ფრიდონ ინჯია აცხადებს, რომ თუკი, „ხალხის ძალა“ საქართველოს პარალმენტში დააინიცირებს წინადადებას 2008 წლის აგვისტოს ომის შემსწავლელი დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნის შესახებ, იგი ამას მხარს დაუჭერს და აქ არ აქვს მნიშვნელობა პირველობას, მიუხედავად იმისა, რომ „ევროპელი სოციალისტების“ პოლიტიკური ჯგუფის თავმჯდომარემ ეს საკითხი დღის წესრიგში ერთი წელზე მეტი ხნის წინ დააყენა

📍 საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის „ევროპელი სოციალისტების“ თავმჯდომარე ფრიდონ ინჯია აცხადებს, რომ თუკი, „ხალხის ძალა“ საქართველოს პარალმენტში დააინიცირებს წინადადებას 2008 წლის აგვისტოს ომის შემსწავლელი დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნის შესახებ, იგი ამას მხარს დაუჭერს და აქ არ აქვს მნიშვნელობა პირველობას, მიუხედავად იმისა, რომ „ევროპელი სოციალისტების“ პოლიტიკური ჯგუფის თავმჯდომარემ ეს საკითხი დღის წესრიგში ერთი წელზე მეტი ხნის წინ დააყენა.

🔷 „ამ საკითხთან დაკავშირებით ერთ წელზე მეტია, რაც ჩვენ გავაკეთეთ განცხადება როგორც პრეს-კონფერენციაზე, ასევე პარლამენტის პლენარულ სხდომათა დარბაზიდან არაერთხელ და აღვნიშნეთ, რომ ასეთი კომისიის შექმნა აუცილებელია.

🔷 მიმაჩნია, რომ 2008 წლის აგვისტოს ომის შემსწავლელი დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნა აუცილებელია დღესვე და არა 10-12 წლის შემდეგ.

🔷 შესაბამისად, ჩვენი პარტიისთვის და პოლიტიკური ჯგუფისთვის ეს საკითხი დღესაც აქტუალურია.

🔷 მაშინ, როდესაც ჩვენ გამოვედით ამ ინიციატივით, ვითხოვდით ყველაფრის დადგენას. თუ რა, როგორ მოხდა და როგორ გაიყიდა ჩვენი მიწა, როგორ დავკარგეთ ქვეყნის ტერიტორიების 20% – ი, როგორ დავკარგეთ ჩვენ კოდორის ხეობა, რომელიც ამ ომში არ იყო ჩართული და მრავალი სხვა. ეს საკითხი აქტუალურია დღესაც და ამას არ სჭირდება არავითარი პირობები“. – მიაჩნია ფრიდონ ინჯიას.

🔷 დეპუტატის განცხადებით, თავის დროზე, როცა მის მიერ დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნის აუცილებლობის შესახებ გაკეთდა განცხადება, „ხალხის ძალის“ წარმომადგენლები მხარს უჭერდნენ ამ ინიციატივას, მაგრამ საჭირო 50 ხმის მოგროვების პრობლემა იდგა დღის წესრიგში, რადგან „ე.წ. ოპოზიცია გამოდიოდა ამ ინიციატივის წინააღმდეგ, რადგან ისინი თავად იყვნენ ამ პროცესების მონაწილეები“.

🔷 „როგორც აღვნიშნე, ეს საკითხი ჩვენს მიერ იყო დაინიცირებული და „ხალხის ძალის“ წარმომადგენლები მაშინ ჩვენ მხარს გვიჭერდნენ, მაგრამ ვინაიდან 50 ხმა იყო საჭირო და ე.წ ოპოზიციას ამაში ჩვენ მხარს არ გვიჭერდა, რადგან თვითონ იყვნენ ამ პროცესის მონაწილეები, საბოლოო გადაწყვეტილებით ამ ინიციატივას მსვლელობა არ მიეცა.

🔷ეხლა რადგანაც „ხალხის ძალა“ შედის უმრავლესობაში, მათ შეილება მიიღეს გარანტია მმართველი პარტიის მხრიდან, რომ ისინი მიიღებენ იმ 50 ხმას, ამ საკითხის დასაინიცირებლად.

🔷 აქ პირველობაზე არ არის საუბარი. ვინც ამ საკითხს გაიტანს, ნათელს მოჰფენს რეალობას და საქართველოს მოსახლეობას მისცემს საშუალებას იცოდეს სიმართლე, თუ როგორ და ვისი მეშვეობით დაიკარგა საქართველოს მიწები, ჩვენ ამ ინიციატივას ყველანაირად მხარს დავუჭერთ“. – განაცხადა დეპუტატმა.

Laisser un commentaire

Votre adresse email ne sera pas publiée.

Vous pouvez utiliser ces balises et attributs <abbr title="Langage Signalétique Hyper Text">HTML : <a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <s> <strike> <strong> </abbr>

*