თქვენი ყველა გამოსვლა, ყველა წინადადება, არის ანტისახელმწიფოებრივი, ანტიქართული ფრიდონ ინჯიას გამოსვლა პლენარ სხდომაზე

🔷„თქვენი ყველა გამოსვლა, ყველა წინადადება, არის ანტისახელმწიფოებრივი, ანტიქართული, ყველაფერი მიმართულია იმისაკენ, რომ საქართველო გახდეს რუსეთის საწინააღმდეგო ქმედებების პლაცდარმი, როგორც ეს მოხდა უკრაინაში.“

🔷ამის შესახებ საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის „ევროპელი სოციალისტების“ თავმჯდომარემ ფრიდონ ინჯიამ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა, სადაც საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ყოველწლიური ანგარიშით წარდგა.

🔷„უკრაინის მაგალითი, თქვენთვის მაგალითი არ არის, სადაც ასი ათასობით ადამიანია დახოცილი, ქვეყანა დანგრეულია. თქვენ წარმოიდგინეთ ჩვენს ხელისუფლებას რომ ჰქონოდა ანტისახელმწიფოებრივი პოზიცია, რა დღეში იქნებოდა დღეს საქართველო?!“ – მიმართა ფრიდონ ინჯიამ სალომე ზურაბიშვილს.

🔷დეპუტატის განცხადებით, სწორედ, წინა ხელისუფლების პირობებში, მაპროვოცირებელმა და ანტიქართულმა ძალებმა მოიტანეს ის შედეგები, რაც ქვეყანამ 2008 წელს მიიღო.

🔷„საქართველო ხომ პატარა ქვეყანაა და სულ არ სჭირდებოდა მას ასეულობით ბომბი. ყველამ კარგად ვიცით, 2008 წელს რა მოიტანა ანტიქართული ძალების ქმედებამ, რომლებიც დღესაც ბოგინობენ.

დღეს კი, ამ მაპროვოცირებელმა ძალებმა რა მოუტანა უკრაინას, ყველანი კარგად ვხედავთ. გადაკიდა ორი ერი ერთმანეთს. ჩვენთვის ეს მაგალითი უნდა იყოს“, – მიაჩნია ფრიდონ ინჯიას.

🔷დეპუტატის აზრით, პრეზიდენტ ზურაბიშვილს იგნორირებული ჰყავს მილიონამდე ქართველი ემიგრანტი, რომელიც რუსეთის ფედერაციაში ცხოვრობს და ერთი ამდენივეა სხვადასხვა ქვეყანაში.

🔷„თქვენ იგნორირებული გყავთ ქართველი ემიგრანტების ინტერესები, რომლებიც რუსეთის ფედერაციაში ერთ მილიონამდეა. ამდენივეა მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებში.“ – აღნიშნა დეპუტატმა.

🔷პოლიტიკური ჯგუფის თავმჯდომარეს მიაჩნია, რომ საქართველო უნდა იყოს საქართველოსთვის და არა რომელიმე ქვეყნისთვის, ან ე.წ. ქვეყნების გაერთიანების დანამატი. პოლიტიკური პროცესები, რომელიც დღეს მსოფლიოში და მათ შორის, საქართველოში მიმდინარეობს, საკმაოდ რთულია, მაგრამ საქართველომ თავისი გეოპოლიტიკური მდგომარეობიდან გამომდინარე უნდა გააკეთოს ყველაფერი ქვეყნის ინტერესების გათვალისწინებით, მათ შორის, მაქსიმალურად გამოიყენოს სტრატეგიული პარტნიორობის თანამშრომლობის ახალი პერსპექტივები.

🔷„საქართველო უნდა იყოს საქართველოსთვის და არა რომელიმე ქვეყნის ან, ქვეყნების გაერთიანების დანამატი. ეს პროცესები ძალიან რთულია ჩვენი პატარა ქვეყნისთვის, მაგრამ ჩვენი გეოპოლიტიკური მდებარეობიდან გამომდინარე, ეს შესაძლებელია, და ამისთვის ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, ყველამ ერთად და მაქსიმალურად უნდა გამოვიყენოთ ჩვენი გეოპოლიტიკური მდებარეობა. მათ შორის, ჩვენი სტრატეგიული პარტნიორობის ასპექტები და არსებული ახალი პერსპექტივები, რომელიც ქვეყანას გააჩნია ჩინეთის სახალხო რესპუბლიკასთან მიმართებაში“, – აღნიშნა ფრიდონ ინჯიამ.

🔷„ჩვენ უნდა ვიყოთ მისაღები ჩვენი სამეზობლოსთვის. ეს იქნება ჩვენი ქვეყნის გადარჩენა და არა ის ანტისახელმწიფოებრივი შტაბის შექმნა, სადაც კოჰაბიტაციით გადარჩენილი ანტისახელმწიფოებრივი ჯგუფების ნამსხვრევები შეიკრიბება.

მე მოგიწოდებთ თქვენ, თუ საქართველო მართლაც გინდათ, რომ დაადგეს სწორ გზას, იყოს დამოუკიდებელი, მისაღები ყველასთვის და არავის დიქტატის ქვეშ არ იყოს, თუ შეგიძლიათ ჯერ კიდევ რამე, დაელაპარაკეთ ხალხს, როგორც პრეზიდენტი. გაიარეთ და ნახეთ, რა უჭირს ხალხს, და როგორ შეგვიძლია ჩვენ ერთად დავეხმაროთ ჩვენს მოსახლეობას“, – მიმართა ფრიდონ ინჯიამ სალომე ზურაბიშვილს.

🔷დეპუტატმა ქვეყნის პრეზიდენტს ხელისუფლებასთან კონსტრუქციული თანამშრომლობისკენ მოუწოდა.

„იყო ოპოზიციაში ეს ნიშნავს იმას, რომ შენი პოზიცია დააფიქსირო, თუ რა ჯობია ხალხისთვის. აჩვენო და შესთავაზო ხელისუფლებას არსებული პრობლემების გადაჭრის გზები.“

🔷„ჩვენ მცირერიცხოვანი პარტია ვართ, მაგრამ ჩვენი იდეები, ჩვენი პოზიცია, პარტიის კონცეფცია, ძალიან ახლოს არის ხალხთან, ხალხის ინტერესებთან. ჩვენ არ აგვირჩევია ეს ხელისუფლება და ხმა არ მიგვიცია მისთვის, მაგრამ იყო კანონები, იყო გადაწყვეტილებები, რომელსაც ჩვენ მხარი დავუჭირეთ, რადგანაც მიგვაჩნდა, რომ ეს იყო ქვეყნისთვის სასიკეთო, რასაც მომავალშიც გავაკეთებთ“, – დასძინა ფრიდონ ინჯიამ.

https://fb.watch/qltafimCas/

Laisser un commentaire

Votre adresse email ne sera pas publiée.

Vous pouvez utiliser ces balises et attributs <abbr title="Langage Signalétique Hyper Text">HTML : <a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <s> <strike> <strong> </abbr>

*