საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის „ევროპელი სოციალისტების“ თავმჯდომარე ფრიდონ ინჯია და პოლიტიკური ჯგუფის წევრი დავით ზილფიმიანი ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მონიტორინგის კომიტეტის წევრებს შეხვდნენ.

შეხვედრის ძირითადი თემები გახლდათ:

1. კანონიერება და სამართლებრივი სახელმწიფოს მშენებლობა;

2. რიგგარეშე არჩევნები;

3. საკონსტიტუციო ცვლილებები;

4. შარლ მიშელის მემორანდუმთან დაკავშირებული საკითხები;

5. პოლიტიკური ვითარების პოლარიზების საკითხი;

????„ჩვენ ვაშენებთ კანონიერ და სამართლებრივ სახელმწიფოს, სადაც კანონის აღსრულება არის უზენაესი და ამაში გვეხმარებიან ჩვენი დასავლელი პარტნიორები და მადლობა მათ ამისთვის“ – განაცხადა შეხვედრაზე ფრიდონ ინჯიამ.

????მისივე თქმით, სამწუხაროდ, ადგილი აქვს ერთეული ევროპელი თუ ამერიკელი პოლიტიკოსების, თუ ევრო პარლამენტარების მხრიდან გარკვეულ ზეწოლას, რაც გამოიხატება დამნაშავეების მიმართ კანონის უგულვებელყოფაში ან ზედმეტად ლოიალობაში და დამნაშავის მიმართ შემწყნარებლურ დამოკიდებულებაში. სწორედ ამ ზეწოლის შედეგი იყო და რისი მაგალითებიც განსაკუთრებით ბოლო პერიოდში გვაქვს, დამნაშავეების შეწყალება, რაც საკმაოდ ნეგატიურად აღიქმება ქართულ საზოგადოებაში, რომელიც იმედით შეჰყურებს მომავალს. ამის შესახებ კარგად არის ცნობილი დღევანდელი სტუმრებისთვის

.???? „ევროპელი სოციალისტების“ პოზიციაა, რომ დამნაშავე უნდა დაისაჯოს, ვინც არ უნდა იყოს იგი – ყოფილი პრეზიდენტი, მაღალი თანამდებობის პირი, თუ რიგითი მოქალაქე, როგორც დაისაჯნენ სხვა დამნაშავეები და მათი რაოდენობა არსებული მონაცემებით, 9,500 -ია და სხედან და იხდიან ისინი სასჯელს. ის (სააკაშვილი) ერთერთი მათგანია მათ შორის. ამიტომ, კანონის წინაშე ყველა უნდა იყოს თანაბარი. ამ საკითხთან დაკავშირებით ნებისმიერი ზეწოლა, ჩვენთვის არის კატეგორიულად მიუღებელი“ – აღნიშნა შეხვედრაზე ფრიდონ ინჯიამ.

???? რაც შეეხება შერიგების საკითხს, როგორც პოლიტიკური ჯგუფის თავმჯდომარემ განაცხადა, შერიგება შესაძლებელია, მას შემდეგ, რაც დამნაშავე სრულად აგებს პასუხს კანონის წინაშე. პირდაპირი შერიგება შეიძლება იმასთან ვისაც არ აქვს დანაშაული ჩადენილი ხალხისა და ოჯახის წინაშე.

???? „ვისაც დანაშაული აქვს ჩადენილი მან აუცილებლად უნდა აგოს პასუხი ბოლომდე. მით უმეტეს, დღეს არსებობს არა შეკრებითობის პრინციპი, რომელიც თავის დროზე სააკაშვილმა დააწესა, არამედ შთანთქმის პრინციპი. ამიტომ, ის იხდის სასჯელს ჯერჯერობით 6 წლის ვადით და არა 31 წლის ვადით, რაც მისი მმართველობის პერიოდში მას მიესჯებოდა. აქედან გამომდინარე, ყველა დამნაშავე უნდა იყოს თანაბარი კანონის წინაშე. თქვენ თუ წარმოგიდგენიათ, რა იქნებოდა 9,500 – მა პატიმარმა რომ მოითხოვოს შერიგების საბაბით, განთავისუფლება?!“ – განაცხადა ფრიდონ ინჯიამ.

როგორც შეხვედრაზე პოლიტიკური ჯგუფის თავმჯდომარემ აღნიშნა, არანაირი სამართლებრივი და სხვა საფუძველი იმისათვის, რომ ქვეყანაში ჩატარდეს ვადამდელი, რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნები, არ არსებობს. რაც დადასტურდა 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების დროებითი საგამოძიებო კომისიის მუშაობის შედეგად, რომლის წევრებიც როგორც ოპოზიციური პარტიიდან, იყვნენ თავად ფრიდონ ინჯია და ასევე, დავით ზილფიმიანი.

???? „საგამოძიებო კომისიის მიერ ჩატარდა სრულფასოვანი გამოძიება. დაიკითხა ათეულობით ადამიანი, გაიხსნა კონკრეტული საარჩევნო ყუთები, სადაც მოხდა ხელახალი გადათვლები და გაკეთებული დასკვნებით, გარკვეული ხარვეზები თუ ცდომილებები იყო ნორმის ფარგლებში, რაც ვერანაირად ვერ მოახდენდა გავლენას საპარლამენტო არჩევნების საბოლოო შედეგებზე. ასევე, 2021 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები, რომელიც ჩატარდა განახლებული საარჩევნო კოდექსით, იყო გაცილებით კარგად ორგანიზებული, რაც აღიარებულ იქნა საერთაშორისო სადამკვირვებლო ორგანიზაციების, მათ შორის ეუთო /ოდირის მიერ“ – აღნიშნა ფრიდონ ინჯიამ.

???? მას მიაჩნია, რომ ვადამდელი არჩევნების თემა, უნდა ამოიგდონ თავიდან გარკვეულმა პოლიტიკურმა ძალებმა, რამეთუ ეს კიდევ ერთხელ შეიძლება გახდეს ქვეყანაში დაძაბულობისა და არეულობის, ეკონომიური წინსვლის სტაგნაციის დასაწყისის საფუძველი, რომ არაფერი ვთქვათ იმ კატასტროფულად დიდ ფინანსურ რესურსზე, რასაც ზოგადად არჩევნები მოითხოვს.

???? რაც შეეხება საკონსტიტუციო ცვლილებებს, რაც ითვალისწინებს საარჩევნო ბარიერის 2%-მდე დაწევას და ფრაქციის შექმნისთვის დეპუტატთა რაოდენობის 4-მდე შემცირებას, ფრიდონ ინჯიას განცხადებით, „ევროპელი სოციალისტები მიესალმებიან და მხარს უჭერენ ამ ცვლილებებს, რაც დაადასტურეს პარლამენტში საკითხის პირველი მოსმენით განხილვისას.

