ყოველთვიური არქივები: ოქტომბერი2021

პოლიტიკური პარტია „ევროპელი სოციალისტები“ განცხადებას ავრცელებს

???? პოლიტიკური პარტია „ევროპელი სოციალისტები“ განცხადებას ავრცელებს.
 
???? პოლიტიკური პარტია „ევროპელი სოციალისტები“ ეხმიანება გავრცელებულ ინფორმაციას 30 ოქტომბრის მეორე ტურის არჩევნების შესაძლო გაყალბების შესახებ ხელისუფლების მხრიდან, რაც ვრცელდება დესტრუქციული ოპოზიციის – „ნაციონალური მოძრაობისა“ და მისი განაყოფების მხრიდან პარტიული ტელევიზიებისა, თუ სხვა მასობრივი ინფორმაციების საშულებებით.
 
???? „მიგვაჩნია, რომ მმართველი პარტია სარგებლობს დიდი უპირატესობით ადგილობრივი თვითმმართველობის არჩვენების მეორე ტურის წინ. იმ გამოკითხვისა და ანალიზის შედეგად, რომელიც ჩვენმა პარტიამ ჩაატარა, „ქართული ოცნება“ გაიმარჯვებს ყველა ქალაქის მერობის მეორე ტურის არჩევნებზე და ასევე, უმეტეს მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობით ორგანოებში“ – ნათქვამია პარტიის განცხადებაში.
 
➡ პოლიტიკური პარტია აპირებს ბოლომდე და უკომპრომისოდ იბრძოლოს იმ რაიონში, სადაც მეორე ტურის არჩევნებზე გავიდა პარტიის მაჟორიტარობის კანდიდატი და მიუხედავად არჩევნების შედეგებისა, პარტია დაუბრუნდება კონსტრუქციული ოპონირების რეჟიმს, როგორც უმაღლეს საკანონმდებლო ორგანოში, ასევე, მის გარეთ.

პარტია „ევროპელი სოციალისტების“ პოლიტსაბჭოს წევრებმა ფინანსთა მინისტრის პირველ მოადგილესთან 2022 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტზე იმსჯელეს .

???? პარტია „ევროპელი სოციალისტების“ პოლიტსაბჭოს წევრებმა ფინანსთა მინისტრის პირველ მოადგილესთან 2022 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტზე იმსჯელეს 

შეხვედრაზე პარტიის პოლიტსაბჭოს წევრმა თამარ კიკნაძემ სტუდენტების პრობლემებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ საკმაოდ დიდია იმ სტუდენტების რაოდენობა, რომელთაც სწავლის საფასურის გადაუხდელობის გამო სტატუსი აქვთ შეჩერებული.
„კარგი იქნებოდა, განათლების სფეროში გასულ წელს აუთვისებლად დარჩენილი თანხა, საფასურის გადაუხდელობის გამო სტატუს შეჩერებულ სტუდენტებზე განაწილებულიყო, რათა მათ სწავლის გაგრძელება შეძლონ“, – აღნიშნა თამარ კიკნაძემ.
ფინანსთა მინისტრის პირველ მოადგილეძასთან გიორგი კაკაურიძესთან შეხვედრაზე პარტიის თბილისის ორგანიზაციის ხელმძღვანელმა ნატო არღვლიანმა საქართველოში იძულებით გადაადგილებულ პირთა პრობლემებზე გაამახვილა ყურადღება.
„სამწუხაროდ, სახელმწიფოს იძულებით გადაადგილებულ პირებთან კომუნიკაცია არ აქვს, გარდა ა

