ფრიდონ ინჯია – ნარკოტიკული საშუალებების მოხმარებისკენ მიდრეკილი ადამიანები საპასუხისმგებლო პოზიციებს არ უნდა იკავებდნენ

📍 საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის „ევროპელი სოციალისტების“ თავმჯდომარეს ფრიდონ ინჯიას მიიჩნია, რომ ქვეყნის პრეზიდენტი, საქართველოს პარლამენტისა და მთავრობის წევრები, ასევე სახელმწიფო სამსახურში მყოფი მაღალი პასუხისმგებლობის მქონე თანამდებობის პირები ნარკოტიკულ საშულებებზე შემოწმებას უნდა გადიოდნენ წელიწადში ერთხელ მაინც და ასევე, სახელმწიფოს მხრიდან უნდა არსებობდეს უცაბედად შემოწმების მექანიზმიც.

🔷 დეპუტატის განცხადებით, ამ მხრივ არასრულყოფილია პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე წარმოდგენილი კანონპროექტი „კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“, რომლის მიხედვითაც უქმდება ვალდებულება საქართველოს პრეზიდენტის, საქართველოს პარლამენტის წევრის, აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების უმაღლესი წარმომადგენლობითი ორგანოების წევრების, აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების მთავრობათა თავმჯდომარეების, საქართველოს მთავრობის წევრის, მისი პირველი მოადგილის, მოადგილისა და აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების აღმასრულებელი ხელისუფლების დაწესებულებათა ხელმძღვანელებისა და მათი მოადგილეების მიერ ნარკოლოგიური შემოწმების გავლასთან დაკავშირებით.

🔷 აღნიშნული კანონპროექტი იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე კომიტეტის თავმჯდომარემ ანრი ოხანაშვილმა წარმოადგინა.

🔷 „მე მაინტერესებს, რა მდგომარეობაა საქართველოში ნარკოტიკებთან მიმართებაში და არა მგონია, რომ ამ მხრივ მდგომარეობა იყოს სახარბიელო. მიმაჩნია, რომ ეს საკითხი უნდა დარეგულირდეს საკანონმდებლო დონეზე“, – განაცხადა ფრიდონ ინჯიამ.

🔷 „თუ ადამიანს აქვს ნარკოტიკული ნივთიერებების მოხმარებისადმი მიდრეკილება, ის არ უნდა მუშაობდეს საპასუხისმგებლო პოზიციაზე, მით უმეტეს სახელმწიფო სამსახურში, რადგან ასეთი ადამიანი ჯეროვნად ვერ შეასრულებს მასზე დაკისრებულ მოვალეობას. ამიტომ, ეფექტური და შედეგიანი იქნება, თუკი სახელმწიფო სამსახურში მყოფი მაღალი პასუხისმგებლობის მქონე თანამდებობის პირები ნარკოტიკულ ნივთიერებაზე შემოწმებას გაივლიან მინიმუმ წელიწადში ერთხელ“, – მიაჩნია ფრიდონ ინჯიას.

Laisser un commentaire

Votre adresse email ne sera pas publiée.

Vous pouvez utiliser ces balises et attributs <abbr title="Langage Signalétique Hyper Text">HTML : <a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <s> <strike> <strong> </abbr>

*