ფრიდონ ინჯიას შეკითხვები „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის“ შესახებ კანონპროექტთან დაკავშირებით

📍 საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის “ევროპელი სოციალისტების” თავმჯდომარის ფრიდონ ინჯიას გამოსვლა იურიდიული კომიტეტის სხდომაზე, სადაც „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის“ შესახებ კანონპროექტი საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა მამუკა მდინარაძემ წარადგინა.

✏️რატომ არ წარმოადგინეთ ეგრეთ წოდებული „ფარას“ ანალოგიური კანონპროექტი?

✏️ ვინ არის საქართველოს მეგობარი სახელმწიფო და რა არგუმენტაცია გაქვთ იმის დასამტკიცებლად, რომ ესა თუ ის სახელმწიფო საქართველოსთვის მეგობარი ქვეყანაა?

✏️რატომ არ არის კანონპროექტში მუხლი სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობის შესახებ? ან თუნდაც, კანონპროექტით გათვალისწინებული ჯარიმები რატომ არ არის ადეკვატური?

🔷ამ კითხვებით მიმართა ფრიდონ ინჯიამ პარლამენტის იურიდიული კომიტეტის სხდომაზე უმრავლესობის ლიდერს მამუკა მდინარაძეს.

🔷დეპუტატის განცხადებით, კანონპროექტი „უცხოურო გავლენის გამჭვირვალობის“ შესახებ ქვეყნისთვის არის ძალიან მნიშვნელოვანი.

🔷„დღეს კომიტეტის სხდომაზე ხშირად ისმოდა განცხადება ჩვენი მეგობარი ქვეყნების შესახებ, მაგრამ უნდა გითხრათ, რომ მეგობარი ქვეყანა არ არსებობს. ეს ყველაფერი პირობითია, რადგან ყველა ქვეყანას თავისი ინტერესი აქვს ამა თუ იმ სახელმწიფოსთან მიმართებაში და ცალსახად შეიძლება მოიძებნოს მათი ინტერსები ჩვენი ქვეყნის მიმართ.

🔷 ჩვენთვის მთავარია, რომ ინტერესები თანხვედრაში იყოს ერთმანეთთან. აქედან გამომდინარე, გარკვეული პერიოდის განმავლობაში შეიძლება იყოს ასეთი მეგობრობა.

ჩვენ უპატრონო ერი ვართ. ასე თქვა თავის დროზე ჭაბუა ამირეჯიბმა, და მართლაც ეს იკვეთება და ასე ჩანს.

რატომ არის ეს კანონი რუსული?

🔷ან რატომ გინდათ დაარქვათ ამ კანონს რუსული?

🔷იმიტომ, რომ დააჯეროთ.. თუ რუსულია, ესე იგი ეს კანონი ცუდია. მაგრამ მსოფლიოში არის ბევრი კანონი, რომელიც ერთი და იგივეა როგორც ამერიკის შეერთებულ შტატებში, ისე ავსტრალიაში, ჩინეთში, რუსეთში. რატომ არ ვარქმევთ ამ კანონებს რუსულ კანონს?! … იქ არ არის ის საეჭვო ინტერესები, რაც აქ იკვეთება.

🔷 ახლა რაც შეეხება საკითხს იმის შესახებ, რომ ეს კანონი არის მნიშვნელოვანი.

🔷ჯერ კიდევ ამერიკის შეერთებულ შტატებში 1937-38 წელს, იქნა შემოტანილი ეგრეთ წოდებული „ფარას“ კანონი, რომელიც დღემდე მუშაობს, სადაც გათვალისწინებულია ყველაფერი არა მარტო არასამთავრობო ორგანიზაციებთან დაკავშირებით, არამედ კანონი შეეხება როგორც იურიდიულ, ასევე ფიზიკურ პირებს და საეკლესიო კონფესიებს“, – განაცხადა ფრიდონ ინჯიამ.

🔷პოლიტიკური ჯგუფის თავმჯდომარეს მიაჩნია, რომ პარლამენტში სწორედ „ფარას“ ანალოგიური კანონპროექტის წარდგენა უნდა მომხდარიყო მმართველი პარტიის მხრიდან.

🔷„ამერიკის შეერთებული შტატები რატომ არის ძლიერი სახელმწიფო? სწორედ იმიტომ, რომ მას მიღებული აქვს ასეთი კანონი. ამით იგი იცავს თავის სუვერენიტეტს, თავის სიმტკიცეს, ქვეყნის მდგრადობას“, – აღნიშნა დეპუტატმა.

🔷 პოლიტიკური ჯგუფის თავმჯდომარის განცხადებით, მმართველმა პარტიამ კანონპროექტთან დაკავშირებით საქმე ბოლომდე უნდა მიიყვანოს და საბოლოოდ მიიღოს წარმოდგენილი კანონი.

🔷რაც შეეხება რიგი ევროპული ქვეყნების დამოკიდებულებას ამ კანონთან, როგორც დეპუტატმა განაცხადა, ანალოგიური კანონი მიღებულია დიდ ბრიტანეთში, ხოლო საფრანგეთში მიღებულია ეროვნული ასამბლეის ზედა პალატის მიერ.

🔷“უნდა აღინიშნოს, რომ ევროპის ქვეყნებიდან საფრანგეთი ყოველთვის გამოირჩეოდა იმ მხრივაც, რომ იგი მუდმივად კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებდა თავისი ქვეყნის გაერთიანებას ნატოში სამხედრო ალიანსში.

რატომ არ არის ევროპის სხვა ქვეყნებში ეს კანონი მიღებული? იმიტომ, რომ ამერიკის შეერთებული შტატები არ აძლევს მათ ამ კანონის მიღების უფლებას“, – განაცხადა დეპუტატმა.

🔷ფრიდონ ინჯიას თქმით, ძალზე საყურადღებო და საგულისხმოა მამუკა მდინარაძის მიერ კომიტეტის სხდომაზე მოყვანილი მაგალითი, საფრანგეთის დაზვერვის სამსახურის ოფიციალური ანგარიშის შესახებ, სადაც ყურადღებაა გამახვილებული იმის თაობაზე, თუ როგორ ერევა ამერიკის შეერთებული შტატები საფრანგეთის პოლიტიკურ თუ ეკონომიკურ საკითხებში, რაც დეპუტატის აზრით, ბევრ რამეზე მეტყველებს და გასათვალისწინებელია.

🔷პოლიტიკური ჯგუფის თავმჯდომარის განცხადებით, მნიშვნელოვანია, რომ წარმოდგენილი კანონპროექტი სრულად შეესაბამებოდეს დღეს ქვეყანაში არსებულ მოთხოვნებსა და გამოწვევბს და ზუსტად ასახავდეს პოლიტიკურ მოცემულობას, სხვა შემთხვევაში, ის არასრულყოფილი კანონი იქნება.

🔷აქედან გამომდინარე, ფრიდონ ინჯიას განცხადებით, უპრიანი იქნებოდა კანონპროექტში ყოფილიყო მუხლი სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობის შესახებ. ასევე, ჯარიმები, რომელიც ჩადებულია პროექტში, ყოფილიყო ადეკვატური. მით უფრო, როგორც ფრიდონ ინჯიამ აღნიშნა, თუ გავითვალისწინებთ საქართველოს პრეზიდენტის ბოლო დროინდელ არაადეკვატურ პოზიციებს თუ გადაწყვეტილებებს.

Laisser un commentaire

Votre adresse email ne sera pas publiée.

Vous pouvez utiliser ces balises et attributs <abbr title="Langage Signalétique Hyper Text">HTML : <a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <s> <strike> <strong> </abbr>

*