???? აღნიშნული ცვლილებები უზრუნველყოფს საპარლამენტო საქმიანობის მრავალპარტიულობას და დემოკრატიულობის ხარისხის ამაღლებას.

???? „ასევე, მიგვაჩნია, რომ საპარლამენტო ჯგუფი და მით უმეტეს, მცირე პოლიტიკური პარტიები, რომლებიც პარლამენტში არიან წარმოდგენილნი და სრულფასოვნად ახორციელებენ საპარლამენტო საქმიანობას, უნდა იყვნენ უზრუნველყოფილნი იმ მინიმალური ფინანსური რესურსით, რა თქმა უნდა, დადგენილი კანონის თანახმად, რომ სრულფასოვნად შეძლონ პოლიტიკური საქმიანობის წარმართვა, რათა არ აღმოჩდნენ არათანაბარ და არასამართლიან პირობებში სხვა პოლიტიკურ ძალებთან მიმართებაში, მაშინ როდესაც ჩვენ სამართლებრივი სახელმწიფოს აშენება გვინდა“ – განაცხადა ფრიდონ ინჯიამ.

???? შეხვედრაზე ფრიდონ ინჯიამ ასევე, ყურადღება გაამახვილა მოსამართლეების შერჩევის საკითხთან დაკავშირებით და აღნიშნა, რომ 2012 წელთან შედარებით პროცესი დიდად განსხვავდება. დღეს საჯაროობა გაცილებით დიდია. შეიძლება ბევრი რამე კიდევ იყოს დასახვეწი, მაგრამ პროცესი სწორად მიდის.

???? რაც შეეხება ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილებებს, ფრიდონ ინჯიას აზრით, ის აუცილებლად უნდა შეიცვალოს იმ მოთხოვნებიდან გამომდინარე, რომელიც ევროპის მიერ არის რეკომენდირებული. რა თქმა უნდა, ქართულ მენტალობაზე აგებული.

???? დავით ზილფიმიანის განცხადებით, დღეს ქვეყანაში დიდი პოლარიზებაა და ეს სიტყვა მოდურიც კი გახდა. „საქმე იმაშია, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ კვლავ იბრძვის ხელისუფლებაში მოსასვლელად და ვთვლი , რომ ამის მორალური უფლება მას არ გააჩნია. რაც შეეხება შერიგების საკითხს, მიმაჩნია, რომ ეს საკითხი საერთოდ არ დგას დღის წესრიგში, რადგან ამაზე რომ დაიწყოს მსჯელობა უნდა იყოს დანაშაულის მონანიების ფაქტი, რასაც მე ვერ ვხედავ“ – აღნიშნა ზილფიმიანმა.

???? შეხვედრაზე ევროპის საბჭოს მონიტორინგის კომიტეტის წევრები დაინტერესდნენ შარლ მიშელის 19 აპრილის შეთანხმების შესრულების საკითხით. ფრიდონ ინჯიას განცხადებით, შარლ მიშელის მემორანდუმმა დასაწყისში თავისი დადებითი როლი შეასრულა. „მიმაჩნია, რომ შარლ მიშელის შეთანხმებამ თავისი დადებითი როლი შეასრულა, რაც გამოიხატა ხელოვნურად შექმნილი კრიზისის განმუხტვაში. მემორანდუმის ძირითადი საკითხები უკვე შესრულებულია. ეს ეხება საარჩევნო კოდექსში ცვლილებებს თუ მოსამართლეების არჩევის საკითხს. თქვენი და ჩვენი პარტნიორების ზეწოლით მოხდა დამნაშავეების გათავისუფლება. ეს იყო შემხვედრი ნაბიჯები ხელისუფლების მხრიდან. მაშინ ის 9,500 პატიმარიც გაეთავისუფლებინათ… მაგრამ ასე არ ხდება, რომ მოთხოვნით სხვა ქვეყანაში განთავისუფლდეს დამნაშავე. ასეთი რამე არ ხდება ევროპაში და თუ ჩვენ ევროპისკენ მივდივართ, ეს უნდა გავითვალისწინოთ და ყველამ უნდა ვიმოქმედოთ კანონის ძალით. კანონი უნდა იყოს ყველასთვის კანონი. ამის შემდეგ მოვლენები ისე განვითარდა, რომ შარლ მიშელის მემორანდუმმა ლამის ჩაანაცვლა საქართველოს კონსტიტუცია, რაც ჩვენთვის არ იყო მისაღები. ყველა საინფორმაციო საშუალება იწყებოდა შარლ მიშელის მემორანდუმის განხილვით.“ – განაცხადა ფრიდონ ინჯიამ.

???? დავით ზილფიმიანის აზრით, შარლ მიშელის შეთანხმება ეს იყო პოზიტიური მოვლენა და იმ დროს ეს იყო ნამდვილად საჭირო და ცალსახად თუ ვინმემ შეასრულა შარლ მიშელის შეთანხმება, ეს იყო კონსტრუქციული ოპოზიცია. „ყოველთვის, როცა ვისაუბრებთ საქართველოში ოპოზიციაზე, გთხოვთ, გავყოთ ორ ნაწილად. ოპოზიცია, რომელიც დღესაც კი არ დადის პარლამენტში და არ იღებს საპარლამენტო საქმიანობაში მონაწილეობას. ამიტომ ჩვენის მხრივ, მიგვაჩნია, რომ შარლ მიშელის შეთანხმება, ეს იყო პოზიტიური შეთანხმება. ეს შეთანხმება შესრულდა თავიდან ბოლომდე და თუ ვინმემ ეს შეთანხმება არ შეასრულა, ეს იყო დესტრუქციული ოპოზიცია“ – აღნიშნა დავით ზილფიმიანმა.

