საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის „ევროპელი სოციალისტების“ თავმჯდომარის ფრიდონ ინჯიას გამოსვლა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე პოლიტიკური დებატების ფორმატში

📍 საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის „ევროპელი სოციალისტების“ თავმჯდომარის ფრიდონ ინჯიას გამოსვლა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე პოლიტიკური დებატების ფორმატში.

🔷 პირველ რიგში, მინდა მოგილოცოთ ყველას, ჩვენი ქართველი სპორტსმენების მერაბ დვალიშვილისა და ილია თოფურიას წარმატება, რამაც საქართველოს უდიდესი სიხარული და სიამაყე მიანიჭა. ჩვენ მცირერიცხოვანი ერი ვართ და მსოფლიოში გვყავს ყველაზე ძლიერი ძალოსანი ლაშა ტალახაძე.

🔷 ევროკავშირის ხელოვნურად გამოგონილი მოთხოვნები და პირობები, რომელიც უკვე წლების განმავლობაში სპეკულაციისა და ქვეყანაში არასტაბილურობის მიზეზად იქცა, მინდა ყველას გასაგონად ვთქვა, რომ ჩვენს კეთილისმსურველებს ევროპაში, ჩვენგან შეუძლიათ აიღონ მაგალითი, ვაჟკაცობის, სიძლიერის, ტოლერანტობის, მიზანდასახულობისა და ბრძოლისუნარიანობის. ამის ნათელი მაგალითი ჩვენი ძირძველი ერის ისტორიაა.

🔷 ევროკავშირის 9 პუნქტიანი პირობის ერთ-ერთი მთავარი მოთხოვნაა ბრძოლა დეზინფორმაციასთან და ცილისწამებასთან. დეზინფორმაციისა და ცილისწამების მსხვერპლი არაერთხელ გამხდარან საქართველოს მოქალაქეები – სახელმწიფო მოღვაწეები, თუ პოლიტიკოსები. აქედან გამომდინარე, მიმაჩნია, რომ სწორედ, ჩვენს ქვეყანაში ყოვლად უმსგავსო ცილისწამებებს უნდა მოეღოს ბოლო და ეს შეურაცხმყოფელი და ღირსების შემლახველი ქმედებები, თუ მიზანმიმართული კამპანია ერთხელ და სამუდამოდ უნდა დარეგულირდეს და აღიკვეთოს საკანონმდებლო დონეზე.

🔷არ არის ცილისწამება ის, როცა საქართველოს ხელისუფლებას რუსულს უწოდებენ? ან სხვა ანტისახელმწიფოებრივი განცხადებები, რომლებიც ვფიქრობ, უნდა აიკრძალოს.

🔷 ქალბატონი სალომეს განცხადება, იმის თაობაზე, რომ ჩვენ უნდა ველოდოთ რუსეთის ჩარევას ჩვენს საპარლამენტო არჩევნებში, რას ნიშნავს ეს? ნიშნავს თუ არა ეს განცხადება იმას, რომ ხელი შეუწყოს და დაჩქარდეს საქართველოში მეორე ფრონტის გახსნა, ეს ხომ პროვოკაციული განცხადებაა, როგორც რუსეთის მხარისთვის, ასევე საქართველოს მთავრობისთვის.

🔷 ეს ხომ რუსეთში იმ რადიკალური ძალების წისქვილზე ასხამს წყალს და ახდენს მათ პროვოცირებას, ვინც ოკუპაცია მოახდინა საქართველოს ტერიტორიის 20 პროცენტის?! რომელ ძალებთანაც ასე შეხმატკბილებულად და შეთანხმებულად მოქმედებდა და ასხვისებდა საქართველოს მიწებს 2008 წელს „ნაციონალური მოძრაობა“. მათ ახლაც მჭიდრო კავშირი აქვთ ამ ძალებთან.

🔷 ნიშნავს თუ არა მეორე ფრონტის გახსნა (რა მნიშვნელობა აქვს, ვინ გახსნის მეორე ფრონტს საქართველოს მხარე, თუ რუსეთის მხარე?) – სისხლის ღვრას საქართველოში და საქართველოს ქალაქებისა და სოფლების ნაცარტუტად ქცევას? რისი ნათელი მაგალითიცაა უკრაინაში განვითარებული მოვლენები.

🔷 ნიშნავს თუ არა ასეთი განცხადებები, საქართველოში დაძაბულობის და არეულობის პროვაცირებას?
უნდა ვიფიქროთ თუ არა ქალბატონი სალომეს ანტიკონსტიტუციური ვოიაჟის დროს გაკეთებული ანტისახელმწიფოებრივი განცხადებების შესახებ? იყო თუ არა წინასწარ შეთნხმებული პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადება, კრიმინალი სააკაშვილის განთავისუფლების შესახებ, რომელსაც ასე მშვიდად შეხვდა ქალბატონი სალომე.

🔷 სხვას ვერაფერს ვუწოდებ საქართველოს პრეზიდენტის სალომე ზურაბიშვილის განცხადებებს, რომელსაც იგი, მინიმუმ, ბოლო ორი წელია მიზანმიმართულად აკეთებს საქართველოს წინააღმდეგ.

🔷 მიმაჩნია, რომ ყველა მისი განცხადება არის ანტისახელმწიფოებრივი, ანტიეროვნული, ხოლო მისი ეგრეთ წოდებული ვოიაჟები საზღვარგარეთ, პირდაპირ არის მიმართული ქართული სახელმწიფოს და ხელისუფლების დისკრედიტაციისაკენ.

🔷 ყველა ამ ქმედებიდან გამომდინარე, ისღაა დარჩენილი, რომ ქართველმა ხალხმა სალომე ზურაბიშვილს ანტისახელმწიფოებრივი ქმედებების აღსაკვეთად, საქართველოს საზღვრის გადაკვეთა აუკრძალოს, მით უფრო, თუ გავითვალისწინებთ, რომ საკონსტიტუციო სასამართლომ ქვეყნის პრეზიდენტი საქართველოს უზენაესი კანონის, კონსტიტუციის დარღვევაში უკვე დაადანაშაულა.

🔷 სამწუხაროდ, საკონსტიტუციო სასამართლოს ეს გადაწყვეტილება არ ითვალისწინებს სახელმწიფოდან გაუსვლელობას, თუმცა ვიცი, რომ ამ მოცემულობაში ამის განხორციელება შეუძლებელია. ვფიქრობ, რომ უნდა დაფიქრდეს არა მარტო ქალბატონი სალომე, არამედ ყველა ის, ვინც ეგრეთ წოდებულ „ახალ ფანჩატურში“ შეკრებას გეგმავს.

Laisser un commentaire

Votre adresse email ne sera pas publiée.

Vous pouvez utiliser ces balises et attributs <abbr title="Langage Signalétique Hyper Text">HTML : <a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <s> <strike> <strong> </abbr>

*