ყოველთვიური არქივები: მარტი2021

„ევროპელი სოციალისტები“: გამოვთქვამთ ღრმა მწუხარებას ანზორ ერქომაიშვილის გარდაცვალების გამო

„ევროპელი სოციალისტები“  ანზორ ერქომაიშვილის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამენ და უსამძიმრებენ ოჯახსა და სრულიად საქართველოს.
“გამოვთქვამთ ღრმა მწუხარებას ქართული ხალხური მუსიკის სულისჩამდგმელის, ქართული ფოლკლორის უდიდესი ქომაგის ანზორ ერქომაიშვილის გარდაცვალების გამო.

ფასდაუდებელია მისი ღვაწლი საქართველოს წინაშე, ქართველი ხალხისა და ქართული კულტურის წინაშე. გვჯერა, რომ ქართველი ერი არასოდეს დაივიწყებს მის სახელს და მომავალი თაობა ღირსეულად გააგრძელებს საქმეს, რომელსაც ანზორ ერქომაიშვილმა მთელი თავისი ცხოვრება მიუძღვნა.

ვუსამძიმრებთ, ქალბატონ ლალის, ოჯახს, ახლობლებს, მეგობრებს და სრულიად საქართველოს!” – ნათქვამია „ევროპელი სოციალისტების” მიერ გავრცელებულ სამძიმრის წერილში.

“ყოვლად მიუღებელია კახა ოქრიაშვილის მხრიდან უარგუმენტო და არაკორექტული განცხადებები” – ევროპელი სოციალისტები

პოლიტიკური პარტია „ ევროპელი სოციალისტების“ წევრები კახა ოქრიაშვილის გამონათქვამებს აფასებენ.
პარტიაში თვლიან, რომ სამწუხაროა და ყოვლად მიუღებელია კახა ოქრიაშვილის მხრიდან მსგავსი უარგუმენტო და არაკორექტული განცხადებები და მით უფრო, არამართებულია პიროვნული შეურაცხყოფები, რომელიც ოქრიაშვილის მხრიდან გაისმა.
 „დღეს პოლიტიკური სპექტრი დაყოფილია შემდეგ ნაწილად: მმართველი პარტია, კონსტრუქციული ოპოზიცია, და ეგრეთ წოდებული ქუჩაში მოკალათებული დესტრუქციული ჯგუფები, რომელნიც თავის თავს ასაღებენ როგორც, პოლიტიკური ძალა, რომლის მიზანია ქვეყანაში არეულობა და რევოლუციური გზით მოახდინონ ქვეყნის ხელისუფლებაში მოსვლა. სხვა მიზანი ამ ძალებს არ გააჩნიათ“ – ნათქვამია განცხადებაში.
„ევროპელი სოციალისტების“ წევრები კატეგორიულად ემიჯნებიან სახელმწიფოს და ქვეყნის დემოკრატიული განვითარების წინააღმდეგ მიმართულ ქმედებებს, რაც სამწუხაროდ, შეინიშნება ქუჩაში დარჩენილი დესტრუქციული ძალების მხრიდან.
 „მიგვაჩნია, რომ კონსტრუქციულ დიალოგს და ჯანსაღ ოპონირებას ალტერნატივა არ აქვს. აქედან გამომდინარე, საპარლამენტო ტრიბუნა, რომლის მანდატები მონიჭებულია ხალხის მხრიდან, უნდა იქნას გამოყენებული ქვეყნის აღმშენებლობისა და განვითარებისთვის“ – ნათქვამია განცხადებაში