???? სტუმრები ასევე, დაინტერესდნენ „ევროპელი სოციალისტების’“ მიდგომით საქართველოს გაწევრიანების შესახებ ევროკავშირისა და ნატოს სტრუქტურებში. ასევე დაინტერესდნენ რუსეთთან მიმართებაში მათი მოსაზრებით. დავით ზილფიმიანის განცხადებით, რაც უფრო მალე იქნება საქართველოს გაერთიანება ევროკავშირში, მით უფრო უკეთესი იქნება ეს ქვეყნისთვის. „ჩვენ ყველანაირად მხარს ვუჭერთ საქართველოს გაწევრიანებას ევროკავშირში. ჩვენ ყველანაირად ვცდილობთ, რომ დაჩქარდეს საქართველოს გაწევრიანების პროცედურა ევრო კავშირში. მიუხედავად ბევრი წინააღმდეგობისა. რაც შეეხება ნატოში საქართველოს გაწევრიანებას, მოგეხსენებათ, რომ ეს ჩვენზე არ არის დამოკიდებული. დღეს თუ ჩვენ არ ვართ ნატოში, ეს არ არის საქართველოს ბრალი. ამიტომ, რაც უფრო მალე იქნება ევროპის ქვეყნების მიერ ბლოკირების შეწყვეტა, საქართველო უფრო მალე შევა ნატოში. ჩვენ ამის მომხრეები ვიქნებით“ – აღნიშნა დავით ზილფიმიანმა. რაც შეეხება რუსეთთან საქართველოს ურთიერთობას, იმის გამო, რომ ჩვენს გეოგრაფიას არავინ შეცვლის, ლოგიკურია, რომ უნდა გამოინახოს რაღაც გზა იმისათვის, რომ მეზობლური ურთიერთობა მაინც არსებობდეს რუსეთთან, რომ მინიმუმამდე დავიდეს ის აგრესია, რაც დღეს არის. „საქართველოში ოკუპირებულია ქვეყნის ტერიტორიების 20% -ი ჩვენ გვყავს აგრესორი ქვეყანა მეზობლად, რომელმაც ჩვენი ტერიტორიების ოკუპაცია მოახდინა. ჩვენ ისიც კარგად გვესმის რატომ ფრთხილობს ევროპა, რომ კონფლიქტური ქვეყანა არ იხილოს თავის შემადგენლობაში, რათა არ დაეძაბოს ურთიერთობა რუსეთთან. ეს ძალიან რთულია თქვენთვისაც და ძალიან რთულია ჩვენთვისაც. ჩვენი მზაობა იმისათვის, რომ ყველა ეს ბარიერი გადავლახოთ, არსებობს“ – აღნიშნა ზიფიმიანმა.

???? ფრიდონ ინჯიას განცხადებით, ევროკაშირში გაწევრიანების შესახებ, საქართველოს მთავრობამ ეს საკითხი უკვე დააანონსა და საქართველო განაცხადს ამის შესახებ გააკეთებს 2024 წელს და კონსტრუქციული ოპოზიცია მათი სახით ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ ამ პროცესის მაქსიმალური ხელისშეწყობა მოხდეს.რაც შეეხება ნატოში საქართველოს გაწევრიანებას, როგორც ფრიდონ ინჯიამ შეხვედრაზე აღნიშნა, „ეს არ არის ჩვენზე დამოკიდებული, და ჩვენი პრობლემები თქვენთვის კარგად არის ცნობილი. ის რომ ჩვენ ტერიტორიული მთლიანობა გვაქვს დარღვეული. ჩვენი ნომერ პირველი ამოცანაა, რომ აღდგეს ჩვენი ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობა. ეს არის ყველაზე მთავარი“ – განაცხადა ფრიდონ ინჯიამ.

???? დავით ზილფიმიანის აზრით, პოტენციურად, სამომავლოდ, საქართველოში უნდა იყოს კოალიციური ხელისუფლება, რომელიც ძირითადად შემდგარი იქნება კონსტრუქციული ოპოზიციისგან. იმის გამო, რომ დღეს ორი პარტიის – „ქართული ოცნება“ და „ნაციონალური მოძრაობის“ არსებობის ფონზე ვერ ვითარდება კონსტრუქციული ოპოზიცია, მიზეზი არის არა ის, რომ მხარდამჭერებს არ უნდათ ხმა მისცენ, არამედ, ყველა არჩევნები მიმდინარეობს ვინ უფრო „ცუდიას“ მეთოდით და არა ვინ უფრო „კარგიას“ მეთოდით. ანუ შიშის ქვეშ იმყოფება ამომრჩეველი, რომ ერთის მხრივ არ დაბრუნდეს „ნაციონალური მოძრაობა“ და ოცნება ამბობს, რომ ჩვენ უნდა მოვიდეთ ხელისუფლებაში ისევ და არა ნებისმიერი სხვა ვინმე. „ამიტომ გარემო არის დაძაბული. საკმარისია, ამომრჩეველმა იცოდეს, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ არ მიიღებს მონაწილეობას არჩევნებში, მაშინ ნაციონალური მოძრაობის ამომრჩეველიც განაწილდება ოპოზიციაზე და „ოცნების“ ამომრჩევლის ნახევარიც ისევ ოპოზიციაზე განაწილდება. მაშინ შიში გაუქრება იმისა, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ თავისი სისხლიანი რეჟიმით არ მობრუნდება ქვეყანაში. დღეს ეს არის პრობლემა“ – აღნიშნა დავით ზილფიმიანმა.

???? ფრიდონ ინჯიას განცხადებით, ორი თუ სამი პარტიის გარდა, დანარჩენი პარტიები თავისი ხედვით, რიტორიკით არიან იგივე „ნაციონალური მოძრაობა“. „არავითარი სხვაობა არ არის არც ხედვაში, არც მიდგომებში, არც რიტორიკაში, არც ქმედებებში. ყველა ერთია, ორი თუ სამი პარტიის გარდა. ეს არის „ნაციონალური მოძრაობა“, რომელსაც ხელისუფლებაში მოსვლა უნდა არა არჩევნების გზით, არამედ რევოლუციის გზით“ – აღმნიშნა ფრიდონ ინჯიამ.„ჩვენ ვსაუბრობთ რა შეიძლება იყოს გამოსავალი. ყველაზე კარგი იქნებოდ, რომ „ნაციონალურ მოძრაობას“ განეცხადებინა, რომ არ მიიღებს არჩევნებში მონაწილეობას, მაგრამ ეს არის ზღაპარი და გამორიცხული თემაა. გამოსავალი არის იმაში, რომ მმართველმა პარტიამ, თანმიმდევრულად განახორციელოს თავისი განცხადებები. პირველი- კანონის უზენაესობა, ვინც დამნაშავეა ყველა უნდა იყოს დასჯილი. პროკურატურაში 2 ათასი საქმეა თაროზე შემოდებული, რომელსაც არ იხილავენ. აი, ეს არის ყველაზე დიდი უბედურება. ვინც დამნაშავეა ყველა უნდა დაისაჯოს, მაშინ, გადაწყდება ყველა საკითხი. ჩატარდება ნორმალური არჩევნები. გამონაკლისი შეიძლება იყოს გარკვეული კატეგორიების ადამიანებზე. მაგალითად მრავალშვილიანი დედები და ა. შ. ეს არის ჩვენი მოთხოვნა“ – განაცხადა ფრიდონ ინჯიამ. დავით ზილფიმიანის განცხადებით, დღეს ნაციონალური მოძრაობისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, რომ მოვიდეს ხელისუფლებაში, რათა არ აგოს პასუხი ჩადენილ დანაშაულებზე. ეს არის მთელი მათი ამოსავალი. „ჩვენ ვითხოვთ მმართველი პარტიისგან კანონის აღსრულებას. იმ დანაშაულებრივ ქმედებებთან დაკავშირებით, რაც უკვე

დამტკიცებულია, ხელისუფლებამ უნდა მიიღოს შესაბამის ზომები და დამნაშავე უნდა იყოს დასჯილი. 2012 წლიდან დღემდე ვერ გამოუკვლევიათ ელემენტარული საკითხები“ – განაცხადა ფრიდონ ინჯიამ.???? შეხვედრის დასასრულს სტუმრებმა აღნიშნეს, რომ მათთვის მნიშვნელოვანია საკითხები, რომლებიც დეპუტატების მხრიდან იქნა გაჟღერებული. ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მონიტორინგის კომიტეტის წევრის ტიტუს კორლატეანის განცხადებით, მათთვის მნიშვნელოვანია, რომ „ევროპელი სოციალისტები“ მხარს უჭერენ საკონსტიტუციო ცვლილებებს და ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილებების განხორციელებას.