რჩევნების პერიოდისა. არადა, მათი ყოფა უმძიმესია, განსაკურებით, ეს ეხება კომპაქტურად ჩასახლებულ მოსახლეობას. დღეს, 21-საუკუნეში, მსგავსი საყოფაცხოვრებო პირობები, უბრალოდ წარმოუდგენელია. მიმძიმს იმ ვითარების გადმოცემა, რა ვითარებაშიც ცხოვრობენ ეს ადამიანები“ – აღნიშნა ნატო არღვლიანმა.
მან ხაზი გაუსვა იმას, რომ ფინანსური შემწეობა იძულებით გადაადგილებული პირების მიმართ მიზერულია და დღევანდელი ინფლაციისა და ფასების ზრდის გათვალისწინებით, მიუღებელი.
 როგორც არღვლიანმა აღნიშნა, აფხაზეთი და სამაჩაბლო საერთო ტკივილია და საჭიროა ამ მიმართულებით კონკრეტული ქმედითი ნაბიჯების გადადგმა.
„სამწუხაროდ, დღეს დიპლომატიური კორპუსის მხრიდან გადადგმული ნაბიჯები მხოლოდ შეშფოთებით შემოიფარგლება და არ არის საკმარისი. პირველ რიგში, აუცილებელია არსებობდეს პოლიტიკური ნება ურთიერთობების დალაგების თავლსაზრისით“ – აღნიშნა არღვლიანმა.

ფინანსთა მინისტრის მოადგილესთან შეხვედრისას დაისვა ასევე ვეტერანთა ფინანსური დახმარების გაზრდის საკითხიც. როგორც პარტია „ევროპელი სოციალისტების“ პოლიტსაბჭოს წევრმა ვიქტორ ცაავამ აღნიშნა, 9 წელიწადია გრძელდება ვეტერანთა საკრალურ 22-ლარიან დახმარებაზე საუბარი და მნიშვნელოვანია ის გადაწყვეტილება, რომელიც მიღებულ იქნა საქართველოს მთავრობის მხრიდან ვეტერანებთან მიმართებაში.
შეხვედრაზე მოწვეულმა ექსპერტმა ეკონომიკისა და სოფლის მეურნეობის საკითხებში კობა კილაძემ განაცხადა, რომ საქართველოში მოქმედი პროგრამების სტატისტიკა თვალნათლივ აჩვენებს, რომ აგრარული მიმართულების პროგრამებში ჩართულია და ამ სიკეთეებით სარგებლობს სოფლად მცხოვრები მოსახლეობის ძალიან მცირე (უმნიშვნელო) ნაწილი. ამასთან აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ პროგრამების უმრავლესობა პირველადი სასოფლო სამეურნეო პროდუქციის შენახვასა და გადამუშავებაზე ან კიდევ მრავალწლიანი კულტურების გაშენების ან არსებულის რეაბილიტაციის ხელშეწყობაზეა ორიენტირებული.
 „ჩვენ ვფიქრობთ, რომ სპეციალური პროგრამა (თუნდაც
საპილოტე), რომლის ფარგლებშიც ბენეფიციარები ამ მოწყვლადი ჯგუფიდან შეძლებდნენ თავიანთ კუთვნილ ნაკვეთებზე ერთწლიანი კულტურების მოყვანას, საშუალებას მოგვცემდა გაგვეზარდა ერთიან აგროპროექტში ჩართული ბენეფიციარების რიცხვი, რაც გამოიწვევდა პროგრამების ფარგლებში მიღებული სიკეთეების გადანაწილებას მოსახლეობის ფართო მასებზე და მათ ჩართულობას საერთო სახალხო დოვლათის შექმნაში“ – განაცხადა კობა კილაძემ.

მოწვეული სპეციალისტის ექსპერტ ფინანსისტის გიორგი მიქაიას მოსაზრებით, ეკონომიკის სტიმულირებისთვის კარგი იქნებოდა მაღაი ინფლაციის პირობებში, რეფინანსირების განაკვეთი დაბრუნდეს მიზნობრივ ნიშნულზე.
„ხომ არ არის შესაძლებელი დამატებითი რესურსის მოზიდვა ან ხელშეწყობა გარკვეული პროექტების, რომელიც უცხოეთიდან პირდაპირი ინვესტიციების მიღებას შეუწყობდა ხელს, ან საპრივატიზაციო ქონების უფრო აქტიურად პრივატიზება“ – აღნიშნა შეხვედრაზე გიორგი მიქაიამ.

