ყოველთვიური არქივები: იანვარი2021

საქართველოს ხელისუფლებამ დაუყონებლივ უნდა გადადგას ქმედითი ნაბიჯები ქვეყანაში სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გასაუმჯობესებლად – „ევროპელი სოციალისტები“

პოლიტიკური პარტია „ევროპელი სოციალისტები“ ხელისუფლებას მიმართავს, უახლოეს დროში გადადგას  ქმედითი ნაბიჯები, ქვეყანაში პანდემიით გამოწვეული ურთულესი ეკონომიკურ-სოციალური მდგომარეობის  გასაუმჯობესებლად.

„საქართველოს მოსაახლეობა გაზაფხულზე აღმოჩნდება უმძიმეს ვითარებაში სოციალურ – ეკონომიკური თვალსაზრისით, თუკი ხელისუფლება არ გადადგამს ქმედით ნაბიჯებს  ვითარების გამოსასწორებლად. მიგვაჩნია, რომ პირველი თებერვლიდან ხელისუფლებამ დაუყონებლივ უნდა გახსნას საზღვრები, ყველა სატრანსპორტო საშუალება. მათ შორის,  საჰაერო მიმოსვლის ჩათვლით და ყველა უცხოელს, ყველა მსურველს უნდა მიეცეს უფლება ჩამოვიდეს საქართველოში,  ბუნებრივია, „კოვიდ -19“ -თან დაკავშირებული ყველა საერთაშორისო რეკომენდაციის სრული  დაცვით.“ – ნათქვამია განცხადებაში.

პარტიის პოლიტსაბჭოს წევრები მიიჩნევენ, რომ საქართველოში მცირე და საშუალო ბიზნესის წარმომადგენლებს უნდა მიეცეთ საშუალება აწარმოონ თავიანთი საქმიანობა  არსებული ყველა რეკომენდაციების დაცვით და სახელმწიფომ თავის მხრივ, მაქსიმალურად უნდა შეუწყოს ხელი და დაუწესოს საგადასახადო შეღავათები  მინიმუმ  სამი თვით მაინც,   მცირე და საშუალო ბიზნესის წარმომადგენლებს როგორც  დედაქალაქში , ასევე საქართველოს მასშტაბით.

„ევროპელი სიციალისტები“ მიიჩნევენ, რომ დღეს არსებული საბანკო პოლიტიკა საკრედიტო განაკვეთებთან მიმართებაში,  საქართველოს მოსახლეობისთვის არის უმძიმესი და სწორედ ამით არის გამოწვეული მათი უკიდურესად რთული ეკონომიკური მდგომარეობა.  ამ მხრივ, ხელისუფლებას მართებს სერიოზული ცვლილებების გატარება საკანონმდებლო დონეზე.

„დღეს არსებული საბანკო პოლიტიკა საკრედიტო განაკვეთებთან მიმართებაში საქართველოს მოსახლეობისთვის არის უმძიმესი. მით უმეტეს,  დღეს არსებული ვითარების გათვალიწინებით, გამოწვეული  მსოფლიო პანდემიიდან. მიგვაჩნია, რომ აუცილებელი და გარდაუვალია ცვლიელებების გატარება საკანონმდებლო დონეზე, რაც საქართველოს მოსახლეობას მისცემს შესაძებლობას საკუთარი მცირე თუ საშუალო ბიზნესის განვითარებისთვის გამოიყენოს იაფი და ხელმისაწვდომი კრედიტები.  უნდა მოხდეს საბანკო განაკვეთების მაქსიმალური ლიებრალიზაცია და იგი უნდა ემყარებოდეს საერთაშორისო და ევროპულ პრაქტიკას.

პარტიაში თვლიან, რომ საქართველოს ეროვნულმა ბანკმა საბანკო სექტორთან ერთად უნდა გადახედოს ბანკების წლიური მოგების პროცენტულ ზღვარს.

