ფრიდონ ინჯიამ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე საქართველოში ეროვნული ბანკის საქმიანობის სუვერენიტეტის მნიშვნელობაზე ისაუბრა, რაც დეპუტატის განცხადებით, პირდაპირ არის დაკავშირებული ქვეყნისა და სახელმწიფოს სუვერენიტეტთან

📍 საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის „ევროპელი სოციალისტების“ თავმჯდომარემ ფრიდონ ინჯიამ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე საქართველოში ეროვნული ბანკის საქმიანობის სუვერენიტეტის მნიშვნელობაზე ისაუბრა, რაც დეპუტატის განცხადებით, პირდაპირ არის დაკავშირებული ქვეყნისა და სახელმწიფოს სუვერენიტეტთან.

🔷 პარლამენტის პლენარულ სხდომაზე ინტერპელაციის წესით ეროვნული ბანკის მოვალეობის შემსრულებელს ნათია თურნავას მოუსმინეს. ინტერპელაციის წესით, ძირითად კითხვას თურნავასადმი წარმოადგენდა “ლიბერთის ბანკის” მიერ პენსიონერებისთვის გაცემულ საბანკო სესხებზე საპროცენტო განაკვეთის რეგულირების საკითხი.

🔷 „დღეს ეროვნული ბანკის პოლიტიკა არის ორმხრივი. ერთი არის საშინაო და მეორე – საგარეო. ეროვნული ბანკის საგარეო პოლიტიკა მიბმულია მსოფლიო ბანკთან და სავალუტო ფონდთან და მათი ნებართვის გარეშე, ბევრი რამ შეუძლებელი ხდება და აქ საჭიროა დიდი ლავირება, რომ ეროვნულმა ბანკმა შეინარჩუნოს საბანკო სუვერენიტეტი, რაც ქვეყნისა და სახელმწიფოს სუვერენიტეტის ერთერთი საფუძველს წარმოადგენს. თუ ეროვნულ ბანკს აქვს სუვერენიტეტი, მაშინ ქვეყანას დიდი ძალა აქვს“, – განაცხადა ფრიდონ ინჯიამ.

🔷 დეპუტატმა თავის გამოსვლაში მოკლე ექსკურსი გააკეთა საქართველოში საბანკო და ფინანსური ორგანიზაციების შექმნის ისტორიის შესახებ, როდესაც საბანკო სისტემა ნორმალურად ფუნქციონირებდა, ინარჩუნებდა დამოუკიდებლობას და რაც მთავარია, მოსახლეობისთვის სესხები ხელმისაწვდომ პროცენტებში გაიცემოდა.

🔷 პოლიტიკური ჯგუფის თავმჯდომარეს მიაჩნია, რომ სახელმწიფომ ყველაფერი უნდა გააკეთოს საბანკო სექტორის დემონოპოლიზაციითვის. დეპუტატის აზრით, პენსიონერს უნდა ჰქონდეს უფლება, ნებისმიერი ბანკიდან, თუ ფინანსური ინსტიტუტიდან მიიღოს პენსია და იგი ამ მხრივ შეზღუდული არ უნდა იყოს.

🔷ფრიდონ ინჯიას განცხადებით, ის დარწმუნებულია, რომ მთავრობა ამ მიმართულებით შეიმუშავებს შესაბამის მექანიზმებს, რითაც იქნება შესაძლებელი გადაიჭრას დღეს არსებული პრობლემები.

🔷 „ნათია თურნავა მიმაჩნია თავისი საქმის პროფესიონალად. იგი წარმატებული პიროვნებაა სტუდენტობიდან დაწყებული. მე დარწმუნებული ვარ, ქალბატონი ნათია ყველაფერს გააკეთებს ქვეყნის სასიკეთოდ. ვფიქრობ, პენსიონერებთან დაკავშირებით არსებული პრობლემები წლის ბოლოსთვის იქნება გადაწყვეტილი და აქ მთავარი ამოცანა უნდა იყოს საპროცენტო განაკვეთის მაქსიმალურად დაბლა დაწევა. მჯერა, რომ ამისთვის შესაბამისი მექანიზმი გამოიძებნება ხელისუფლების მხრიდან“, – თვლის ფრიდონ ინჯია.

🔷 პოლიტიკური ჯგუფის თავმჯდომარემ ხაზი გაუსვა საბანკო სისტემაში არსებულ ოლოგოპოლიზმს, როდესაც კომერციული ბანკები წლის განმავლობაში უპრეცედენტო მოგებას ნახულობენ სწორედ სესხებზე დღეს არსებული მაღალი საბანკო პროცენტებით.

