფრიდონ ინჯია და ასევე, დავით ზილფიმიანი.

???? „საგამოძიებო კომისიის მიერ ჩატარდა სრულფასოვანი გამოძიება. დაიკითხა ათეულობით ადამიანი, გაიხსნა კონკრეტული საარჩევნო ყუთები, სადაც მოხდა ხელახალი გადათვლები და გაკეთებული დასკვნებით, გარკვეული ხარვეზები თუ ცდომილებები იყო ნორმის ფარგლებში, რაც ვერანაირად ვერ მოახდენდა გავლენას საპარლამენტო არჩევნების საბოლოო შედეგებზე. ასევე, 2021 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები, რომელიც ჩატარდა განახლებული საარჩევნო კოდექსით, იყო გაცილებით კარგად ორგანიზებული, რაც აღიარებულ იქნა საერთაშორისო სადამკვირვებლო ორგანიზაციების, მათ შორის ეუთო /ოდირის მიერ“ – აღნიშნა ფრიდონ ინჯიამ.

???? მას მიაჩნია, რომ ვადამდელი არჩევნების თემა, უნდა ამოიგდონ თავიდან გარკვეულმა პოლიტიკურმა ძალებმა, რამეთუ ეს კიდევ ერთხელ შეიძლება გახდეს ქვეყანაში დაძაბულობისა და არეულობის, ეკონომიური წინსვლის სტაგნაციის დასაწყისის საფუძველი, რომ არაფერი ვთქვათ იმ კატასტროფულად დიდ ფინანსურ რესურსზე, რასაც ზოგადად არჩევნები მოითხოვს.

???? რაც შეეხება საკონსტიტუციო ცვლილებებს, რაც ითვალისწინებს საარჩევნო ბარიერის 2%-მდე დაწევას და ფრაქციის შექმნისთვის დეპუტატთა რაოდენობის 4-მდე შემცირებას, ფრიდონ ინჯიას განცხადებით, „ევროპელი სოციალისტები მიესალმებიან და მხარს უჭერენ ამ ცვლილებებს, რაც დაადასტურეს პარლამენტში საკითხის პირველი მოსმენით განხილვისას.

???? აღნიშნული ცვლილებები უზრუნველყოფს საპარლამენტო საქმიანობის მრავალპარტიულობას და დემოკრატიულობის ხარისხის ამაღლებას.

???? „ასევე, მიგვაჩნია, რომ საპარლამენტო ჯგუფი და მით უმეტეს, მცირე პოლიტიკური პარტიები, რომლებიც პარლამენტში არიან წარმოდგენილნი და სრულფასოვნად ახორციელებენ საპარლამენტო საქმიანობას, უნდა იყვნენ უზრუნველყოფილნი იმ მინიმალური ფინანსური რესურსით, რა თქმა უნდა, დადგენილი კანონის თანახმად, რომ სრულფასოვნად შეძლონ პოლიტიკური საქმიანობის წარმართვა, რათა არ აღმოჩდნენ არათანაბარ და არასამართლიან პირობებში სხვა პოლიტიკურ ძალებთან მიმართებაში, მაშინ როდესაც ჩვენ სამართლებრივი სახელმწიფოს აშენება გვინდა“ – განაცხადა ფრიდონ ინჯიამ.

???? შეხვედრაზე ფრიდონ ინჯიამ ასევე, ყურადღება გაამახვილა მოსამართლეების შერჩევის საკითხთან დაკავშირებით და აღნიშნა, რომ 2012 წელთან შედარებით პროცესი დიდად განსხვავდება. დღეს საჯაროობა გაცილებით დიდია. შეიძლება ბევრი რამე კიდევ იყოს დასახვეწი, მაგრამ პროცესი სწორად მიდის.

???? რაც შეეხება ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილებებს, ფრიდონ ინჯიას აზრით, ის აუცილებლად უნდა შეიცვალოს იმ მოთხოვნებიდან გამომდინარე, რომელიც ევროპის მიერ არის რეკომენდირებული. რა თქმა უნდა, ქართულ მენტალობაზე აგებული.

???? დავით ზილფიმიანის განცხადებით, დღეს ქვეყანაში დიდი პოლარიზებაა და ეს სიტყვა მოდურიც კი გახდა. „საქმე იმაშია, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ კვლავ იბრძვის ხელისუფლებაში მოსასვლელად და ვთვლი , რომ ამის მორალური უფლება მას არ გააჩნია. რაც შეეხება შერიგების საკითხს, მიმაჩნია, რომ ეს საკითხი საერთოდ არ დგას დღის წესრიგში, რადგან ამაზე რომ დაიწყოს მსჯელობა უნდა იყოს დანაშაულის მონანიების ფაქტი, რასაც მე ვერ ვხედავ“ – აღნიშნა ზილფიმიანმა.

