“მე მაქვს მოლოდინი, რომ ყველა თქვენი გადაწყვეტილება პრემიერ-მინისტრის რანგში, იქნება ქართველი ხალხის ინტერსებიდან გამომდინარე” – ფრიდონ ინჯია პრემიერ-მინისტრობის კანდიდატს ირაკლი კობახიძეს

🔷 “მე მაქვს მოლოდინი, რომ ყველა თქვენი გადაწყვეტილება პრემიერ-მინისტრის რანგში, იქნება ქართველი ხალხის ინტერსებიდან გამომდინარე”. ასე მიმართა საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის „ევროპელის სოციალისტების“ თავმჯდომარემ ფრიდონ ინჯიამ პრემიერ-მინისტრობის კანდიდატს ირაკლი კობახიძეს.

🔷საქართველოს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა ირაკლი კობახიძემ სამთავრობო პროგრამა წარმოადგინა.

🔷„ბატონო ირაკლი, მე მოველი, რომ ყველა თქვენი გადაწყვეტილება იქნება ქართველი ხალხის ინტერსებიდან გამომდინარე. ნებისმიერი საკითხი, რაზეც იყო განხილვის პროცესში საუბარი, გნებავთ სიღარიბე, მაღალი ფასები, ეს ყველაფერი მიბმულია ფულთან. გუშინ მე გავაკეთე განცხადება, რომ როცა იქნება იაფი კრედიტის, იაფი ფულის შესაძლებლობა, მაშინ იქნება სამუშაო ადგილებიც და სიღარიბეც იქნება ნაკლები“, – განაცხადა დეპუტატმა.

🔷პოლიტიკური ჯგუფის თავმჯდომარე მიიჩნევს, რომ მთავრობის უმთავრესი ამოცანა უნდა იყოს ხარჯების მაქსიმალური ეკონომია და თითოეული თეთრის დაზოგვა.

🔷„მთავრობის ამოცანა უნდა იყოს თითოეული თეთრის დაზოგვა. დღეს საქართველოში დაახლოებით 350 ათასი საჯარო მოხელეა. მარტო პარლამენტი დაახლოებით 3 მილიონამდე ლარს იხდის სადაზღვეო მომსახურეობაში. საერთო ჯამში, სამინისტროებისა და სხვა საჯარო დაწესებულებების ჩათვლით, ეს თანხა დაახლოებით 150-160 მილიონი ლარი გამოდის, რომელიც კერძო კომპანიების ბიუჯეტში მიდის“, – განაცხადა ფრიდონ ინჯიამ.

🔷დეპუტატის აზრით, მნიშვნელოვანი და აუცილებელია სახელმწიფომ თავის თავზე აიღოს გარკვეული ფუნქციები, რითაც მოხდება თანხების დაზოგვა, თუნდაც შექმნას ერთი სახელმწიფო სადაზღვეო კომპანია, რომელიც საჯარო დაწესებულებების თანამშრომლებს სადაზღვეო მომსახურეობით უზრუნველყოფს.

🔷„თუ სახელმწიფო თავის თავზე აიღებს გარკვეულ ფუნქციებს, ამით რაღაც ნაწილში, დაიზოგება თანხები. დღეს ყველა სადაზღვეო კომპანია არის კერძო და ამ კომპანიების მოგების ნაწილი გადის საზღვარგარეთ. სახელმწიფო უნდა იყოს დაინტერსებული, რომ საზღვარგარეთ არ გავიდეს თანხა, რომლის გამომუშავება სახელმწიფოში ხდება და ყველაფერი უნდა გაკეთდეს ამისათვის, და თუ იქნება ერთი სადაზღვეო კომპანია, სახელმწიფო საწესდებო კაპიტალით, მოხდება თანხების დაზოგვა, რაც მნიშვნელოვნად შეუმსუბუქებს სახელმწიფოს ხარჯებს“, – მიაჩნია ფრიდონ ინჯიას.

https://fb.watch/qltI73jyTp/

Laisser un commentaire

Votre adresse email ne sera pas publiée.

Vous pouvez utiliser ces balises et attributs <abbr title="Langage Signalétique Hyper Text">HTML : <a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <s> <strike> <strong> </abbr>

*