„ბანკების მიერ მოზიდული სესხი და საკრედიტო რესურსები, გაცემული სესხები უნდა ეფუძნებოდეს  საერთაშორისო ნორმებს და მათი წლიური მოგება არ უნდა იყოს ზღვარს გადასული. მაგალითისთვის, თუ ბანკი კრედიტს იღებს 6% -ად, გაცემული სესხის საპროცენტო განაკვეთი არ უნდა აღემატებოდეს 7,4% -ს.  მითუმეტეს,  თუ გავითვალისწინებთ დღეს არსებულ ვითარებას, რაც გამოწვეულია პანდემიით, მსგავსი ტიპის საშეღავათო პირობები ხელისუფლებამ და საბანკო სექტორმა მოსახლეობას უნდა შესთავაზოს  მინიმუმ,  პანდემიის დასრულების პერიოდამდე“ – აღნიშნულია განცხადებაში.

პარტია „ევროპელი სოციალისტები“  საჯარო რეესტრში ოფიციალურად დარეგისტრირდა

მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანება „ევროპელი სოციალისტები“  საჯარო რეესტრში ოფიციალურად დარეგისტრირდა. პარტიამ ყველა საჭირო პროცედურა კანონის სრული დაცვით გაიარა.

პარტია როგორც ოპოზიციური პოლიტიკური ძალა, სრულ ოპონირებას  გაუწევს   ხელისუფლებას,  ქვეყანაში არსებულ  ყველა მნიშვნელოვან საკითხთან  დაკავშირებით.

ამასთანავე, „ევროპელი სოციალისტების“ პოლიტიკური გუნდი  მთელი საქართველოს მასშტაბით გეგმავს  გაშალოს პარტიული საქმიანობა და ღირსეულად მოემზადოს ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებისთვის.

„პარტიის საქმიანობის მთავარი მიზანი იქნება  აქტიური მუშაობა ქვეყანაში სოციალურ -ეკონომიკური მდგომარეობის გასაუმჯობესებლად და  კონსტრუქციულ გარემოში ოპონირება ხელისუფლებასთან.  ამ კუთხით   მოხდება  სხვადასხვა მნიშვნელოვანი კანონპროექტების ინიცირება საკანონმდებლო ორგანოში, რაც სოციალური სამართლიანობის პრინციპზე  დამყარებული სახელმწიფოს შექმნის საფუძველი გახდება “ – ნათქვამია განცხადებაში.

პარტია „ევროპელი სოციალისტები“ ბათუმში მომხდარ ინციდენტს კატეგორიულად გმობს

პოლიტიკური პარტია  „ევროპული სოციალისტების“  წევრები ბათუმში, ევროპის მოედანზე მომხდარ ინციდენტს კატეგორიულად გმობენ.

„ევროპელი სოციალისტები კატეგორიულად ვგმობთ  ბათუმში მომხდარ ინციდენტს და მიგვაჩნია, რომ ეს არის უხამსი, მიუღებელი ფაქტი, რომელიც აბსოლუტურად სცილდება ყოველგვარ ზნეობრივ და მორალურ ქმედებას. ეს არის ადამიანის უფლებებისა და ღირსების შელახვის სამარცხვინო ფაქტი“ –  ნათქვამია განცხადებაში.

„ევროპელი სოციალისტები“  თვლიან, რომ ბათუმში მომხდარი ინციდენტი საჭიროებს მკაცრ რეაგირებას შესაბამის უწყებების მხრიდან, წინააღმდეგ  შემთხვევაში, მსგავსი ფაქტების უგულვებელყოფა ქვეყანას კარგს არაფერს მოუტანს.

„აუცილებელია, მოხდეს  მკაცრი რეაგირება ბათუმში მომხდარ ინციდენტთან მიმართებაში, წინააღმდეგ შემთხვვაში,  მისი უგულვებელყოფა,  ქვეყანას  უმძიმეს შედეგს მოუტანს. „ევროპელი სოციალისტების“  უმთავრესი მიზანია,  ავაშენოთ დემოკრატიული, თავისუფალი სახელმწიფო, სადაც ადამიანის უფლებების დაცვა  არის უზენაესი  და ვერც ერთი დემოკრატიული ძალა ვერ შეეგუება მსგავისი ფაქტების წახალისებას ჩვენს ქვეყანაში“ – ნათქვამია განცხადებაში.