“All actions of the West in relation to Georgia are part of the system, the goal of which is to have a managed government in the country. The EU candidate status and 12 recommendations are invented to change the government of “Georgian Dream”. – Freedon is an engineer.

📍 “All actions of the West in relation to Georgia are part of the system, the goal of which is to have a managed government in the country. The EU candidate status and 12 recommendations are invented to change the government of “Georgian Dream”. – Freedon is an engineer.

🔹 Chairman of the parliamentary political group “European Socialists” Fridon Injia announced this at the session of the Legal Affairs Commission of the Parliament of Georgia, where the amendments to the law on “Common Laws” were discussed in the second reading, which is one of the obligations of the 12 recommendations of the European Commission.
At the committee meeting, Fridon Injia once again called on the parliamentary majority to take responsibility for all important processes that are the prerogative of the legislative authority.

🔹 According to the deputy, the decision of the parliamentary majority on the election of the members of the Supreme Council of Justice was important. Also, the decision regarding the procedure for electing the CEC chairman and members was timely, however, Fridon Injia believes that the votes of the opposition MPs who supported this change will not take any responsibility for this decision. “

🔹 “The responsibility will still be on you as the ruling political force from the beginning to the end.” – noted the MP.

🔹 Fridon Injia emphasized once again that the decision of the European Commission to refuse the candidate status for Georgia was only a political decision, despite the fact that Georgia was ahead of both Ukraine and Moldova in all parameters.
In addition, according to the MP, it is absolutely unclear on what basis the European Commission developed 12 recommendations, especially if we take into account that none of the 27 countries that are members of the European Union have set similar conditions in the form of recommendations.

🔹 The chairman of the political group believes that the rule of law plays a crucial role in the state, and thousands of cases that have been on the shelf for years should be reviewed and enforced by the prosecutor’s office.

🔹 According to Fridon Injia, the law on “common law” developed by the majority is acceptable to him and he will support the adoption of this law.

🔹 We should pass the law on “Common Courts” not in order to fulfill the 12 recommendations of the European Commission, but in order for the law to benefit the country and future generations”, said Fridon Injia.

🔹 The deputy drew a parallel between the period of Saakashvili’s government and the rule of the current government and noted that during Saakashvili’s period it was practically impossible to express a critical opinion, especially publicly and openly. The government of “Georgian Dream” managed to do this and today it is possible for everyone to express their opinion openly. “But all this has another side, the government of “Georgian Dream” should show more principles in relation to key and important issues for the country.” – added the MP.

🔹 Regarding the status of the EU candidate, the chairman of the political group emphasized that the EU candidate status was invented to change the government of “Georgian Dream”.

🔹 “All the actions of the West in relation to Georgia are part of the system, the goal of which is to have a managed government in the country. EU candidate status and 12 recommendations to change the government of the invented “Georgian Dream”. – said Fridon Injia.

https://youtube.com/watch?v=BWAKkIs3k6Y

„დასავლეთის ყველა ქმედება საქართველოსთან მიმართებაში არის სისტემის ნაწილი, რომლის მიზანია ქვეყანაში ჰყავდეთ მართვადი ხელისუფლება. ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი და 12 რეკომენდაცია მოგონილია „ქართული ოცნების“ ხელისუფლების შესაცვლელად“. – ფრიდონ ინჯია.

📍 „დასავლეთის ყველა ქმედება საქართველოსთან მიმართებაში არის სისტემის ნაწილი, რომლის მიზანია ქვეყანაში ჰყავდეთ მართვადი ხელისუფლება. ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი და 12 რეკომენდაცია მოგონილია „ქართული ოცნების“ ხელისუფლების შესაცვლელად“. – ფრიდონ ინჯია.

🔹 ამის შესახებ საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის „ევროპელი სოციალისტების“ თავმჯდომარემ ფრიდონ ინჯიამ საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომისიის სხდომაზე განაცხადა, სადაც მეორე მოსმენით „საერთო სასამრთლოების“ შესახებ კანონში ცვლილებები განიხილეს, რომელიც ევროკომისიის 12 რეკომენდაციის ერთერთ ვალდებულებას წარმოადგენს.
ფრიდონ ინჯიამ კომიტეტის სხდომაზე საპარლამენტო უმრავლესობას კიდევ ერთხელ მოუწოდა აიღოს პასუხისმგებლობა ყველა მნიშვნელოვან პროცესზე, რომელიც საკანონმდებლო ხელისუფლების პრეროგატივას წარმოადგენს.

🔹 დეპუტატის განცხადებით, მნიშვნელოვანი იყო საპარლამენტო უმრავლესობის გადაწყვეტილება იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრების არჩევის შესახებ. ასევე, დროული გახლდათ ცესკოს თავმჯდომარისა და წევრების არჩევის წესთან დაკავშირებით მიღებული გადაწყვეტილება, თუმცა, ფრიდონ ინჯიას მიაჩნია, რომ იმ ოპოზიციონერ დეპუტატთა ხმები, რომლებმაც მხარი დაუჭირეს ამ ცვლილებას, არ აიღებენ არანაირ პასუხისმგებლობას ამ გადაწყვეტილებასთან მიმართებაში. „

🔹 „პასუხისმგებლობა მაინც იქნება თავიდან ბოლომდე თქვენზე, როგორც მმართველი პოლიტიკური ძალის“. – აღნიშნა დეპუტატმა.

🔹 ფრიდონ ინჯიამ კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი, რომ ევროკომისიის გადაწყვეტილება საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსზე უარის თქმის შესახებ, იყო მხოლოდ პოლიტიკური გადაწყვეტილება, მიუხედავად იმისა, რომ საქართველო ყველა პარამეტრით წინ უსწრებდა როგორც უკრაინას, ასევე, მოლდოვას.
ამასთან, დეპუტატის აზრით, აბსოლუტურად გაუგებარია თუ რის საფუძველზე შეიმუშავა ევროკომისიამ 12 რეკომენდაცია, მით უფრო, თუ გავითვალისწინებთ, რომ 27 ქვეყნიდან, რომელიც ევროკავშირის წევრია, მსგავსი სახის შესასრულებელი პირობები რეკომენდაციების სახით თავის დროზე არცერთი მათგანისთვის არ წაუყენებიათ.