🔷 დეპუტატის განცხადებით, საქართველოს ხელისუფლებამ უნდა გამონახოს ისეთი მექანიზმი, რომელიც საბანკო სისტემაში არსებულ პრობლემას გადაჭრის და საერთაშორისო ფინანსური ორგანიზაციების წინაშე წარდგება არგუმენტირებულად, რომ ეს გადაწყვეტილება საქართველოს მოსახლეობის ინტერსებშია.

🔷 „სახელმწიფო უნდა ჩაერთოს ყველა იმ პრობლემის მოწესრიგებაში, სადაც არის პრობლემები. ეს იქნება საბანკო სექტორი, ფარმაცევტული საქმიანობა თუ მრავალი სხვა სფერო, რასთან დაკავშირებითაც სახელმწიფომ უნდა აიღოს პასუხისმგებლობა.

🔷 ყოველწლიურად, კომერციულ ბანკებს 2 მილიარდზე მეტი მოგება აქვთ. თუ ჩვენ სოციალური სახელმწიფო ვართ, ამ საკითხების გადაწყვეტაში უნდა მოხდეს სახელმწიფოს ჩართულობა და მისი რეგულირება“, – მიაჩნია დეპუტატს.

🔷 ფრიდონ ინჯიამ ასევე ისაუბრა საქართველოში ციფრული ბანკის შექმნის შესახებ, რაც დეპუტატის აზრით, კომერციულ ბანკებთან ჯანსაღი კონკურენციისა და ზოგადად საბანკო სისტემის სწორად განვითარებას შეუწყობს ხელს.

🔷 „მარტივ მაგალითს მოგიყვანთ. როცა ჩვენ ვახორციელებთ საზღვარგარეთ ფულად გადარიცხვას, ან ნებისმეირ სხვა ფინანსურ ოპერაციას, მას სჭირდება სამი სამუშაო დღე, ხოლო ციფრული სისტემით ამ ოპერაციებისთვის საჭიროა მხოლოდ 5-10 წუთი.

🔷 ციფრული საბანკო სისტემის შემთხვევაში ასევე მნიშვნელოვანი შეღავათია საკომისიო და საშუამავლო გადასახადები. ციფრული საბანკო სისტემის შექმნა ხელს შეუწყობს საბანკო სექტორის დემონოპოლიზაციას, რითაც შეიქმნება ჯანსაღი კონკურენციის გარემო და საბანკო სისტემა სწორი მიმართულებით განვითარდება. საბანკო ოპერაციების კიდევ უფრო გამარტივებისთვის, ციფრული საბანკო სისტემით, შეიძლება გამოყენებულ იქნას ელექტრონული პირადობის მოწმობა“, – აღნიშნა ფრიდონ ინჯიამ.

🔷 დეპუტატის აზრით, რა თქმა უნდა, ციფრული საბანკო სისტემის მოწინააღმდეგეები იქნებიან კომერციული ბანკები, ან ყველა კომერციული ბანკი მოითხოვს ლიცენზიას, გადავიდეს ციფრულ საბანკო სისტემაზე და სწორედ, აქ უნდა ჩაერთოს სახელმწიფო და უშუალოდ ეროვნული ბანკი თავისი სწორი პოლიტიკით. ასეთ შემთხვევაში ბევრი საკითხი მოსახლეობის საკეთილდღეოდ გადაწყდება.

🔷 „მე იმედი მაქვს, რომ ეროვნული ბანკის ხელმძღვანელობა, საკანონმდებლო ორგანოსთან ერთად ჩაერთვება ამ საკითხების გადაწყვეტაში. მიმაჩნია, რომ აქ გადასაწყვეტი ბევრი არაფერია, ამისთვის მთავარია პოლიტიკური ნება და პროფესიონალების ჩართულობა. ჩვენ უნდა ვიყოთ დაინტერსებული, რომ ეს პროცესი იყოს დემოკრატიული და ადამიანის უფლებების დაცვაზე დამყარებული“. – განაცხადა ფრიდონ ინჯიამ.

Laisser un commentaire

Votre adresse email ne sera pas publiée.

Vous pouvez utiliser ces balises et attributs <abbr title="Langage Signalétique Hyper Text">HTML : <a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <s> <strike> <strong> </abbr>

*