ფრიდონ ინჯია დადებითად აფასებს საქართველოს მთავრობის მიერ გაკეთებულ განცხადებას, სადაც საქართველოს მთავრობა გმობს მოსკოვში მომხდარ შემზარავ ტერორისტულ აქტს და უსამძიმრებს რუს ხალხს მომხდარის გამო

📍 საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის „ევროპელი სოციალისტების“ თავმჯდომარე ფრიდონ ინჯია დადებითად აფასებს საქართველოს მთავრობის მიერ გაკეთებულ განცხადებას, სადაც საქართველოს მთავრობა გმობს მოსკოვში მომხდარ შემზარავ ტერორისტულ აქტს და უსამძიმრებს რუს ხალხს მომხდარის გამო.

🔷„ის ნაბიჯი, რაც ჩვენმა ხელისუფლებამ გადადგა და მიუსამძიმრა რუს ხალხს მომხდარი ტრაგედიის შესახებ, წინ გადადგმული ნაბიჯია. ჩვენი ხალხი ყოველთვის მიმტევებელი იყო, თუმცა, ეს არ ეხება ოკუპირებულ ტერიტორიებთან მათი ხელისუფლების დამოკიდებულებას“,- განაცხადა ფრიდონ ინჯიამ.

🔷პოლიტიკური ჯგუფის თავმჯდომარის განცხადებით, იქედან გამომდინარე, რომ ასეთი ტერორისტული აქტის დაგეგმვა უბრალო ჯგუფს არ შეუძლია და მით უფრო, თუ გავითვალისწინებთ, რა თანხების დასახელება მოხდა ამ ფაქტთან დაკავშირებით, უნდა ვივარაუდოთ, რომ ტერორისტული აქტის მოწყობის შესახებ გადაწყვტილება არ არის მიღებული ტაჯიკეთში, არამედ ეს გადაწყვეტილება მიღებულია ისეთ ქვეყანაში, რომელიც მსგავს ტერორისტულ აქტებს აფინანსებს და ახორციელებს კიდეც. აქედან გამომდინარე, სამწუხაროდ, აქ კვალი ცალსახად მიდის დასავლეთის ქვეყნებისკენ, რასაც ვერ ვიტყვით აზიის ქვეყნებზე, რადგანაც აზიის ქვეყნებს ამის არც ინტერსი, არც აუცილებლობა და არც გამბედაობა გააჩნიათ.

🔷როგორც დეპუტატმა „სეზონი ტვ“-ს პირდაპირ ეთერში სტუმრობისას აღნიშნა, საყურადღებოა ის გარემოებაც, რომ მოსკოვის კროკუს სითი ჰოლის დიდი საკონცერტო დარბაზი 2009 წელს აშენდა აზერბაიჯანული წარმოშობის რუსი ბიზნესმენის მიერ, რომელსაც მუსლიმ მაგომაევის (საბჭოთა, აზერბაიჯანელი და რუსული ესტრადისა და ოპერის მომღერალი (ბარიტონი) სახელი ეწოდა და შემთხვევითი არ ყოფილა ის ფაქტი, რომ აზერბაიჯანის პრეზიდენტმა რამდენჯერმე დაურეკა და მიუსამძიმრა რუსეთის პრეზიდენტს ვლადიმერ პუტინს მომხდარი ტრაგედიის შესახებ.

🔷ამიტომ, ხაზგასასმელია სხავადასხვა ქვეყნების ხელმძღვანელი პირების დამოკიდებულება მომხდარ ტერაქტთან დაკავშირებით. აქ ნათლად გამოიკვეთა მათი პოზიციები რუსეთთან მიმართებაში.

🔷პოლიტიკური ჯგუფის თავმჯდომარის შეფასებით, უნდა აღინიშნოს იმ ფაქტის შესახებ, როდესაც ამერიკის შეერთებულმა შტატებმა და დიდი ბრიტანეთის ხელისუფლებამ ტერაქტამდე 48 საათით ადრე, საკუთარი ქვეყნის მოქალაქეები გააფრთხილეს თავი შეეკავებინათ საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებზე მისვლისგან.

ჟურნალისტის კითხვაზე, დგას თუ არა უკრაინა მომხდარი ტერორისტული აქტის უკან, ფრიდონ ინჯია არ გამორიცხავს, რომ უკრაინის ხელისუფლებას ამ ტერაქტის განხორციელების გეგმის შესახებ ჰქონდა ინფორმაცია, რაზეც ტერორისტული აქტის შემდეგ ტერორისტების მიერ უკრაინისკენ აღებული გეზი მეტყველებს.

🔷„დაზუსტებით და კონკრეტულად შეუძლებელია ითქვას, თუ ვისი მეშვეობით მოხდა ტერორისტების დაფინანსება, მაგრამ ფაქტი ის არის, რომ დამკვეთი და დამფინანსებელი ერთია. არსებული ინფორმაციით, ტერორისტები უკრაინის მიმართულებით გაემგზავრნენ, ეს არ იყო შემთხვევითი. აქედან გამომდინარე, აქ უდაო ის ფაქტი, რომ უკრაინელებმა ტერაქტის შესახებ იცოდნენ წინასწარ, ან შემდგომში იქნა ეს საქმე დაკორექტირებული, თუ როგორ და სად უნდა წასულიყვნენ ტერორისტები“, – მიაჩნია ფრიდონ ინჯიას.

🔷დეპუტატის განცხადებით, რუსეთის ხელისუფლებას დღეს ეს ტერაქტი არ სჭირდებოდა იმისთვის, რომ რაიმე პოლიტიკური ცვლილებები განეხორციელებინა. მით უფრო, თუ გავითვალისწინებთ, თუ როგორი ლეგიტიმაცია მისცა რუსმა ხალხმა პრეზიდენტ პუტინს საპრეზიდენტო არჩევნების დროს.