???? შეხვედრაზე ევროპის საბჭოს მონიტორინგის კომიტეტის წევრები დაინტერესდნენ შარლ მიშელის 19 აპრილის შეთანხმების შესრულების საკითხით. ფრიდონ ინჯიას განცხადებით, შარლ მიშელის მემორანდუმმა დასაწყისში თავისი დადებითი როლი შეასრულა. „მიმაჩნია, რომ შარლ მიშელის შეთანხმებამ თავისი დადებითი როლი შეასრულა, რაც გამოიხატა ხელოვნურად შექმნილი კრიზისის განმუხტვაში. მემორანდუმის ძირითადი საკითხები უკვე შესრულებულია. ეს ეხება საარჩევნო კოდექსში ცვლილებებს თუ მოსამართლეების არჩევის საკითხს. თქვენი და ჩვენი პარტნიორების ზეწოლით მოხდა დამნაშავეების გათავისუფლება. ეს იყო შემხვედრი ნაბიჯები ხელისუფლების მხრიდან. მაშინ ის 9,500 პატიმარიც გაეთავისუფლებინათ… მაგრამ ასე არ ხდება, რომ მოთხოვნით სხვა ქვეყანაში განთავისუფლდეს დამნაშავე. ასეთი რამე არ ხდება ევროპაში და თუ ჩვენ ევროპისკენ მივდივართ, ეს უნდა გავითვალისწინოთ და ყველამ უნდა ვიმოქმედოთ კანონის ძალით. კანონი უნდა იყოს ყველასთვის კანონი. ამის შემდეგ მოვლენები ისე განვითარდა, რომ შარლ მიშელის მემორანდუმმა ლამის ჩაანაცვლა საქართველოს კონსტიტუცია, რაც ჩვენთვის არ იყო მისაღები. ყველა საინფორმაციო საშუალება იწყებოდა შარლ მიშელის მემორანდუმის განხილვით.“ – განაცხადა ფრიდონ ინჯიამ.

???? დავით ზილფიმიანის აზრით, შარლ მიშელის შეთანხმება ეს იყო პოზიტიური მოვლენა და იმ დროს ეს იყო ნამდვილად საჭირო და ცალსახად თუ ვინმემ შეასრულა შარლ მიშელის შეთანხმება, ეს იყო კონსტრუქციული ოპოზიცია. „ყოველთვის, როცა ვისაუბრებთ საქართველოში ოპოზიციაზე, გთხოვთ, გავყოთ ორ ნაწილად. ოპოზიცია, რომელიც დღესაც კი არ დადის პარლამენტში და არ იღებს საპარლამენტო საქმიანობაში მონაწილეობას. ამიტომ ჩვენის მხრივ, მიგვაჩნია, რომ შარლ მიშელის შეთანხმება, ეს იყო პოზიტიური შეთანხმება. ეს შეთანხმება შესრულდა თავიდან ბოლომდე და თუ ვინმემ ეს შეთანხმება არ შეასრულა, ეს იყო დესტრუქციული ოპოზიცია“ – აღნიშნა დავით ზილფიმიანმა.

???? სტუმრები ასევე, დაინტერესდნენ „ევროპელი სოციალისტების’“ მიდგომით საქართველოს გაწევრიანების შესახებ ევროკავშირისა და ნატოს სტრუქტურებში. ასევე დაინტერესდნენ რუსეთთან მიმართებაში მათი მოსაზრებით. დავით ზილფიმიანის განცხადებით, რაც უფრო მალე იქნება საქართველოს გაერთიანება ევროკავშირში, მით უფრო უკეთესი იქნება ეს ქვეყნისთვის. „ჩვენ ყველანაირად მხარს ვუჭერთ საქართველოს გაწევრიანებას ევროკავშირში. ჩვენ ყველანაირად ვცდილობთ, რომ დაჩქარდეს საქართველოს გაწევრიანების პროცედურა ევრო კავშირში. მიუხედავად ბევრი წინააღმდეგობისა. რაც შეეხება ნატოში საქართველოს გაწევრიანებას, მოგეხსენებათ, რომ ეს ჩვენზე არ არის დამოკიდებული. დღეს თუ ჩვენ არ ვართ ნატოში, ეს არ არის საქართველოს ბრალი. ამიტომ, რაც უფრო მალე იქნება ევროპის ქვეყნების მიერ ბლოკირების შეწყვეტა, საქართველო უფრო მალე შევა ნატოში. ჩვენ ამის მომხრეები ვიქნებით“ – აღნიშნა დავით ზილფიმიანმა. რაც შეეხება რუსეთთან საქართველოს ურთიერთობას, იმის გამო, რომ ჩვენს გეოგრაფიას არავინ შეცვლის, ლოგიკურია, რომ უნდა გამოინახოს რაღაც გზა იმისათვის, რომ მეზობლური ურთიერთობა მაინც არსებობდეს რუსეთთან, რომ მინიმუმამდე დავიდეს ის აგრესია, რაც დღეს არის. „საქართველოში ოკუპირებულია ქვეყნის ტერიტორიების 20% -ი ჩვენ გვყავს აგრესორი ქვეყანა მეზობლად, რომელმაც ჩვენი ტერიტორიების ოკუპაცია მოახდინა. ჩვენ ისიც კარგად გვესმის რატომ ფრთხილობს ევროპა, რომ კონფლიქტური ქვეყანა არ იხილოს თავის შემადგენლობაში, რათა არ დაეძაბოს ურთიერთობა რუსეთთან. ეს ძალიან რთულია თქვენთვისაც და ძალიან რთულია ჩვენთვისაც. ჩვენი მზაობა იმისათვის, რომ ყველა ეს ბარიერი გადავლახოთ, არსებობს“ – აღნიშნა ზიფიმიანმა.

