საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის „ევროპელი სოციალისტების“ თავმჯდომარე ფრიდონ ინჯია გამოდის ინიციატივით ჟენევის ფორმატის პარალელურად შეიქნას მოლაპარაკებების ახალი ფორმატები, სადაც ჩართული იქნება ჩინეთი, როგორც საქართველოს მნიშვნელოვანი სტრატეგიული პარტნიორი.

📍 საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის „ევროპელი სოციალისტების“ თავმჯდომარე ფრიდონ ინჯია გამოდის ინიციატივით ჟენევის ფორმატის პარალელურად შეიქნას მოლაპარაკებების ახალი ფორმატები, სადაც ჩართული იქნება ჩინეთი, როგორც საქართველოს მნიშვნელოვანი სტრატეგიული პარტნიორი.

🔷ამის შესახებ პოლიტიკური ჯგუფის თავმჯდომარემ საგარეო ურთიერთობათა, ევროპასთან ინტეგრაციის და დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტების ერთობლივი სხდომაზე განაცხადა, სადაც საგარეო საქმეთა მინისტრობის კანდიდატს ილია დარჩიაშვილს მოუსმინეს.

🔷„ჟენევის ფორმატი არსებობს თითქმის 15 წელია და ქვეყნის გაერთიანების, გამთლიანებისა და დეოკუპაციის მიმართულებით სამწუხაროდ, ერთი ნაბიჯიც კი არ გადადგმულა წინ.

🔷ჟენევის ფორმატის ფარგლებში, თუ გადავხედავთ და ჩავუღრმავდებით ინტერესებს, რუსეთს თავისი ინტერესები დაცული აქვს. ის წარმოდგენილია საქართველოში, აგერ 40 კილომეტრშია. რუსეთს განსახილველი არაფერი არ აქვს.

🔷ამერიკის შეერთებულ შტატებს, ასეთი სტატუს-კვო აწყობს და იგი დიდად არ არის დაინტერესებული, რომ ჩვენ ეს საკითხი გადავწყვიტოთ. თუკი ეს საკითხი გადაწყდება ამერიკა აღმოჩნდება სხვა მხარეს და საჭირო აღარ იქნება.

🔷იქედან გამომდინარე, რომ ჩინეთი გახდა ჩვენი სტრატეგიული პარტნიორი და იგი ცალსახად აღიარებს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას და სუვერენიტეტს, ხომ არ ჯობდა ჟენევის ფორმატის პარალელურად, შეიქმნას მოლაპარაკებების მეორე ფორმატიც, სადაც ჩინეთი მიიღებს მონაწილეობას. თუკი, ჩინეთი ჩაერთვება სტრატეგიული პროექტების განხორციელებაში, და ჩინეთს საქართველოსთან მიმართებაში უფრო მეტი ინტერესი ექნება, მაშინ ჩვენ შეგვიძლია გამოვიყენოთ ბევრი რამ და შესაძლოა ცოტა სხვანაირად გადაწყდეს ეს საკითხები.

🔷შევქმნათ მეორე ალტერნატიული მოლაპარაკებების ფორმატი, სადაც მოლაპარაკებების წარმატებით წარმართვისთვის ერთერთი მთავარი გარანტორი იქნება ჩინეთი.“ – განაცხადა დეპუტატმა.

🔷მისივე თქმით, მიუხედავად იმისა, რომ საგარეო უწყება აქტიურად არის ჩართული ჟენევის პროცესში და მინისტრის მოადგილეები ყველაფერს აკეთებენ, აღნიშნული ფორმატი არ იძლევა საშუალებას საკითხი გადაიჭრას და წინ გადაიდგას ნაბიჯები.

🔷„ჩვენ არ ველაპარაკებით რუსეთს, რაც არასწორია. მიმაჩნია, რომ რუსეთს ერთი ერთზე უნდა ველაპარაკოთ ყოველგვარი შუამავლის გარეშე. ამაზე ითქვა მრავალჯერ“. – განაცხადა დეპუტატმა.

🔷პოლიტიკური ჯგუფის თავმჯდომარეს მიაჩნია, რომ ხელისუფლებამ და საგარეო უწყებამ ყველაფერი უნდა გააკეთოს იმისთვის, რომ ჩინეთი ჩართოს მეტ სტრატეგიულ პროექტებში და ამ მხრივ გააქტიუროს მუშობა.

