ავთანდილ ენუქიძის სიტყვით გამოსვლა პარლამენტის რიგგარეშე სხდომაზე

საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის „ევროპელი სოციალისტების“ წევრმა ავთანდილ ენუქიძემ საქართველოს პარლამენტის რიგგარეშე სხდომაზე, სადაც საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლის ღარიბაშვილის ყოველწლიურ ანგარიშზე პოლიტიკური დებატები გაიმართა, მთავრობის წევრებს მადლობა გადაუხადა იმ დროული რეაგირებისთვის, რომელიც აუცილებელი იყო მოსახლეობის მხრიდან ავთანდილ ენუქიძის სახელზე მიღებულ წერილებთან დაკავშირებით.

ავთანდილ ენუქიძემ საქართველოს პრემიერ-მინისტრს ირაკლი ღარიბაშვილს მოუწოდა, დროულად გაიწმინდოს სახელმწიფო სტრუქტურები იმ თანამშრომლებისგან, რომლებიც არც საქმეს აფუჭებენ, მაგრამ არც არაფერს აკეთებენ. ავთანდილ ენუქიძის შეფასებით, ასეთი კატეგორიის ხალხი, რომელიც სახელწიფო სტრუქტურებში მუშაობენ გადასულები არიან „სამრეწველო ქრთამზე“.

ფრიდონ ინჯიამ პლენარულ სხდომაზე, საპარლამენტო არჩევნების შემსწავლელი დროებითი საგამოძიებო კომისიის საბოლოო დასკვნის შესახებ გაამახვილა ყურადღება

საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის “ევროპელი სოციალისტების” თავმჯდომარემ ფრიდონ ინჯიამ საქართველოს პარლამენტის რიგგარეშე პლენარულ სხდომაზე, 2020 წლის 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შემსწავლელი დროებითი საგამოძიებო კომისიის საბოლოო დასკვნის შესახებ გაამახვილა ყურადღება.

ფრიდონ ინჯია თბილისის საოლქო საარჩევნო კომისიების კანდიდატებს შეხვდა

დღეს პარტია „ევროპელი სოციალისტები“-ს ცენტრალურ ოფისში პარტიის თავმჯდომარეს ფრიდონ ინჯიასა და თბილისის საოლქო საარჩევნო კომისიების კანდიდატებს შორის შეხვედრა შედგა.
 შეხვედრაზე განხილულ იქნა 2021 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩვენების თბილისის ოლქებში კანდიდატების დანიშვნის საკითხი. ასევე შემუშავდა პარტიის ორთვიანი სამუშაო გეგმა.

“კანონი იყოს ყველასთვის კანონი” – კანონი იყოს ყველასთვის კანონი – ფრიდონ ინჯია

საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის „ევროპელი სოციალისტების“ თავმჯდომარე ფრიდონ ინჯია მიუწოდებს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინიტროს დადგეს თავის სიმაღლეზე, გამოიჩინოს პრინციპულობა და კანონი იყოს ყველასთვის კანონი.

ასეთი განცხადება გააკეთა ფრიდონ ინჯიამ 5-6 ივლისის მოვლენებისა და ოპერატორ ალექსანდრე ლაშქარავას გარდაცვალების ფაქტთან დაკავშირებით პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე აღნიშნული საკითხის შეფასებისას.

რა უნდა გაკეთდეს იმისთვის, რომ სასამართლომ ნდობა აიმაღლოს?!“ –  ფრიდონ ინჯიას შეკითხვები მოსამართლეობის კანდიდატებს

რა უნდა გაკეთდეს იმისთვის, რომ სასამართლომ ნდობა აიმაღლოს?!“ – საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის „ევროპელი სოციალისტების“ თავმჯდომარის ფრიდონ ინჯიას შეკითხვები მოსამართლეობის კანდიდატებს.

საქართველოს პარლამენტში უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატებთან გასაუბრება დაიწყო

პარლამენტის იურიდიული კომიტეტი ორ კანდიდატს, გოჩა აბუსერიძეს და გიორგი გოგიაშვილს გაესაუბრა.