???? ფრიდონ ინჯიას განცხადებით, ევროკაშირში გაწევრიანების შესახებ, საქართველოს მთავრობამ ეს საკითხი უკვე დააანონსა და საქართველო განაცხადს ამის შესახებ გააკეთებს 2024 წელს და კონსტრუქციული ოპოზიცია მათი სახით ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ ამ პროცესის მაქსიმალური ხელისშეწყობა მოხდეს.რაც შეეხება ნატოში საქართველოს გაწევრიანებას, როგორც ფრიდონ ინჯიამ შეხვედრაზე აღნიშნა, „ეს არ არის ჩვენზე დამოკიდებული, და ჩვენი პრობლემები თქვენთვის კარგად არის ცნობილი. ის რომ ჩვენ ტერიტორიული მთლიანობა გვაქვს დარღვეული. ჩვენი ნომერ პირველი ამოცანაა, რომ აღდგეს ჩვენი ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობა. ეს არის ყველაზე მთავარი“ – განაცხადა ფრიდონ ინჯიამ.

???? დავით ზილფიმიანის აზრით, პოტენციურად, სამომავლოდ, საქართველოში უნდა იყოს კოალიციური ხელისუფლება, რომელიც ძირითადად შემდგარი იქნება კონსტრუქციული ოპოზიციისგან. იმის გამო, რომ დღეს ორი პარტიის – „ქართული ოცნება“ და „ნაციონალური მოძრაობის“ არსებობის ფონზე ვერ ვითარდება კონსტრუქციული ოპოზიცია, მიზეზი არის არა ის, რომ მხარდამჭერებს არ უნდათ ხმა მისცენ, არამედ, ყველა არჩევნები მიმდინარეობს ვინ უფრო „ცუდიას“ მეთოდით და არა ვინ უფრო „კარგიას“ მეთოდით. ანუ შიშის ქვეშ იმყოფება ამომრჩეველი, რომ ერთის მხრივ არ დაბრუნდეს „ნაციონალური მოძრაობა“ და ოცნება ამბობს, რომ ჩვენ უნდა მოვიდეთ ხელისუფლებაში ისევ და არა ნებისმიერი სხვა ვინმე. „ამიტომ გარემო არის დაძაბული. საკმარისია, ამომრჩეველმა იცოდეს, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ არ მიიღებს მონაწილეობას არჩევნებში, მაშინ ნაციონალური მოძრაობის ამომრჩეველიც განაწილდება ოპოზიციაზე და „ოცნების“ ამომრჩევლის ნახევარიც ისევ ოპოზიციაზე განაწილდება. მაშინ შიში გაუქრება იმისა, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ თავისი სისხლიანი რეჟიმით არ მობრუნდება ქვეყანაში. დღეს ეს არის პრობლემა“ – აღნიშნა დავით ზილფიმიანმა.