[embedyt] https://www.youtube.com/watch?v=HUQedSD-BM0[/embedyt]

„თუ ჩვენ გვსურს ავაშენოთ კანონიერი და სამართლებრივი სახელმწიფო, ყველა ადამიანი განურჩველად მისი პოლიტიკური თანამდებობისა, კანონის წინაშე უნდა იყოს თანასწორი“

???? „თუ ჩვენ გვსურს ავაშენოთ კანონიერი და სამართლებრივი სახელმწიფო, ყველა ადამიანი განურჩველად მისი პოლიტიკური თანამდებობისა, კანონის წინაშე უნდა იყოს თანასწორი“ –
???? საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის „ევროპელი სოციალისტების“ თავმჯდომარის ფრიდონ ინჯიას გამოსვლა საქართველოს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე.
???? “თუ ჩვენ გვსურს ავაშენოთ კანონიერი და სამართლებრივი სახელმწიფო, ყველა ადამიანი განურჩველად მისი პოლიტიკური თანამდებობისა, კანონის წინაშე უნდა იყოს თანასწორი. ის, რაც ხდება დღეს რუსთავის ნომერ მე-12 დაწესებულებასთან, ვფიქრობ საკმაოდ მაღალი რისკის შემცველია, და არსებობს ყოველდღიური საფრთხე, იმისა, რომ პროცესი გადაიზარდოს სამოქალაქო დაპირისპირებაში. აქ უმნიშვნელოვანესია  ხელისუფლების როლი და მტკიცე პოზიცია ყველა იმ ქმედებებთან მიმართებაში, რომელიც დესტრუქციული ფორმით გამოირჩევა. სამწუხაროდ, აქ არ იგრძნობა მშვიდობისკენ და კანონიერებისკენ მიმავალი გზა”.
???? დაუშვებელია ნებისმიერი კანონსაწინააღმდეგო ქმედება იყოს განხილული პოლიტიკურ ჭრილში და პოლიტიკურ საქმიანობას ამოფარება იყოს გამამართლებელი საფუძველი კანონის წინაშე პასუხისმგებლობისას.
???? სწორედ, ამიტომ, ხელისუფლებას მართებს პრინციპულობა, რათა ერთხელ და სამუდამოდ, დაამკვიდროს სახელწმიფოში კანონის უზენაესობა და თანასწორობის პრინციპი, როგორც ეს დემოკრატიულ სახელმწიფოებშია.
???? რომ ყოფილიყო კანონის უზენაესობა და ყველა იმ პირს, რომელსაც დანაშაული აქვს ჩადენილი, ეს ეხება ყველა დამნაშავეს, გინდა ამ ხელისუფლებაში და გინდ წინა ხელისუფლებაში, მიეღო სასჯელი, მიტინგზე იმ რაოდენობის ხალხი კი არა, მისი მეასედიც კი არ მოვიდოდა.
???? კარგი იქნებოდა, რომ სხვა ანალიზებთან ერთად მთავრობას და მთლიანად ხელისუფლებას გაეკეთებინა ანალიზი, თუ ვინ იყო აქციაზე. მე კი, ერთ რამეს გეტყოდით, მოენატრათ წესრიგი, მიუხედავად იმისა, რომ წინა ხელისუფლება აწამებდა, კლავდა, მორგში მიცვალებულებთან ერთად აბამდნენ სიბნელეში, ეს დასჯის ერთერთი მეთოდი იყო.
???? მიუხედავად ყველაფრისა, ისინი აქციაზე მოვიდნენ. ვილაპარაკოთ ეხლა – ჩვენ ევროპელები ვართ. არა, ჩვენ ქართველები ვართ. დარწმუნებული ვარ, რომ ქართველები სწორ არჩევანს გააკეთებენ და გადარჩება საქართველო, რომელიც დღეს უფსკრულის პირას იმყოფება.
???? ხვალ, ხვალ კი გასაკეთებელი იქნება ის, რასაც მე გეტყვით:
???? კანონის უზენაესობა, დასჯა ყველა დამნაშავის;
???? სამართლიანობა უნდა აღდგეს.
????ამასთან მინდა მოვიყვანო ერთი ცნობილი პიროვნების, საქართველოზე შეყვარებული ადამიანის, მეცნიერის, საზოგადო მოღვაწის ბატონ ნოდარ ჭითანავას გამონათქვამი:
ის ამბობს:
???? ადამიანმა ხელისუფლებისგან დაუმსახურებელი დიდი სიკეთე მიიღო. სანაცვლოდ, ის აშკარად აძაგებს სინამდვილეს, ხელისუფლებას და ყოველ წუთს მზად არის მიატოვოს იგი, თუ დარწმუნდა, რომ სხვაგან უფრო მომგებიანი პოზიციაა…
????
ლიბერალური ეკონომიკიდან გადასვლა ისეთ ეკონომიკურ პოლიტიკაზე, სადაც კაპიტალიზმიც არის, მაგრამ ამავდროულად მოსახლეობას სოციალურად სახელმწიფო იცავს და იღებს პასუხისმგებლობას მის კეთილდღეობაზე.
???? ნახეთ მთელ ევროპაში დღეს სოციალისტები არიან !
[embedyt] https://www.youtube.com/watch?v=Klx8lKhJ0nE[/embedyt]

საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის „ევროპელი სოციალისტების“ თავმჯდომარის ფრიდონ ინჯიას გამოსვლა საქართველოს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე


2022 წლის სახელმწიფო ბიუჯეტი არ არის ორიენტირებული სისტემურ და ინსტიტუციონალურ ცვლილებებზე!
???? ხომ არ დადგა დრო, შეიქმნას ახალი საფინანსო ინსტიტუტი და შემუშავდეს ახალი მექანიზმები სოფლად მაცხოვრებელი მოსახლეობის უდიდესი ნაწილის ფინანსურად მხარდასაჭერად!
???? საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის „ევროპელი სოციალისტების“ თავმჯდომარის ფრიდონ ინჯიას გამოსვლა საქართველოს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე.
???? ბიუჯეტის ეს პროექტი არის ანალოგიური 2021 წლის ბიუჯეტთან შედარებით და მასში ვერ ვხედავ ვერანაირ სისტემურ და ინსტიტუციონალურ ცვლილებებს, რომელიც მოსახლეობის შემოსვლების ზრდაზე იქნებოდა ორიენტირებული .
???? ის საინვესტიციო პროექტები, რომლებიც ხორციელდება სახელმწიფოს მხრიდან, კერძოდ, „აწარმოე საქართველო“, იაფიანი „აგრო კრედიტი“, „დანერგე მომავალი“ და სხვა მცირე საგრანტო პროგრამები, სადაც სახელმწიფო დიდ წილად კომერციული ბანკების მიერ დაწესებული საპროცენტო განაკვეთის სუბსიდირებას ახდენს, არ არის ცუდი, მაგრამ სრულიად არასაკმარისია მოსახლეობის იმ ფართო ფენებისთვის, რომლებსაც სურთ განავითარონ თავიანთი სამეწარმეო საქმიანობა და განახორციელონ საკუთარი ბიზნეს პროექტები – ეს ერთი, და მეორე – სახელმწიფო გარანტიას არ აძლევს და არ უზრუნველყოფს გლეხისგან ჭარბი პროდუქციის რეალიზებას.
საქართველოში მოსახლეობის 50% -მდე ცხოვრობს სოფლად და ისინი მთლიანად არიან ამოვარდნილი ქვეყნის საერთო დოვლათის შექმნის პროცესიდან. როდესაც დოვლათია, მაშინ არის ექსპორტიც და იმპორტის ჩანაცვლებაც. ნიორი ალჟირიდან არ გვექნება ჩამოსატანი, ან კვერცხი ჩვენი მეზობელი თურქეთიდან. მადლობა მათ უკვერცხოდ რომ არ დავრჩით.
???? ზემოთ ჩამოთვლილი სახელმწიფო საინვესტიციო პროგრამები სოფლად მცხოვრები მოსახლეობის უდიდესი ნაწილისთვის სრულიად მიუწვდომელია. ეს პროგრამები ხელმისაწვდომია მხოლოდ იმ მსხვილ მეწარმეთათვის, რომლებიც აკმაყოფილებენ კომერციული ბანკების საკმაოდ რთულ პირობებს, ან მათთვის არის ხელმისაწვდომი, ვისაც 5 ჰექტარზე მეტი მიწა აქვს.
