„ევროპელი სოციალისტების“ თავმჯდომარეს ფრიდონ ინჯიას არჩევნების გაყალბების დიდი რისკიდან გამომდინარე, საზღვარგარეთ არალეგალურად მყოფი საქართველოს მოქალაქეებისთვის საარჩევნო უბნების გახსნა მიზანშეწონილად არ მიაჩნია

📍 საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის „ევროპელი სოციალისტების“ თავმჯდომარეს ფრიდონ ინჯიას არჩევნების გაყალბების დიდი რისკიდან გამომდინარე, მიზანშეწონილად არ მიაჩნია საზღვარგარეთ საარჩევნო უბნების გახსნა არალეგალურად მყოფი საქართველოს მოქალაქეებისთვის.

🔷 ამის შესახებ განცხადება პოლიტიკური ჯგუფის თავმჯდომარემ ფრიდონ ინჯიამ პარალმენტის პლენარულ სხდომაზე გააკეთა, სადაც ინტერპელაციის წესით საგარეო საქმეთა მინისტრს ილია დარჩიაშვილს მოუსმინეს.

🔷 ინტერპელაციის კითხვა ოპოზიციონერი დეპუტატების (ხატია დეკანოიძე, რომან გოცირიძე, თეონა აქუბარდია, როსტომ ჩხეიძე, ნატო ჩხეიძე, ბაჩუკი ქარდავა, ნიკა მაჭუტაძე) მხრიდან შეეხებოდა საზღვარგარეთ, ძირითადად ევროპასა და ამერიკის შეერთებულ შტატებში მყოფი საქართველოს მოქალაქეების არჩევნებში მონაწილეობის საკითხს.

🔷 დეპუტატის შეფასებით, თუკი, ამ კონტექსტში ხდება საკითხის განხილვა, ხაზგასასმელია ის ფაქტი და გარემოება, რომ რაოდენობრივად ყველაზე მეტი საქართველოს მოქალაქე სწორედ რუსეთის ფედერაციაში ცხოვრობს და რატომღაც კოლეგების მხრიდან საგარეო უწყების ხელმძრვანელობის მიმართ ინტერპელაციის წესით დასმულ კითხვაში რუსეთის ფედერაციაში მცხოვრები ჩვენი თანამემამულეები არ არიან ნახსენები.

🔷 „წინა ხელისუფლების მოღალატეობრივმა ქმედებამ საქართველოს ათი ათასობით მოქალაქე აიძულა დაეტოვებინა დედა სამშობლო. სამწუხაროა, მაგრამ ეს ფაქტია.

🔷 ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ ეს პროცესი შევამციროთ, მინიმუმამდე დავიყვანოთ მიგრაცია და შევქმნათ ყველა პირობა ემიგრანტების სამშობლოში დასაბრუნებლად.

🔷 აქ კოლეგების მხრიდან დაისვა საკითხი, რომელიც ძირითადად შეეხება ევროპასა და ამერიკაში წასულ ჩვენს თანამემამულეებს.

🔷 ყველაზე მეტი ჩვენი თანამემამულე დღეს რუსეთის ფედერაციაშია. რა ქნან მათ? !

🔷 დავუშვათ, შესრულდა ჩემი კოლეგების მოთხოვნები საზღვარგარეთ საარჩევნო უბნების გახსნასთან დაკავშირებით არალეგალურად მყოფი საქართველოს მოქალაქეებისთვის, ასეთ შემთხევაში ისინი ხომ დაჩაგრულები გამოდიან? და აქ საუბარია ათი ათასობით ჩვენს თანამემამულეზე, რომლებიც ცხოვრობენ რუსეთის ფედერაციაში და აქ საკითხი არ დგას ისე, რომ როგორმე მათ გავუადვილოთ არსებული ვითარება და დავეხმაროთ, არჩევნებში მონაწილეობის მიღებაში.

🔷 აქ ასევე, არ დგას საკითხი და არც იმაზე ყოფილა საუბარი, რომ შვეიცარიის საელჩოსთან არსებული რუსეთის ფედერაციის ინტერესების სექციასთან გაიხსნას საარჩევნო უბანი. ეს ვერ ხერხებდა იქიდან გამომდინარე, რომ საქართველო-რუსეთს შორის არ არსებობს დიპლომატიური ურთიერთობა და არ არის ის შეთანხმება, რითიც ამის გაკეთება არის შესაძლებელი, მაგრამ არის მეორე გზა ამ საკითხის გარკვეულ წილად გადასაწყვეტად.

🔷 კერძოდ, თუ არის საჭიროება, დამატებით გაიხსნას საარჩევნო უბანი ბელარუსის დედაქალაქ მინსკში, რომელიც უფრო ახლოსაა და შესაძლებელი იქნება ხმის მიცემა. სხვა გამოსავალი აქ არ არის“, – განაცხადა დეპუტატმა.

🔷 ფრიდონ ინჯიას განცხადებით, საქართველოში ელექტრონული ხმის მიცემის სისტემა დაინერგა იმისთვის, რომ არჩევნები მაქსიმალურად ღიად, გამჭვირვალედ და სამართლიანად ჩატარდეს, რისი შესაძლებლობაც დღესდღეობით საზღვარგარეთ საქართველოს საარჩვენო უბნებში არ არის.

🔷 „ელექტრონული საარჩევნო სისტემის დანერგვა საქართველოში მოხდა იმისთვის, რომ არჩევნები იყოს მაქსიმალურად ღია, გამჭვირვალე და სამართლიანი.

🔷 ელექტრონული სისტემის მეშვეობით, ცესკოს პრაქტიკულად, ნახევარ საათში ექნება შესაძლებელი გამოაქვეყნოს არჩევნების ძირითადი შედეგები. ფაქტობრივად, ეგზიტპოლების ჩატარება კარგავს თავის როლსა და ფუნქციას.

🔷 უცხოეთში ელექტრონული ტექნოლოგიით არჩენების ჩატარება დღესდღეობით შეუძლებელია. ეს შესაძლებელია, მხოლოდ ტრადიციული მეთოდით, სადაც დიდია ეგრეთ წოდებული „კარუსელების“ გამოყენების შესაძლებლობა.

🔷 აქედან გამომდინარე, ასე უბრალოდ, საარჩვენო უბნის გახსნა საზღვარგარეთ, სადაც გაჩნდება შესაძლებლობა ამომრჩეველმა რამდენჯერმე სხვადასხვა საარჩვენო უბანში მისცეს ხმა, მიზანშეწონილი არ იქნება.

🔷 მიმაჩნია, რომ თუ ჩვენ ვზრუნავთ ჩვენს თანამოქალაქეებზე, ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ მათ მიეცეთ საშუალება დაბრუნდნენ სქართველოში“, – განაცხადა ფრიდონ ინჯიამ.

Bir cevap yazın

E-posta hesabınız yayımlanmayacak.

Bu <abbr title="Köprü Metni İşaretleme Dili">HTML</abbr> etiketlerini ve niteliklerini kullanabilirsiniz: <a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <s> <strike> <strong>

*