🔹 პოლიტიკური ჯგუფის თავმჯდომარე მიიჩნევს, რომ სახელმწიფოში გადამწყვეტი როლი ენიჭება კანონის უზენაესობას და ის ათასობით საქმე, რომელიც წლებია თაროზეა შემოდებული, პროკურატურამ უნდა განიხილოს და აღასრულოს კანონი.

🔹 ფრიდონ ინჯიას აზრით, მისთვის მისაღებია უმრავლესობის მიერ შემუშავებული „საერთო სასამრთლოების“ შესახებ კანონი და იგი ამ კანონის მიღებას მხარს დაუჭერს.

🔹 „საერთო სასამართლოების“ შესახებ კანონი უნდა მივიღოთ არა იმისთვის, რომ შევასრულოთ ევროკომისიის 12 რეკომენდაცია, არამედ იმისთვის, რომ კანონი გამოადგეს ქვეყანას და მომავალ თაობებს“.- აღნიშნა ფრიდონ ინჯიამ.

🔹 დეპუტატმა პარალელი გაავლო სააკაშვილის ხელისუფლების პერიოდსა და დღევანდელი ხელისუფლების მმართველობას შორის და აღნიშნა, რომ სააკაშვილის პერიოდში პრაქტიკულად, გამორიცხული იყო კრიტიკული აზრის გამოთქმა, მით უმეტეს, საჯაროდ და ღიად. „ქართული ოცნების“ ხელისუფლებამ კი, ეს მოახერხა და დღეს არის შესაძლებელი საკუთარი აზრი ღიად დააფიქსიროს ყველამ. „მაგრამ ამ ყველაფერს აქვს მეორე მხარე, „ქართული ოცნების“ ხელისუფლებამ უნდა გამოიჩინოს მეტი პრინციპულობა ქვეყნისთვის საკვანძო და მნიშვნელოვან საკითხებთან მიმართებაში“. – დასძინა დეპუტატმა.

🔹 რაც შეეხება ევროკავშირის კანდიდატის სტატუსს, პოლიტიკური ჯგუფის თავმჯდომარემ ხაზგასმით აღნიშნა, რომ ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი მოგონილია „ქართული ოცნების“ ხელისუფლების შესაცვლელად.

🔹 „დასავლეთის ყველა ქმედება საქართველოსთან მიმართებაში არის სიტემის ნაწილი, რომლის მიზანია ქვეყანაში ჰყავდეთ მართვადი ხელისუფლება. ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი და 12 რეკომენდაცია მოგონილი „ქართული ოცნების“ ხელისუფლების შესაცვლელად“. – განაცხადა ფრიდონ ინჯიამ.

ფრიდონ ინჯია – ისეთი კანონპროექტები გვჭირდება, რომლებიც ჩვენი ქვეყნიდან მიგრაციის პროცესს საქართველოს სასარგებლოდ შეცვლის

📍 ფრიდონ ინჯია – ისეთი კანონპროექტები გვჭირდება, რომლებიც ჩვენი ქვეყნიდან მიგრაციის პროცესს საქართველოს სასარგებლოდ შეცვლის

🔶 „უნდა შემუშავდეს ისეთი კანონპროექტები, რომლებიც საქათველოდან მიგრაციის პროცესს ჩვენს სასარგებლოდ შეცვლის, სტიმულს მისცემს ქართულ დიასპორებს დააბანდონ კაპიტალი საქართველოს ეკონომიკის გაძლიერებაში, ასევე სტიმულირებას გაუკეთებენ საქართველოს კერძო სექტორს მათთვის საჭირო კვალიფიციური კადრები ქართული დიასპორებიდან მოიზიდონ“.

🔶 ამ საკითხებზე პოლიტიკური ჯგუფის „ევროპელი სოციალისტების“ თავმჯდომარემ ფრიდონ ინჯიამ საქართველოს პარლამენტის დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის სხდომაზე ისაუბრა, სადაც განიხილეს და მხარი დაუჭირეს საქართველოს განვითარებისთვის ქართული დიასპორის ჩართულობისა და მდგრადი კაპიტალის მოზიდვის მიზნით თემატური მოკვლევის ჯგუფის შექმნას.

🔶 „ამ მოკვლევისგან ველოდებით იმას, რომ კომიტეტს ჰქონდეს დასაბუთებული, გამყარებული საფუძველი ისეთი კანონპროექტების მოსამზადებლად, რომელიც სტიმულს მისცემს უცხოეთში მცხოვრებ ჩვენს თანამემამულეებს ჩამოვიდნენ და იქ დაგროვებული კაპიტალი მოიზიდონ საქართველოში. უნდა შევიმუშაოთ ისეთი კანონპროექტები, რომელიც მიგრაციას ჩვენს სასარგებლოდ შეცვლის. ეს ნიშნავს იმას, რომ ამ კვლევაში უნდა იყოს არგუმენტაცია, ფაქტორები, უნდა იყოს შესწავლილი სხვადასხვა ქვეყნის მაგალითები“, – განაცხადა ფრიდონ ინჯიამ.

🔶 ამასთანავე დეპუტატმა ყურადღება გაამახვილა უცხოეთში განათლებამიღებული კადრების საქართველოს კერძო სექტორში დასაქმების შესაძლებლობაზეც.

🔶 „თუ იმას მოვახერხებთ, რომ აქ კერძო სექტორში დასაქმდებიან კადრები, რომლებმაც უცხოეთში მიიღეს განათლება, მაშინ შეიძლება ითქვას, რომ ჩვენ ჩვენი სიტყვა ვთქვით. ამ პროცესს უნდა დაეხმაროს საკანონმდებლო ბაზა, რომლიც სტიმულს მისცემს კერძო სექტორს დაასაქმოს და ხელი შეუწყოს ჩვენი თანამემამულეების დაბრუნებას საქართველოში“, – ხაზი გაუსვა ფრიდონ ინჯიამ.

🔶 დეპუტატმა კომიტეტის სხდომაზე ასევე დააყენა საკითხი საქართველოდან წასული ემიგრანტებისთვის საქართველოს მოქალაქეობის მიღების პროცედურების გამარტივების აუცილებლობისა და მნიშვნელობის შესახებ.

🔶 მისი თქმით, ძალიან ბევრია ისეთი ადამიანი, რომელმაც სხვადასხვა ობიექტური მიზეზის გამო წლების წინ საქართველო დატოვა და ახლა ვერ ახერხებს მოქალაქეობის მიღებას.