🔷„ჩვენ გვაქვს გაფორმებული სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ მემორანდუმი ჩინეთის სახალხო რესპუბლიკასთან. ამის შემდეგ გარკვეული ფანჯარაა, – სიწყნარეა. ვფიქრობ, რომ სამინისტრომ ეს მიმართულება უნდა გააქტიუროს და მეტ სტრატეგიულ პროექტებში ჩართოს ჩინეთი, ყველაფერი უნდა გააკეთოს ამისთვის.“- აღნიშნა ფრიდონ ინჯიამ.

🔷დეპუტატის განცხადებით, საქართველოსთვის ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მინიჭება პრინციპული საკითხი იყო. მიუხედავად იმისა, რომ ამ ეტაპზე ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი ფინანსური თვალსაზრისით დიდს ვერაფერს აძლევს ჩვენს ქვეყნას, ეს მაინც იყო დასტური იმისა, რომ საქართველო არის ის ქვეყანა, რომელსაც შეუძლია იყოს ევროპის ოჯახის წევრი. სწორედ საგარეო უწყებამ ხელისუფლებასთან და საკანონმდებლო ორგანოსთან ერთობლივი მუშაობით შეძლო პირველადი ამოცანების გადაწყვეტა ამ მიმართულებით.

🔷ფრიდონ ინჯიამ თავის გამოსვლაში ყურადღება გაამახვილა საზღვარგარეთ საპარლამენტო არჩევნების ჩატარების საკითხთან დაკავშირებით. დეპუტატის განცხადებით, მნიშნელოვანია, რომ საზღვარგარეთ საარჩევნო უბნებში არჩევნები ჩატარდეს ძველი წესით, კერძოდ, არა ელექტრონული სისტემით.

🔷რადგან სქართველოში 2024 წლის საპარლამენტო არჩევნები ჩატარდება ელექტრონული სისტემით, ფრიდონ ინჯიას მიაჩნია, რომ გაყალბების მაქსიმალურად თავიდან აცილების მიზნით, აუცილებელია, რომ საარჩვენო პროცედურა და ელექტრონული საარჩევნო სისტემა მაქსიმალურად იყოს დაცული.

🔷ფრიდონ ინჯიამ გაამახვილა ყურადღება სამხრეთ კავკასიის რეგიონში საქართველოს როლის გაზრდის აუცილებლობაზე როგორც სოციალური, კულტურული, ასევე პოლიტიკური მიმართულებითაც, რაც, მისი თქმით, რეგიონის გაძლიერებას შეუწყობს ხელს.

🔷„რამდენჯერმე მოხერხდა, და, ზოგ შემთხვევაში, დადებითი შედეგიც მივიღეთ, როდესაც ყოფილი პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი შეხვდა სომხეთის პრემიერ-მინისტრ, ნიკოლ ფაშინიანს, შეხვდა ასევე აზერბაიჯანის პრეზიდენტ, ილჰამ ალიევს, და ჩვენი შუამავლობით გარკვეული საკითხები გადაწყდა.

როგორ ფიქრობთ, ხომ არ იქნება მიზანშეწონილი პირველ ეტაპზე შეიქმნას სამხერთ კავკასიის საგარეო საქმეთა მინისტრების კომიტეტი, რომელმაც მომავალში, შესაძლოა, სხვა დატვირთვაც მიიღოს. ამ ურთიერთობის საფუძველზე ცოტა უფრო მეტი დაახლოება მოხდეს სამ სახელმწიფოს შორის. მაგალითისთვის, ფეხბურთში ჩემპიონატის ორგანიზება, ან კულტურის სფეროს მიმართულებით ფესტივალების გამართვა, ქალაქებს შორის დაძმობილება და ა.შ. ამით გაძლიერდება ეს რეგიონი ჩვენთან ერთად, და თუ ეს ჩვენი ინიციატივით მოხდება, საქართველო უფრო მეტად დაიმკვიდრებს თავის ადგილს სამხრეთ კავკასიაში“. – განაცხადა ფრიდონ ინჯიამ.

https://fb.watch/qltpPCnN1y/

Laisser un commentaire

Votre adresse email ne sera pas publiée.

Vous pouvez utiliser ces balises et attributs <abbr title="Langage Signalétique Hyper Text">HTML : <a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <s> <strike> <strong> </abbr>

*