🔷ფრიდონ ინჯიას მოსაზრებით, საპრეზიდენტო არჩევნების შედეგებმა ნათლად აჩვენა, რომ პრეზიდენტ პუტინს რუსმა ხალხის დიდმა უმრავლესობამ მისცა სრული ლეგიტიმაცია ნებისმიერი გადაწყვეტილების მისაღებად.

🔷„აქედან გამომდინარე, რუსეთის ხელისუფლებას იმისთვის, რომ ხელ-ფეხი გახსნოდა, ეს ტერორისტული აქტი ცალსახად არ სჭირდებოდა“, – აღნიშნა დეპუტატმა.

მისივე თქმით, რუსეთ-უკრაინას შორის მიმდინარე საომარი მოქმედებების გაგრძელება იქნება ის, რომ რუსეთი ამ შემთხვევაში აქცენტს გააკეთებს კრიტიკულ ინფრასტრუქტურაზე და უფრო ინტენსიური საომარი მოქმედებები დაიწყება.

🔷პოლიტიკური ჯგუფის თავმჯდომარის განცხადებით, ახლა მნიშვნელოვანია გამოძიება, რომლის შედეგად სრული და ზუსტი ინფორმაცია გახდება ცნობილი. აქედან გამომდინარე, გამოძიების შედეგად შესაძლოა დარტყმის ქვეშ აღმოჩდნენ ის ქვეყნები, რომლებიც ამ ტერორისტული აქტის დაგეგმვაში იღებდნენ მონაწილეობას.

🔷დეპუტატმა კიდევ ერთხელ გაამახვილა ყურადღება იმასთან დაკავშირებით, რომ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის საკითხი შეუძლებელია პირდაპირი დიალოგის გარეშე გადაწყდეს.

🔷„მიმაჩნია, რომ ჩვენს ხელისუფლებას პირდაპირი დიალოგი უნდა ჰქონდეს რუსეთთან. დღეს თუ არა ხვალ, ეს იქნება და რაც უფრო ადრე დაიწყება ეს დიალოგი, მით უფრო მომგებიანი იქნება ჩვენთვის და რაც უფრო გვიან დაიწყება ეს პროცესი, შესაძლოა მოსალაპარაკებელიც არაფერი არ იყოს“, – განაცხადა ფრიდონ ინჯიამ.

🔷გადაცემაში სტუმრობისას ჟურნალისტის მხრიდან კითხვა შეეხო 2008 წლის აგვისტოს მოვლენებთან დაკავშირებით დროებითი საპარლამენტო საგამოძიებო კომისიის შექმნის საკითხს, რომლის ერთერთი პირველი ინიციატორი სწორედ „ევროპელი სოციალისტების“ პოლიტიკური ჯგუფის თავმჯდომარე ფრიდონ ინჯია იყო, რომელმაც ეს საკითხი გასული წლის მაისის თვეში წამოაყენა.

🔷„ჩვენ ჯერ კიდევ გასული წლის მაისის თვეში გამოვედით ინიციატივით დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნის შესახებ, სადაც ვითხოვდით დეტალურად ყოფილიყო გამოძიებული 2008 წლის აგვისტოს ომის მოვლენები. 2008 წლის ომის შედეგები, ეს იყო ყველაზე მოღალატეობრივი ქმედება საქართველოს მიმართ ამ საუკუნის განმავლობაში, როდესაც საქართველომ თავისი ტერიტორიების 20-22 % – ი დაკარგა. ეს იყო ღალატის შედეგი გარკვეული თანამდებობის პირების მხრიდან და ეს ყველაფერი უნდა დადგინდეს იმისთვის, რომ ხალხმა იცოდეს სიმართლე ქვეყნის მოღალატეების შესახებ. ამის თაობაზე ასევე, უნდა იცოდეს თავად ხელისუფლებამაც, თუ რა, როგორ მოხდა, რომ მსგავსი არასდროს არ განმეორდეს, რომ ქვეყნის და სამშობლოს ღალატი არის დასჯადი.

🔷„დღეს ამ ინიციატივით გამოვიდა „ხალხის ძალა“, რომელმაც თავის დროზე ჩვენს წინადადებას დაუჭირა მხარი. როგორც ჩანს, დღეს „ქართული ოცნების“ წიაღში, რომლის უმრავლესობაშიც შედის „ხალხის ძალა“, მომწიფდა ეს საკითხი და რა თქმა, უნდა ჩვენ ასეთი კომისიის შექმნას მხარს დავუჭერთ, რადგან არ აქვს მნიშვნელობა ვინ იქნება ამ საკითხის ინიციატორი. მთავარია შედეგი, მოხდეს გამოძიება და ყველამ იცოდეს დამნაშავეების შესახებ.

🔷ჩვენი პოლიტიკური ჯგუფი აქტიურად იქნება ჩართული აღნიშნული კომისიის მუშაობაში, რადგან, როდესაც ჩვენი მხრიდან მოხდა საკითხის დაინიცირება, ჩვენ გამოგვეხმაურა უამრავი ადამიანი, რომლებიც მზად იყვნენ მიეცათ ჩვენებები, მიეწოდებინათ კონკრეტული მასალები ქვეყნის მოღალატეობრივ ქმედებებზე“, – განაცხადა დეპუტატმა.

https://youtu.be/wVzKkoIYu9s?si=XlTbl3QSZCfBVz2q

Bir cevap yazın

E-posta hesabınız yayımlanmayacak.

Bu <abbr title="Köprü Metni İşaretleme Dili">HTML</abbr> etiketlerini ve niteliklerini kullanabilirsiniz: <a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <s> <strike> <strong>

*