🔶 ამის მაგალითად ფრიდონ ინჯიამ კომიტეტის წევრებს მოასმენინა მოსკოვში მცხოვრები ერთ-ერთი თანამემამულის ირინა ჯოგლიძის მიერ სოციალურ ქსელში საქართველოს პარლამენტის, პრემიერ-მინისტრის, პრეზიდენტისა და მთავრობის წევრების მისამართით გავრცელებული ვიდეომიმართვა, რომელშიც ემიგრანტი საუბრობს პირადად მისი და მისი აწგარდაცვლილი მეუღლის მიერ წლების განმავლობაში ქართული სახელმწიფოსთვის და რუსეთში არსებული ქართული სათვისტომოსთვის გაწეული ღვაწლის შესახებ. როგორც ემიგრანტი აღნიშნავს, საგამონაკლისო წესით საქართველოს მოქალაქეობის მიღებაზე მას უარი ეთქვა, რაც მას ეჭვს უჩენს მოქალაქეობის საკითხთა კომისიის წევრების ობიექტურობასა და კომპეტენციასთან დაკავშირებით.

🔶 პარლამენტის დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ ბექა ოდიშარიამ საპასუხოდ განაცხადა, რომ პირადად მასთანაც ძალიან ბევრი მსგავსი საქმე შედის, თუმცა არსებობს გარკვეული მიზეზები, რის გამოც კომისიის მიერ ხარვეზდება ესა თუ ის განაცხადი.

🔶 კომიტეტის თავმჯდომარე ფრიდონ ინჯიას ამ კონკრეტული შემთხვევის სამუშაო რეჟიმში განხილვას დაჰპირდა.

🔶 ამასთანავე ფრიდონ ინჯიამ ყურადღება გაამახვილა რუსეთის ფედერაციაში ქართული დიასპორის წინაშე არსებულ საჭიროებებზეც, რაც, მისი თქმით, დიასპორისა და კავკასიის საკითხთა საპარლამენტო კომიტეტმა წლიური გეგმის თანახმად უნდა განიხილოს.

🔶 „ამ დღეებში რუსეთის ფედერაციაში ქართული დიასპორის დღეები იმართება, და ჩვენი სათვისტომო ყოველთვის ძალიან ღირსეულად და მაღალ დონეზე ახერხებს თავის წარმოჩენას. კარგი იქნება, თუ საქართველოში გარკვეულ ღონისძიებებზე მოვიწვევთ იმ ქართველებს.

🔶 იყო დრო, როდესაც ბევრს ანკეტაში არ შეჰქონდა თავისი ქართული ეროვნება უხერხულობის გამო… თუმცა დღეს რუსეთის ფედერაციაში შეიცვალა მდგომარეობა, იქიდან გამომდინარე, რომ იქ გამოჩნდა ერთი ადამიანი – დავით ცეცხლაძე, რომელმაც ჩვენი თანამემამულეები იქ გააერთიანა და მათ ხელმძღვანელობს“, – განაცხადა ფრიდონ ინჯიამ.

🔶 მისი თქმით, მხოლოდ მოსკოვში შესაძლოა იყოს 400-500 ათასი ჩვენი თანამემამულე.

🔶 „რუსეთში 90 რეგიონია. წარმოიდგინეთ, ამ რეგიონებში 1000-დან 10 ათასამდე ჩვენი თანამემამულე ცხოვრობს თავისი ოჯახებით. მხოლოდ დიასპორის კონცერტებზე 2000 კაცი მიდის, მათ ხომ ჰყავთ ოჯახის წევრებიც. იქ მილიონამდე ჩვენი თანამემამულე ცხოვრობს. ბევრი ამბობს მხოლოდ 100 000-მდეო, თუმცა როგორ შეიძლება 100 ათასამდე იყოს, როდესაც მხოლოდ აფხაზეთიდან, კონფლიქტის დროს 200-300 ათასამდე ჩვენი თანამოქალაქე წავიდა იქ“, – განაცხადა დეპუტატმა ინჯიამ.

„ევროპელი სოციალისტების“ თავმჯდომარის ფრიდონ ინჯიასა და პოლიტიკური ჯგუფის წევრების შეხვედრაზე საქართველოში ჩინეთის ელჩის ეკონომიკურ და პოლიტიკურ მრჩეველებთან ისაუბრეს ორი ქვეყნის სამომავლო ურთიერთობების გაღრმავების საკითხებზე, როგორც ეკონომიკურ, ასევე პოლიტიკურ ჭრილში.

📍 საქართველოს პარლამენტის პოლიტიკური ჯგუფის „ევროპელი სოციალისტების“ თავმჯდომარის ფრიდონ ინჯიასა და პოლიტიკური ჯგუფის წევრების შეხვედრაზე საქართველოში ჩინეთის ელჩის ეკონომიკურ და პოლიტიკურ მრჩეველებთან ისაუბრეს ორი ქვეყნის სამომავლო ურთიერთობების გაღრმავების საკითხებზე, როგორც ეკონომიკურ, ასევე პოლიტიკურ ჭრილში.

🔶 პოლიტიკური ჯგუფის თავმჯდომარე ფრიდონ ინჯია შეხვედრაზე გამოვიდა ინიციატივით შეიქმნას ერთობლივი ჯგუფი, რომელიც იმუშავებს სხვადასხვა მნიშვნელოვან ეკონომიკურ საკითხებთან დაკავშირებით, რაც თავის მხრივ პოპულარიზაციას გაუწევს იმ ერთობლივ ეკონომიკურ პროექტებს, რაც მიმზიდველი და მისაღები იქნება ორივე მხარისთვის.

🔶 „ჩვენი წინადადებაა შეიქმნას ერთობლივი ჯგუფი ეკონომიკურ საკითხებთან დაკავშირებით, სადაც ჩვენი მხრიდან მონაწილეობას მიიღებს პარტიის ეკონომიკური რეფორმების ჯგუფი. ვფიქრობ, ამ ინიციატივის განხორციელება იქნება ძალიან მნიშვნელოვანი მომავალი ეკონომიკური ურთიერთობის გაღრმავების თვალსაზრისით“. – განაცხადა შეხვედრაზე ფრიდონ ინჯიამ.

🔶 პოლიტიკური ჯგუფის თავმჯდომარემ ასევე, ყურადღება გაამახვილა საქართველოში მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარებაზე და ამ მხრივ ხაზი გაუსვა ჩინეთის გამოცდილებას.