„ევროპელი სოციალისტების“ ლიდერი ფრიდონ ინჯია სტრასბურგში ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის სესიის მუშაობას აფასებს

საქართველოს პარლამენტის წევრი, პარტია „ევროპელი სოციალისტების“ თავმჯდომარე ფრიდონ ინჯია ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის სესიაზე საქართველოში საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით გაკეთებულ მოხსენებაში უარყოფით შეფასებებს უფრო მეტს ელოდა, ვიდრე ეს სესიაზე გაჟღერდა.

„სიმართლე გითხრათ,  ევროსაბჭოს სესიაზე საქართველოში საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით  უარყოფით შეფასებებს უფრო მეტს ველოდი, ვიდრე ეს გამოითქვა. როგორც ჩანს, „ქართული ოცნების“ გუნდმა ევროსაბჭოში მუშაობა ნაყოფიერად წარმართა. მე არ ვეთანხმები სესიაზე გაკეთებულ  ზოგიერთ შეფასებებს არჩევნებთან მიმართებაში, ვინაიდან ვფიქრობ, რომ  მათი დადებითი შეფასებები იყო ძალიან ზედაპირული და შეიძლება ითქვას, არაფრის მთქმელიც “ – აცხადებს ფრიდონ ინჯია.

მისი აზრით, ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის ზოგიერთი წევრის გამოსვლა პრაქტიკულად „ნაციონალური მოძრაობის“ გუნდისა და მისი დანაყოფების  გამოსვლებისა თუ  განცხადებების ტყუპისცალი იყო.

„საპარლამენტო სესიაზე ზოგიერთი წევრის გამოსვლა იყო „ნაციონალური მოძრაობის“ გუნდისა და მისი დანაყოფების  გამოსვლებისა და განცხადებების ტყუპისცალი. მაგალითისთვის , როცა ისინი  საუბრობენ და აფასებენ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებს , როგორც ყველაზე ცუდი არჩევნები,  მათ არ უნახავთ როგორ არჩევნებს ატარებდა „მოქალაქეთა კავშირი“ თავის დროზე, რომელმაც დღეს იცვალა სახელი და გახდა „ნაციონალური მოძრაობა“. როგორც მაშინ, დღესაც, ამ მოძრაობას მართავს და ხელმძღვანელობს  შევარდნაძის დროინდელი იუსტიციის მინისტრი მიხეილ სააკაშვილი“ –   აცხადებს ფრიდონ ინჯია.

ინჯიას  აზრით, როცა ზოგიერთი ევროპარლამენტარი ქალბატონი საუბრობს, რომ მათ ჰქონდათ მოლოდინი საქართველოში კოალიციური მთავრობის შექმნასთან დაკავშირებით, მისთვის ეს  განცხადება გაუგებარია.

„შესაძლოა არჩევნების შედეგად, შექმნილიყო  კოალიციური მთავრობა იმ პროპორციით რასაც ნამდვილად ოპოზიციური პარტიები მიიღებდნენ არჩევნების გაყალბების  გარეშე და არა იმ შედეგით, რასაც „ნაციონალური მოძრაობა“ თავის სასარგებლოდ იყენებს და უსამართლო ტირაჟირებას უკეთებს“ – აცხადებს ფრიდონ ინჯია.

„ევროპელი სოციალისტების“  ლიდერის თქმით, ევროპარლამენტარმა ნიდერლანდებიდან, თავის მოხსენებაში საქართველოში საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით   გააკრიტიკა საქართველოს საარჩევნო კანონმდებლობა, განსაკუთრებით საარჩევნო კომისიის დაკომპლექტების წესი.

„აღსანიშნავია, რომ ევროსაბჭოს სესიაზე გაისმა კრიტიკა  საქართველოს საარჩევნო კანონმდებლობასთან დაკავშირებით. განსაკუთრებით საარჩევნო კომისიის დაკომპლეტების წესთან მიმართებაში, სადაც დომინირებენ მმართველი პარტიის გუნდის კომისიის წევრები. ამასთანავე, ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის წევრები მოუწოდებენ საქართველოში ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებს  შეწყვიტონ ბოიკოტი და ჩაერთონ საპარლამენტო საქმიანობაში  “ – აღნიშნა ფრიდონ ინჯიამ.