???? ფრიდონ ინჯიას განცხადებით, ორი თუ სამი პარტიის გარდა, დანარჩენი პარტიები თავისი ხედვით, რიტორიკით არიან იგივე „ნაციონალური მოძრაობა“. „არავითარი სხვაობა არ არის არც ხედვაში, არც მიდგომებში, არც რიტორიკაში, არც ქმედებებში. ყველა ერთია, ორი თუ სამი პარტიის გარდა. ეს არის „ნაციონალური მოძრაობა“, რომელსაც ხელისუფლებაში მოსვლა უნდა არა არჩევნების გზით, არამედ რევოლუციის გზით“ – აღმნიშნა ფრიდონ ინჯიამ.„ჩვენ ვსაუბრობთ რა შეიძლება იყოს გამოსავალი. ყველაზე კარგი იქნებოდ, რომ „ნაციონალურ მოძრაობას“ განეცხადებინა, რომ არ მიიღებს არჩევნებში მონაწილეობას, მაგრამ ეს არის ზღაპარი და გამორიცხული თემაა. გამოსავალი არის იმაში, რომ მმართველმა პარტიამ, თანმიმდევრულად განახორციელოს თავისი განცხადებები. პირველი- კანონის უზენაესობა, ვინც დამნაშავეა ყველა უნდა იყოს დასჯილი. პროკურატურაში 2 ათასი საქმეა თაროზე შემოდებული, რომელსაც არ იხილავენ. აი, ეს არის ყველაზე დიდი უბედურება. ვინც დამნაშავეა ყველა უნდა დაისაჯოს, მაშინ, გადაწყდება ყველა საკითხი. ჩატარდება ნორმალური არჩევნები. გამონაკლისი შეიძლება იყოს გარკვეული კატეგორიების ადამიანებზე. მაგალითად მრავალშვილიანი დედები და ა. შ. ეს არის ჩვენი მოთხოვნა“ – განაცხადა ფრიდონ ინჯიამ. დავით ზილფიმიანის განცხადებით, დღეს ნაციონალური მოძრაობისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, რომ მოვიდეს ხელისუფლებაში, რათა არ აგოს პასუხი ჩადენილ დანაშაულებზე. ეს არის მთელი მათი ამოსავალი. „ჩვენ ვითხოვთ მმართველი პარტიისგან კანონის აღსრულებას. იმ დანაშაულებრივ ქმედებებთან დაკავშირებით, რაც უკვე

დამტკიცებულია, ხელისუფლებამ უნდა მიიღოს შესაბამის ზომები და დამნაშავე უნდა იყოს დასჯილი. 2012 წლიდან დღემდე ვერ გამოუკვლევიათ ელემენტარული საკითხები“ – განაცხადა ფრიდონ ინჯიამ.???? შეხვედრის დასასრულს სტუმრებმა აღნიშნეს, რომ მათთვის მნიშვნელოვანია საკითხები, რომლებიც დეპუტატების მხრიდან იქნა გაჟღერებული. ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მონიტორინგის კომიტეტის წევრის ტიტუს კორლატეანის განცხადებით, მათთვის მნიშვნელოვანია, რომ „ევროპელი სოციალისტები“ მხარს უჭერენ საკონსტიტუციო ცვლილებებს და ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილებების განხორციელებას.

სამების საკათედრო ტაძარში დაღუპულთა მოსახსენიებლად სამოქალაქო პანაშვიდი გაიმართა

⚫️ სამწუხაროა, რომ პოლიტიკურ ამბიციებს შეეწირნენ ეს ადამიანები

???? უნდა დამთავრდეს ეს ყველაფერი და აღდგეს ურთიერთობები, აღდგეს ჩვენი ერთობა საქართველოს სახელმწიფოს ფარგლებში.

???? განაცხადა საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის „ევროპელი სოციალისტების“ თავმჯდომარემ ფრიდონ ინჯიამ სამების საკათედრო ტაძარში, სადაც მან პატივი მიაგო 1990-იანი წლების შეიარაღებული მოქმედებების შედეგად უგზო-უკვლოდ დაკარგული 8 იდენტიფიცირებული პირის ხსოვნას, რომელთა გადმოსვენება მოხერხდა და რომელთაგანც 5 სამხედრო, ხოლო 3 მშვიდობიანი მოქალაქეა.

⬛️ სამების საკათედრო ტაძარში დაღუპულთა მოსახსენიებლად სამოქალაქო პანაშვიდი გაიმართა.

⬛️ „ძალიან მძიმეა თქვა რამე ამ ათეული წლების შემდეგ, რაც იქ მოხდა. ესენი ყველანი გმირები არიან. აღმოჩნდა, რომ ერთ-ერთ ომის მონაწილეს -ავქსენტი ნაჭყებიას, მე პირადად ვიცნობდი და ბოლოს მე მას შევხვდი 21 სექტემბერს სოხუმის სატელევიზო ანძასთან. სამწუხაროდ, ის გარდაიცვალა და მიძნელდება დღეს ამის გახსენება. ღმერთმა ქნას, რომ მსგავსი არ განმეორდეს არასდროს და აღდგეს ურთიერთობები, აღდგეს ჩვენი ერთობა საქართველოს სახელმწიფოს ფარგლებში. ვწუხვარ და ვუსამძიმრებ მეომრების ნათესავებს, დებს, ძმებს, ბიძებს, რომლებიც აქ არიან. ნათელში მათი სულები“ – განაცხადა ფრიდონ ინჯიამ.მისივე თქმით, სამწუხაროდ, კიდევ ბევრია ისეთი დაღუპული, რომლებსაც საფლავი არ აქვთ და სამწუხაროა, ეს ყველაფერი, რომ პოლიტიკურ ამბიციებს შეეწირნენ ეს ადამიანები.