🔶 „თქვენ წარმოადგენთ ქვეყანას, რომელიც თავისი პოლიტიკით და ეკონომიკური განვითარებით არის სამაგალითო. ხაზი მინდა გავუსვა იმ გარემოებას, რომ ჩვენი პარტიის პოლიტიკური ხედვა და კონცეფცია ძალიან ახლოს არის ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ძირითად ხედვებთან და სოციალურ პოლიტიკასთან, რასაც სათავეში უდგას ჩინეთის კომუნისტური პარტია. აქედან გამომდინარე, ჩვენთვის მნიშვნელოვანია მჭიდრო ურთიერთობების დამყარება იდეოლოგიურად ერთ პლათფორმაზე მყოფ პოლიტიკურ პარტიასთან. ჩვენი ქვეყანა პატარაა, მაგრამ მას რეგიონში უკავია მნიშვნელოვანი სტრატეგიული ადგილი თავისი უძველესი კულტურით, ტრადიციებით, ადათ-წესებით, ადგილმდებარეობით, ისტორიით და მრავალი სხვა, რაც ქვეყნის ქონებას და ძირითად ფასეულობას წარმოადენს“. – აღნიშნა ფრიდონ ინჯიამ.

🔶 დეპუტატის თქმით, საქართველო, რეგიონში როგორც გეოპოლიტიკურად მნიშვნელოვანი სატრანზიტო ფუნქციის მქონე ქვეყანა, ორ სახელმწიფოს შორის უნდა გახდეს უმნიშვნელოვანესი სატრანზიტო ჰაბი, როგორც სატრანსპორტო, საჰაერო, ასევე საზღვაო დამაკავშირებელი რგოლი აზიასა და ევროპას შორის;

🔶 დეპუტატმა შეხვედრაზე ასევე განაცხადა, რომ საქართველო დაინტერსებულია იმ ახალი თანამედროვე ტექნოლოგიების დანერგვით, რომელიც ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში საკმაოდ მაღალ დონეზე არის განვითარებული და ამ მხრივ ძალიან მნიშვნელოვანია კადრების გადამზადება და კვალიფიკაციის ამაღლება.

🔶 ამასთან როგორც ფრიდონ ინჯიამ განაცხადა, პოლიტიკური ჯგუფი მზად არის ურთიერთშეთანხმების საფუძველზე საკანომდებლო დონეზე შემუშავდეს სხვადასხვა ეკონომიკური ხასიათის პროექტები.

🔶 „ძალიან მნიშვნელოვანია მოხდეს ახალი, თანამედროვე ციფრული ტექნოლოგიების დანერგვა რეგიონში ეკოლოგიურად სუფთა ენერგიის განახლებადი წყაროების გამომუშავებისა და გამოყენების მიზნით. ამასთან ხაზი მინდა გავუსვა მაღალტექნოლოგიურ სფეროში ჩინური გამოცდილების გაზიარების ხელშეწყობას, მათ შორის, მზის ბატარეების ერთობლივი საწარმოების შექმნის იდეას და ასევე ქარისა და სხვადასხვა ალტერნატიული ენერგიების წყაროების დანერგვას“. – აღნიშნა პოლიტიკური ჯგუფის თავმჯდომარემ.

🔶 ფრიდონ ინჯია შეხვედრაზე გამოვიდა ინიციტივით, რომ საქართველოს ერთ-ერთ ყველაზე დიდ სოფელში განხორციელდეს „სადემონსტრაციო ერთობლივი სოფლის მოდელი“, რომლის მიზანი იქნება ახალი თანამედროვე ტექნოლოგიების დანერგვა, სოფლის აღორძინება, რაც გააჩენს შესაძლებლობას შეიქმნას სოფლის სრულიად ახალი მოდელი მაღალი ტექნოლოგიების გამოყენებით, რომელსაც გარკვეულ წილად სადემონსტრაციო ხასიათი ექნება.

🔶 „ასევე, მნიშვნელოვანია ქართველ და ჩინელ მეწარმეებს შორის ეფექტური თანამშრომლობის გაღრმავების ხელშეწყობა. უპირველეს ყოვლისა, ქართულ-ჩინური მცირე და საშუალო საწარმოების მხარდაჭერის პროგრამების განხორციელება; გარდა ამისა, სასწავლო პროგრამების, კვალიფიკაციის ამაღლებისა, სტუდენტთა გაცვლითი პროგრამების და გამოცდილების გაზიარება, სხვადასხვა ერთობლივი პროგრამების განხორციელება.“ – აღნიშნა დეპუტატმა.

🔶 საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერის ავთანდილ ენუქიძის განაცხადებით, იგი მიესალმება ორ ქვეყანს შორის კონტაქტების გაღრმავებას, განსაკურებით ეკონომიკისა და ბიზნეს თანამშრომლობის კუთხით.

🔶 „ჩვენ მივესალმებით ჩინეთის რესპუბლიკასთან კონტაქტების გაღრმავებას და ეს ორივე ქვეყნისთვის იქნება კარგი და პირველ რიგში, საქართველოსთვის. ჩვენ მხარს ვუჭერთ ერთი ჩინეთის პრინციპს.“ – განაცხადა ავთანდილ ენუქიძემ.

🔶 პარლამენტის ვიცე-სპიკერის თქმით, მნიშვნელოვანია რომ საქართველოში მოხდეს ელექტრომობილების წარმოება და ამ მხრივ სწორი გადაწყვეტილება იქნებოდა საქართველოში გახსნილიყო ჩინეთის წარმომადგენლობა, რაც ელექტრომობილების ევროპაში რეალიზაციისთვის იქნება კარგი.

🔶 პარტიის პოლიტსაბჭოს წევრის გიორგი მაღლაკელიძის განცხადებით, ძალიან მნიშვნელოვანია საქართველოში მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარება და ამ მხრივ ჩინეთის გამოცდილების გაზიარება როგორც კვალიფიკაციის ამაღლების თვალსაზრისით, ასევე სხვადასხვა გაცვლითი პროგრამების განხორციელების მიზნით.

🔶 პარტიის პოლიტსაბჭოს წევრის ვიქტორ ცაავას თქმით, პარტია „ევროპელი სოციალისტები“ და „ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის კომუნისტური პარტია“ ერთ იდეოლოგიურ პლათფორმაზე დგას, აღიარებს ერთი ჩინეთის პრინციპს და მზად არის როგორც მეგობარი, ყოველთვის გვერდში იდგეს ჩინეთის სახალხო რესპუბლიკასთან.

🔶 თავის მხრივ საქართველოში ჩინეთის ელჩის ეკონომიკური მრჩევლის ჭაო ჩუანმა შეხვედრაზე აღნიშნა, რომ ჩინეთ-საქართველოს ეკონომიკურ თანამშრომლობის ხანგრძლივი ისტორია აქვს და სავაჭრო მოცულობა დიდი ხნის განმავლობაში ინარჩუნებდა სწრაფი ზრდის ტენდენციას.

🔶 „საქართველო იყო პირველი ქვეყანა ევრაზიის რეგიონში ვისთანაც ჩინეთმა ხელი მოაწერა თავისუფალი ვაჭრობის შესახებ ხელშეკრულებას 2017 წელს. ორმხრივმა სავაჭრო მოცულობამ 380 მილიონ დოლარს მიაღწია და ჩინეთი კვლავ რჩება საქართველოს მესამე ყველაზე დიდ სავაჭრო პარტნიორად. საქართველოს აქვს სტაბილური მაკროეკონომიკა, ეკონომიკური თავისუფლების მარალი მაჩვენებელი და კარგი საინვესტიციო გარემო.