სანამ ხელისუფლება არ შეიცვლის თავის პოლიტიკას იმ ულტრა ლიბერალური ეკონომიკური პოლიტიკის მიმართ, რომელიც ეყრდნობა ველურ კაპიტალიზმს და არ იღებს პასუხისმგებლობას მოსახლეობის კეთილდღეობაზე, გამოდის, რომ ხელისუფლება დღეს მხოლოდ იღებს ვალდებულებას განახორციელოს პროექტები, მაგრამ ის, თუ როგორ შეცვალა ამ პროექტებმა მოსახლეობის უმეტესი ნაწილის სოციალური მდგომარეობა, ამაზე პასუხისმგებლობას არ იღებს; თუ იღებს პასუხისმგებლობას, მაშინ მითხარით – როგორ? ან სად არის ეს პასუხისმგებლობა?!
???? გლეხი, რომელსაც აქვს ერთი ჰექტარი მიწა, როგორც ცხოვრობდა 20 წლის უკან, ისე ცხოვრობს დღეს. გლეხისთვის რა შეიცვალა? დენი კი აქვს მუდმივად – თუ წინათ არ იხდიდა ახლა იხდის, ე.ი. მოემატა გადასახდელი. გაკეთდა გზა – მანქანა მას არ ჰყავს. მოემატა პენსია – გაძვირდა პროდუქტები და მედიკამენტები 500% -ით და რა გამოვიდა? ? ? …. (კრება დარჩა მხიარული) … გლეხისთვის არაფერი არ შეცვლილა… შედეგად გვაქვს ის, რაც გვაქვს და ვართ მაჩანჩალა ქვეყნებში, როგორც ვიყავით, მაგრამ დიდი ამბიციებით.
???? ხომ არ დადაგა დრო, რომ ვიფიქროთ შევქმნათ ახალი საფინანსო ინსტიტუტი და შემუშავდეს ახალი მექანიზმები სოფლად მაცხოვრებელი მოსახლეობის ამ უდიდესი ნაწილის ფინანსურად მხარდასაჭერად, რათა მათ მიეცეთ საშუალება განახორციელონ თავიანთი სამეურნეო საქმიანობა, რითაც თავის საგრძნობ წვლილს შეიტანენ ქვეყნის ერთიანი შიდა პროდუქტის შექმნაში, მაგრამ ამისთვის ქვეყანამ უნდა შეცვალოს ის ეკონომიკური პოლიტიკა, რომელსაც ის ბრმად მიჰყვება, ბრმად იმიტომ, რომ წინ სიბნელეა. სიბნელეა ამ მიმართულებით ბოლო 18 წელია.
???? აქედან გამომდინარე, მიზანშეწონილად მიმაჩნია, ერთ-ერთ ვარიანტად შეიქმნას სახელმწიფო საინვესტიციო ფინანსური ინსტიტუტი (კომერციული ბანკი), სადაც სახელმწიფოს ექნება საკონტროლო პაკეტი და კომერციულ ბანკებთან შედარებით აიღებს უფრო მაღალ რისკს, სახელმწიფო ინტერსებიდან გამომდინარე, და დააფინანსებს მოსახლეობის ფართო ფენების საქმიანობის წამოწყებას, რითაც ხელს შეუწყობს გლეხური, ფერმერული მეურნეობებისა და მცირე მეწარმეობის განვითარებას. ამისთვის კანონიც არ არის შესაცვლელი, მხოლოდ ნებაა საჭირო. აიღეთ მაგალითისთვის გერმანიის საბანკო სისტემა, რომ არაფერი ვთქვათ ნორვეგიაზე, ევროპის ძირითად ქვეყნებზე, სადაც სოციალისტები ან მმართველი, ან მეორე პარტიაა, სადაც კაპიტალიზმიცაა და დაგეგმარებაც, სადაც ლტოლვილი პირველი დღიდანვე სოციალურად დაცულია, რომ არაფერი ვთქვათ ძირითად მოსახლეობაზე.
???? ჩვენ უნდა ავაშენოთ ისეთი ქვეყანა, სადაც სახელმწიფო ზრუნავს ხალხზე და მოსახლეობა არის სოციალურად დაცული.