მისი აზრით, საბოლოო ჯამში, ის  კიდევ ერთხელ დარწმუნდა, რამდენად სწორი გადაწყვეტილება მიიღო „ევროპელი სოციალისტების“  გუნდმა, ჩართულიყვნენ საპარლამენტო საქმიანობაში.

„მოგეხსენებათ, მე ვარ ერთადერთი წარმომადგენელი საქართველოს პარლამენტის კონსტრუქციული ოპოზიციის მხრიდან  საპარლამენტო დელეგაციაში, რომელიც ევროპის საბჭოს სესიაში ვიღებ მონაწილეობას  „ევროპელი სოციალისტების“ პარტიის სახელით. აქ ყოფნისას  უფრო მეტად დავრწმუნდი,  რამდენად მნიშვნელოვანია ოპოზიციის ჩართულობა ქვეყნის პოლიტიკურ საქმიანობაში. ამიტომ,  კიდევ ერთხელ მოვუწოდებ ოპოზიციას, შეწყვიტოს ბოიკოტი და ჩაერთოს საპარლამენტო საქმინობაში, სხვა შემთხვევაში „ოცნება“ კიდევ ბევრ შეცდომას დაუშვებს და ეს იქნება ქვეყნისთვის ძალიან საზიანო“  – აცხადებს ფრიდონ ინჯია.

პარტია „ევროპელი სოციალისტები“  ხელისუფლებას  კომუნალური გადასახადების სუბსიდირების მოთხოვნით მიმართავს

პოლიტიკური პარტია „ევროპელი სოციალისტები“ განცხადებას ავრცელებს

პარტია „ევროპელი სოციალისტები“ მიმართავს ხელისუფლებას  მოუწოდებს მოახდინოს კონუნალური გადასახადების სუბსიდირება კიდევ ერთი თვით.

„ხელისუფლებამ უნდა მოახდინოს  200 კუბური მეტრის ბუნებრივი აირის კომპენსაცია მოსახლეობისთვის თებერვალ-მარტის პერიოდზე. არსებული პროგნოზით, სწორედ თებერვალსა და მარტში არის მოსალოდნელი ამინდის გაუარესება, რაც მოსახლეობაში ბუნებრივ აირზე მოთხოვნას გაზრდის.  პრაქტიკულად, წინა წლის ოქტომბერ- ნოემბრის პერიოდში, მოსახლეობის უმრავლესობამ ბუნებრივი აირის სუბსიდირებით ვერ ისარგებლა. ამიტომ, მოვუწოდებთ ხელისუფლბას, შეიმუშავოს ბუნებრივი აირის სუბსიდირების ისეთი პროგრამა, რომლითაც მოსახლეობა ისარგებლებს“ – ნათქვამია განცხადებაში.

„ევროპელი სოციალისტები“  თვლიან, რომ სახელმწიფო სუბსიდირება ასევე, უნდა შეეხოს არა მხოლოდ ბუნებრივ აირის, არამედ ელექტრო-ენერგიისა და წყლის გადასახადებს.

„ვფიქრობთ, სახელმწიფოს გააჩნია შესაბამისი რესურსი მოახდინოს, როგორც ბუნებრივი აირის სუბსიდირება,  ასევე კომპენსაციის დაწესება როგორც ელექტრო-ენერგიის ასევე, წყლის გადასახადებზე. ეს იქნება ერთ-ერთი მნიშვნელოვანი დახმარება, რომელსაც საქართველოს ხელისუფლება გაუწევს საკუთარ მოსახლეობას პანდემიით გამოწვეულ უმძიმეს სოციალურ ვითარებაში“ – ნათქვამია განცხადებაში.

„ევროპელი სოციალისტები ასევე, მოუწოდებს მთავრობას მოხსნას ან შეამსუბუქოს არსებული რეგულაციების ნაწილი  და აუცილებლად  აღადგინოს მუნიციპალური და საქალაქთაშორისო ტრანსპორტის მოძარაობა.