🔶 ენერგო რესურსების სფეროში საქართველოსა და ჩინეთს დიდი პერსპექტივა აქვს. ამასთან უმნიშვნელოვანესია შუა დერეფნის პროექტის განხორციელება, რაც გრძელვადიანი თანამშრომლობის პერსპექტივას იძლევა.

🔶 ჩვენ გვსურს მხარი დავუჭიროთ ქართულ კომპანიებს ისარგებლონ თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულებით და მონაწილეობა მიიღონ ჩინეთში საერთაშორისო გამოფენებში ეს იქნება ალკოჰოლური სასმელების გამოფენა თუ სხვა მნიშვნელოვანი ღონისძიებები.

შესაბამისად, ვფიქრობ, გაიზრდება ცნობიერება და ქართულ კომპანიებს ჩინეთის დიდ ბაზარზე წარმოჩინების შესაძლებლობა მიეცემათ.“ – განაცხადა მან.

🔶 ელჩის პოლიტიკური მრჩევლის, სიუ ხაიჭენგის განცხადებით, საპარლამენტო პოლიტიკური პარტიებიდან ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის საელჩოს საქართველოში ყველაზე კარგი ურთიერთობა სწორედ „ევროპელ სოციალისტებთან“ აქვს.

🔶 „ჩვენ მომავალში ჩინეთის ელჩის მითითების შესაბამისად, აქტიურად დავუჭერთ მხარს პარტია „ევროპელი სოციალისტების“ მჭიდრო ურთიერთ თანამშრომლობას „ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის კომუნისტურ პარტიასთან“ – აღნიშნა სიუ ხაიჭენგმა.

🔶 მან ასევე მიმოიხილა ის საგანმანათლებლო პროექტები, რომლებიც საქართველო ჩინეთის მთავრობებს შორის ურთიერთ შეთანხმების საფუძველზე საქართველოში საკმაოდ წარმატებით ხორციელდება.

🔶 შეხვედრის დასასრულს მხარეებმა მადლობა გადაუხადეს ერთმანეთს საინტერესო თემების მიმოხილვისთვის და სამომავლო თანამშრომლობისა და შეხვედრების მზაობა გამოთქვეს.

ფრიდონ ინჯია „ქართულ ოცნებას“ მოუწოდებს აიღოს პასუხისმგებლობა როგორც საპარლამენტო უმრავლესობის ხელისუფლებამ ყველა მნიშვნელოვან პროცესზე, რომელიც საკანონმდებლო ხელისუფლების პრეროგატივას წარმოადგენს.

📍 საქართველოს პარლამენტის პოლიტიკური ჯგუფის თავმჯდომარე ფრიდონ ინჯია „ქართულ ოცნებას“ მოუწოდებს აიღოს პასუხისმგებლობა როგორც საპარლამენტო უმრავლესობის ხელისუფლებამ ყველა მნიშვნელოვან პროცესზე, რომელიც საკანონმდებლო ხელისუფლების პრეროგატივას წარმოადგენს.

🔶 დეპუტატის განცხადებით, სხვადასხვა სირთულეებისა და კრიზისების თავიდან ასაცილებლად, საპარლამენტო უმრავლესობის ხელისუფლებამ დროულად უნდა მოაქციოს შესაბამისი კანონები დემოკრატიული პრინციპების ჩარჩოში.

🔶 ამის შესახებ ფრიდონ ინჯიამ პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე განაცხადა, სადაც „საქართველოს ორგანულ კანონში „საქართველოს საარჩევნო კოდექსში“ ცვლილების შეტანის შესახებ იმსჯელეს.

🔶 ფრიდონ ინჯიას მიაჩნია, რომ ცესკოს შემადგენლობის არჩევა უნდა ხდებოდეს დემოკრატიული პრინციპებიდან გამომდინარე და გადაწყვტილებას უნდა იღებდეს საპარლამენტო უმრავლესობის ხელისუფლება.

🔶 „როდესაც საქართველოს პარლამენტი დღეს მოქმედ კანონს იღებდა, მე ვიყავი წინააღმდეგი და დღესაც მიმაჩნია, რომ ცესკოს თავმჯდომარისა და წევრების არჩევა უნდა მოხდეს არა 2/3-ის თანხმობით, არამედ უმრავლესობით, რადგან მე არა მგონია, რომ ცესკოს თამჯდომარეს უფრო მეტი ლეგიტიმაცია ჰქონდეს ვიდრე საქართველოს პრემიერ მინისტრს, რომელსაც პარალმენტი ირჩევს 76 ხმით, რომელიც პრინციპში როგორც მთავრობის მეთაური არის პირველი პირი“. – განაცხადა ფრიდონ ინჯიამ.

🔶 დეპუტატმა კომიტეტის სხდომაზე ასევე, ყურადღება გაამახვილა სხვა მნიშვნელოვანი კანონების დემოკრატიულ საწყისებზე დაბრუნების აუცილებლობის შესახებ, რადგან როგორც გამოცდილება აჩვენებს ფრიდონ ინჯიას თქმით, გაუგებარ კომპრომისებზე წასვლა, საბოლოო ჯამში მხოლოდ და მხოლოდ კრიზისებს იწვევს და ოპოზიციის მხრიდან არავითარი პასუხისმგებლობის გაზიარება არ ხდება. ამის ნათელი მაგალითია ბოლო 2 წლის მანძილზე ცესკოს თავმჯდომარისა და წევრების არჩევასთან დაკავშირებით შექმნილი კრიზისული სიტუაცია.

🔶 ფრიდონ ინჯიას განცხადებით, შექმნილი რთული ვითარებიდან გამომდინარე უმრავლესობა იძულებული გახდა მოემზადებინა ახალი საკანონმდებლო ცვლილება საარჩევნო კოდექსში, რომლის თანახმადაც რეგულირდება ცესკოს შემადგენლობის არჩევის წესი.

🔶 წარმოდგენილი ინიციტივით ცესკოს თავმჯდომარეობის და ე.წ. პროფესიული წევრობის კანდიდატების შერჩევის და პარლამენტისთვის წარდგენის პრეროგატივა პრეზიდენტის ნაცვლად, პარლამენტის თავმჯდომარეს ექნება.

🔶 ასევე, იცვლება ცესკოს შემადგენლობის არჩევასთან დაკავშირებული პროცედურა, – კვორუმის წესი და დღეს მოქმედი კანონის თანახმად, ნაცვლად ხმათა 2/3 -ისა ცესკოს შემადგენლობის არჩევა 76 ხმით მოხდება და ისინი თანამდებობას 5 წლის ვადით დაიკავებენ.