15 ოქტომბერს, ქვეყნის საკანონმდებლო ორგანოში 2022 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტთან დაკავშირებით საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის „ევროპელი სოციალისტების“ შეხვედრა გაიმართა ფინანსთა მინისტრის პირველ მოადგილესგან გიორგი კაკაურიძესთან.

???? 15 ოქტომბერს, ქვეყნის საკანონმდებლო ორგანოში 2022 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტთან დაკავშირებით საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის „ევროპელი სოციალისტების“ შეხვედრა გაიმართა ფინანსთა მინისტრის პირველ მოადგილესგან გიორგი კაკაურიძესთან.

???? „2022 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტი არ არის ორიენტირებული მოსახლეობის სოციალურ უზრუნველყოფაზე. თუ სახელმწიფო გარკვეულწილად არ აიღებს თავის თავზე ხალხის დაკმაყოფილებას სამუშაოთი, და არ გამონახავს მათი პრობლემების გადაჭრის გზებს, ძალიან მძიმე მდგომარეობაში იქნება მოსახლეობის ის 50%, რომელიც სოფლად ცხოვრობს“ – განაცხადა ფრიდონ ინჯიამ.

????საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის „ევროპელი სოციალისტების“ თავმჯდომარის აზრით, საჭიროა შეიქმნას კომერციული საინვესტიციო სახელმწიფო ბანკი, რომლის მიზანიც იქნება მოსახლეობის ფართო მასებისთვის საკრედიტო რესურსებისადმი წვდომა.„რატომ არ შეიძლება შეიქმნას ერთი სახელმწიფო ბანკი? მაგალითად ნორვეგიაში საერთოდ არ არის კერძო ბანკები და არის სახელწმიფო ბანკები. რატომ არ შეიძლება შეიქმნას ერთი სახელმწიფო ბანკი საქართველოში, რომლის მეშვეობითაც ის 10%-ს რომელსაც თქვენ აფინანსებთ, წავა სახელმწიფო ბიუჯეტში. ეს არის ერთ-ერთ მექანიზმი და ვარიანტი შემოსავლების გაზრდის თვალსაზრისით. ჩვენ რომ ვსაუბრობთ დაფინასების გაზრდაზე და ა.შ.. თუ შემოსავალი არ გაიზარდა, სახელმწიფოში, არაფერი არ მოხდება. აი ამ მექანიზმზეა საუბარი, რომელიც მივა იმ გლეხთან და მის კეთილდღეობაზე იმუშავებს. ახლა გამოდის, რომ სახელმწიფო პროგრამები არის, მათთვის ვისაც აქვს ფინასნური საშუალებები, ხოლო ვისაც არ აქვს ფინანსები, მასთან არაფერიც არ მიდის, და მეორე – რასაც დაფინანსებაში სახელმწიფო ხარჯავს, სრულად მიდის კერძო ბანკებში. ამიტომ არის კერძო ბანკების მოგება წელს სადღაც 1 მლრდ-მდე. სახელმწიფოში რომ შემოვიდეს, თუნდაც ნახევარი მილიარდი ლარი, ეს რამხელა თანხა იქნება ქვეყნისთვის“ – მიმართა შეხვედრაზე ფრიდონ ინჯიამ გიორგი კაკაურიძეს.
მისივე თქმით, თუ სახელმწიფომ არ აიღო თავის თავზე მოსახლეობის სოციალური უზრუნველყოფის საკითხების გადაწყვეტა, ქვეყანაში ვითარება იქნება ძალიან მძიმე.
„მერები და გამგებლები, რომლებიც არიან რაიონებში, მათ არავითარი პასუხისმგებლობა არ აქვთ ადგილობრივი მოსახლეობის წინაშე და ისინი არ ზრუნავენ მათ კეთილდღეობაზე და ეს ხალხი გადასულია თავის თავის გამოკვებაზე“ – აღნიშნა ფრიდონ ინჯიამ.
???? დღევანდელ შეხვედრას პოლიტიკური ჯგუფის აპარატის წევრებთან ერთად დარგის მოწვეული სპეციალისტებიც ესწრებოდნენ.