ფრიდონ ინჯიას კითხვები ფინანსთა მინისტრ ლაშა ხუციშვილს საქართველოს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე „მინისტრის საათის“ ფორმატში ფინანსთა მინისტრს მოუსმინეს

📍 საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის „ევროპელი სოციალისტების“ თავმჯდომარის ფრიდონ ინჯიას კითხვები ფინანსთა მინისტრ ლაშა ხუციშვილს.
საქართველოს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე „მინისტრის საათის“ ფორმატში ქვეყნის მთავარი ფინანსური უწყების ხელმძღვანელს მოუსმინეს.

🔷 „როგორია თქვენი ხედვა ციფრული ბანკის შექმნასთან დაკავშირებით?

🔷 გარკვეული ქვეყნები ამ მიმართულებით უკვე მუშაობენ და შესაძლებელია, რომ ციფრული ბანკი იყოს შედარებით ხელმისაწვდომი მოსახლეობისთვის შეღავათიანი პირობებით და მან დაარეგულიროს ის მონოპოლიზმი, რომელიც დღეს არის საბანკო სექტორში“, – აღნიშნა თავის შეკითხვაში ფრიდონ ინჯიამ.

🔷 პოლიტიკური ჯგუფის თავმჯდომარემ კიდევ ერთხელ გაამახვილა ყურადღება ქვეყანაში ერთი სახელმწიფო ბანკი შექმნის აუცილებლობაზე. მისი განცხადებით, თუკი ხელისუფლება ვერ იღებს გადაწყვეტილებას შექმნას ერთი სახელმწიფო ბანკი, იქნებ იყოს შესაძლებელი შეიქმნას ციფრული ბანკი, რომელიც მართლაც შეძლებს საბანკო სისტემაში დღეს არსებული პრობლემების გადაწყვეტას და საბანკო მონოპოლიზმის დაძლევას.

„მე რამდენჯერმე გავაკეთე განცხადება და მივმართე მთავრობას, რომ შეიქმნას ერთი მაინც სახელმწიფო ბანკი, სადაც სახელმწიფოს ექნება საკონტროლო პაკეტი, 51 – %-ი მაინც. სამაგალითო ქვეყნებს შორის არის ამერიკის შეერთებული შტატები და ჩინეთი. ჩინეთში 4 სახელმწიფო ბანკია. ესე იგი რაღაც ყოფილა ამაში სახელმწიფოსთვის მისაღები და საინტერესო. მე ვიტყოდი, რომ ჩინეთი ბევრი სხვადასხვა მიმართულებით არის პირველ ადგილზე მსოფლიოში თავისი განვითარებით. თუ სახელმწიფო ბანკის შექმნა არ გამოდის, რას ფიქრობთ თქვენ ციფრული ბანკის შექმნაზე?“ – განაცხადა დეპუტატმა.

🔷 პოლიტიკური ჯგუფის თავმჯდომარემ ფინანსთა მინისტრს ასევე დაუსვა, შეკითხვა თუ რამდენად არის შესაძლებელი, რომ სავალუტო ფონდის პარალელურად, საქართველომ შეძლოს თანამშრომლობა სხვა საერთაშორისო ფინანსურ ინსტიტუტებთან, რომლებიც დღევანდელ მსოფლიოში მასშტაბური გეოპოლიტიკური ცვლილებების შედეგად იქმნება.

🔷 „ტრადიციულად ჩვენ ორიენტირებულები ვართ სავალუტო ფონდზე. დღეს, მსოფლიოში ისე სწრაფად იცვლება პოლიტიკური ვითარება, რომ იქმნება ახალი ფინანსური შესაძლებლობები.

🔷 როგორ ფიქრობთ, რამდენად არის შესაძლებელი საქართველომ პარალელურად, შეძლოს თანამშრომლობა საერთაშორისო ფინანსური ორგანიზაცია ბრიქსის ბანკთან, რომელიც შექმნეს ისეთმა ქვეყნებმა როგორიც არის, ჩინეთი, ინდოეთი, ბრაზილია, აფრიკის რესპუბლიკა და რუსეთი და მათ რიგებს კიდევ დაემატა მსოფლიოს სხვა წამყვანი ქვეყნები“, – განაცხადა ფრიდონ ინჯიამ.

🔷 თავის მხრივ, ფინანსთა მინისტრმა ლაშა ხუციშვილმა განაცხადა, რომ ეროვნული ბანკის მიერ ციფრულ ბანკთან დაკავშირებით გარკვეული ნაბიჯები გადადგმულია. ხორციელდება საკმაოდ მნიშვნელოვანი რეფორმები. ბუნებრივია, საქართველოს მთავრობის მხრიდან ამ ინიციატივებს აქვს შესაბამისი მხარდაჭერა.

🔷 „თუ სწორად მახსოვს, რამდენიმე ლიცენზიაც არის გაცემული სახელმწიფოს მხრიდან ამ მიმართულებით.

🔷 შესაბამისად, იმ ჩარჩოში რა ჩარჩოშიც ექცევა აღნიშნული საბანკო ინსტიტუტები, ამასთან დაკავშირებით შესაძლებელია, რომ დეტალურად მსჯელობაც გაიმართოს.

🔷 უფრო კონკრეტულად ვფიქრობ, რომ პარასკევს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელი ნათია თურნავა საქართველოს პარლამენტში „ინტერპელაციის ფორმატში“ წარმოგიდგენთ ინფორმაციას ციფრულ ბანკთან დაკავშრებით“, – განაცხადა ლაშა ხუციშვილმა.

Laisser un commentaire

Votre adresse email ne sera pas publiée.

Vous pouvez utiliser ces balises et attributs <abbr title="Langage Signalétique Hyper Text">HTML : <a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <s> <strike> <strong> </abbr>

*